workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
წლის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დასაწყისი | 22 თამაში წაუგებლად

წლის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დასაწყისი | 22 თამაში წაუგებლად

წელს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სტარტი გვაქვს.

“ბარსელონამ”, “ბეტისის” წინააღმდეგ გამართული გუშინდელი მატჩი (1-1), კალენდარული წლის 22-ე თამაში, წაუგებლად დაასრულა. ეს კატალონიური კლუბის ისტორიაში 2016 წელს დაფიქსირებული საუკეთესო შედეგის გამეორებაა, როდესაც ლუის ენრიკეს გუნდმა სწორედ ამდენივე შეხვედრა დაუმარცხებლად ჩაატარა. ეს ნიშნავს, რომ, თუ “ბლაუგრანა” ოთხშაბათს “დორტმუნდთან” არ წააგებს, კლუბის მორიგი რეკორდის მომსწრენი გავხდებით.

“ბარსას” წელს გამართულ 22 თამაშში 18 მოგება და 4 ფრე აქვს. ჰანსი ფლიკის გუნდთან საყაიმო ანგარიშის დაფიქსირება მხოლოდ “ატალანტამ” (2-2), “ხეტაფემ” (1-1), “ატლეტიკომ” (4-4) და “ბეტისმა” (1-1) მოახერხეს.

აღნიშნული სტატისტიკა კალენდარული წლის დასაწყისიდან ჩატარებულ მატჩებს ეხება, მაგრამ ახლანდელ გუნდს ასევე ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია აქვს.

“ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერიები:

#
მწვრთნელი
მატჩი
სეზონი
1 ლუის ენრიკე 39 2015/16
2 ერნესტო ვალვერდე 29 2017/18
3 პეპ გვარდიოლა 28 2010/11
4 მარინუს მიხელსი 27 1973/74
5 ფრანკ რაიკაარდი 24 2005/06
6 ერნესტო ვალვერდე 23 2018/19
7 ჰანსი ფლიკი 22 2024/25
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 09 აპრ 2025, 17:25
    #5

    მე მგონი საერთოდ წაუგებლად უნდა ჩავამთავროთ სეზონი, ამის რესურსი კი ნამდვილად არსებობს. ჩავი ვერ ხედავდა მაგრამ ფლიკმა დაინახა და სწორადაც მიდის. ბოლოსდაბოლოს პირველი სეზონია ხო. გაისად ნამდვილად მოუმატებს.

  • ზებულონი
    schedule 07 აპრ 2025, 13:39
    #4

    მუდამ დაუმარცხებლად ჩემო ოცნების გუნდო. :barca- kissing_heart

  • Lasha Tchelidze
    schedule 07 აპრ 2025, 10:41
    #3

    არაა ხელწამოსაკრავი გუნდი დორტმუნდი და არ მომწონს ეგრე აგდებულად,რომ მოიხსენიებთ ბევრი🙂ლიგის ფინალისტია ბოლო-ბოლო და წელსაც ყველაზე მეტად გაგვიჭირდა დიდი გუნდებიდან მათთან მოგებაა

  • Rick Sanchez
    schedule 07 აპრ 2025, 00:48
    #2

    დორტმუნდთან არცერთი მატჩი არ წავაგოთ და რეკორდზე გაიწევს ფლიკი.

  • Iniesta_8
    schedule 07 აპრ 2025, 00:24
    #1

    ვისთან უნდა წავაგოთ ვერ ვხვდები. დორტმუნდთან გასვლაზე იქნება რთული და რეალთან კლასიკოა და არავინ იცის რა მოხდება. სხვებთან ქულაც არ უნდა დავკარგოთ ისეთები გვყავს მომდევნო 10 თამაში.