ვოიცეხ შჩესნი კვლავ დაუმარცხებელია

ვოიცეხ შჩესნი კვლავ დაუმარცხებელია

ვოიცეხ შჩესნი “ბარსელონაში” ისტორიის წერას განაგრძობს. პოლონელმა მეკარემ “ბლაუგრანას” მაისურით უკვე 20 მატჩი ჩაატარა და არც ერთხელ დამარცხებულა.

შჩესნი “ბარსამ” გასული წლის ოქტომბერში მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მძიმე ტრავმის შემდეგ დაიმატა. მისი დებიუტი კატალონიურ კლუბში 4 იანვარს ესპანეთის თასის 1/16-ფინალურ მატჩში (0-4) “ბარბასტროს” წინააღმდეგ შედგა. ვოიცეხის ანგარიშზე “ბარსელონაში” 17 მოგება და 3 ფრეა. მას წაგება არ აქვს.

34 წლის კარის დარაჯი ამ შედეგით უკვე საუკეთესო ხუთეულში იმყოფება იმ ფეხბურთელთა შორის, რომელთაც “ბარსელონური” კარიერის ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სტარტი აქვთ.

საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:

#
ფეხბურთელი
სეზონი
წაუგებელი მატჩები
1 სესკ ფაბრეგასი 2011/12 30
2 პაულინიო 2017/18 25
3 იოჰან კრუიფი 1973/74 23
4 ალბერტ სელადესი 1995/96 21
5 ვოიცეხ შჩესნი 2024/25 20

შჩესნიმ ასეთი შედეგის დაფიქსირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ვოიცეხმა 10 შემთხვევაში, ანუ თამაშების 50%-ში, კარი მშრალად შეინახა. მან ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 10 მატჩში მხოლოდ 6 ბურთი გაუშვა და 5 შეხვედრაში მეტოქეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • nika 54
    09 აპრ 2025, 17:29

    მან ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 10 მატჩში მხოლოდ 6 ბურთი გაუშვა და 5 შეხვედრაში მეტოქეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.
    ეგ კი არა წყალსაც სვავდა თამაშის დროს და როგორც ბოროტი ენები ამბობენ სიგარეტის მოწევასაც ასწრებდა ხოლმე.

  • jack slater
    08 აპრ 2025, 09:12

    პაულინიო😂😂😂😂😂

  • Rick Sanchez
    07 აპრ 2025, 00:47

    ციტატა: alwaysculerr
    კი შჩესნიმ მოუმატა აშკარად მაგრამ უმეტესწილად ჩვენი გუნდის არ წაგება მცველების დამსახურებაა, განსაკუთრებით ჩვენი ბებერი ლომის


    დაჟე ამ დაკარგულ ქულებსაც ვერ დავაბრალებთ შენსნის, აუღებელი გაუშვა, მაგ პოზიციიდან არც უნდა დაარტყმევინო მეტოქეს.

  • alwaysculerr
    06 აპრ 2025, 23:08

    კი შჩესნიმ მოუმატა აშკარად მაგრამ უმეტესწილად ჩვენი გუნდის არ წაგება მცველების დამსახურებაა, განსაკუთრებით ჩვენი ბებერი ლომის