ბარსელონა-ბენფიკა 9-0 - ქალთა ჩემპიონთა ლიგის ბრწყინვალე დასაწყისი

ბარსელონა-ბენფიკა 9-0 - ქალთა ჩემპიონთა ლიგის ბრწყინვალე დასაწყისი

"ბარსელონას" ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება ძალიან შთამბეჭდავად დაიწყო.

ხონათან ხირალდესის გუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პორტუგალიის ჩემპიონ "ბენფიკას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 9-0 გაანადგურა.

მიმდინარე სეზონში "ბლაუგრანას" პრობლემა პირველი ტაიმია ხოლმე. დღევანდელ თამაშშიც მასპინძლებმა შესვენებამდე "მხოლოდ" 3 გოლი გაიტანეს, მეორე ნახევარში კი კიდევ 6 დაამატეს.

დუბლები გაიფორმეს ოშოალამ და ჟეიზემ, ხოლო თითო გოლი აიტანა ბონმატიმ, მარიონა კალდენტეიმ, ჩრნოგორჩევიჩმა, პატრი გიხარომ და კლაუდია პინამ გაიტანეს.

რაც შეეხება საგოლე გადაცემებს - 2 ოშოალა, 2 კალდენტეი, 1 ბონმატი, 1 გიხარო, 1 ჯეიზე, 1 პინა.

არასაფეხბურთო ანგარიშით დასრულების მიუხედავად პირველი ტურის მთავარი მოვლენა "ბარსელონა"-"ბენფიკა" ნამდვილად არ ყოფილა. პარალელურად გამართულ შეხვედრაში ქალთა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდი და მოქმედი ჩემპიონი "ლიონი" "არსენალთან" საკუთარ მოედანზე 1-5 განადგურდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 ოქტომბერი 2022 15:23
    0
    ფეოლა: (ჩვენი არა, კინოფილმიდან) გაგიჭირდებოდათ!!!
    ფანი [?]
    #3 20 ოქტომბერი 2022 14:14
    1
    "მიმდინარე სეზონში "ბლაუგრანას" პრობლემა პირველი ტაიმია ხოლმე. დღევანდელ თამაშშიც მასპინძლებმა შესვენებამდე "მხოლოდ" 3 გოლი გაიტანეს" - ნეტა ასეთი პრობლემული პირველი ტაიმები კაცების გუნდსაც ჰქონდეს და სამი გოლის მეტს ვერ ვიტანდეთ პირველ ტაიმში, ავშენდებოდით :დდდდდდდ
    წევრი [?]
    #2 20 ოქტომბერი 2022 10:12
    1
    ამ იღბალა რეალს 3 გოლი გაუუქმეს და მაინც მოიგეს, უეჭველი მოსაგები თამაში გვაქ დღეს, თან ყველა ლიდერს ეთამაშა უკვე და კადისები და რაიო ვალეკანოები დარჩათ ამ წელს, და ყველა სახლში თან ერთის გარდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 ოქტომბერი 2022 10:01
    0
    ლიონს რა დაემართა??
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.