2005 წლის 1 მაისის შემდეგ, როცა ლეო მესიმ თავისი პირველი გოლი გაიტანა “ბარსას” რიგებში, ჩვენ ზვღა ემოციები, უამრავი მოგებული ტიტულები და ბედნიერი დღეების ვიწვნიეთ საკუთარ თავზე. მან სამუელ ეტო’ო შეცვალა “ალბასეტესთან” მატჩში და რონალდინიოს ბრწყინვალე გადაცემის შედეგად პირველი გოლი გაიტანა. იმ დღეს ალბათ ვერც წარმოვიდგენდით, რომ 17 წლის ბიჭუნა რამდენიმე წელში 200 გოლს გვაჩუქებდა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=ecOqmvy7jaA]
ეს არ არის მესის საუკეთესო გოლის საზომი. ეს არის უბრალოდ დასამახსოვრებელი მოვლენა. ბოლო დღეების განმავლობაში, პრესა აქტიურად საუბრობდა მესის “კრიზისზე” იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ზედიზედ სამ შეხვედრაში ვერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. მაგრამ ჩვენ ხომ უკეთ ვიცით?! ჩვენ ვართ თვითმხილველნი იმ 200 გოლისა და ჩვენ ვიცოდით, რომ ის დაბრუნდებოდა, კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდებოდა და ამ ე.წ. “კრიზისს” უკან მოიტოვებდა.
მესის 200 გოლის გახსენებისას, აუცილებლად გაგვახსენდება ის მომენტები, როცა “ბარსას” საქმეები არც თუ ისე კარგად მიდიოდა. მან ჰეთ-თრიკი შეუსრულა მადრიდელებს მაშინ, როცა ჯერ კიდევ 20 წლისა არ იყო. შემდეგ იყო “პოკერი” არსენალის კარში, რითაც ლეომ თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალის საგზური მოუტანა. ბოლოს კი, მისი შესანიშნავი გოლები ლიგის ფინალში, რომელიც “ბარსას” ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებაში დაეხმარა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=gd4pj7REd0I]
ლეო მნიშვნელოვანი ფიგურა იყო შედარებით ნაკლებად გლამურულ თამაშებში. წვიმიან ამინდში, ცუდ საფარიან მოედანზე, საშინაო თუ საგარეო მატჩებში, მესი ყოველთვის გუნდის წარმატებისთვის იბრძვის. მისი ზოგიერთი გოლი ნამდვილი შედევრია, ზოგიც კი უბრალოდ გამარჯვეის მომტანი. 7 წლის განმავლობაში ის “ბარსას” რიგებშია და კიდევ დიდხანს იქნება, რომ დამატებით 200 გოლი გვაჩუქოს!