ბარსელონას ლეგენდა, ჩავი ერნანდესი სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებისთვის ემზადება და სურს, ეს ყოველგვარი სიჩქარისა და წნეხის გარეშე გააკეთოს.
Relevo-ს ინფორმაციით, 45 წლის სპეციალისტის მიზანი ძლიერი და გრძელვადიანი პროექტის ჩაბარებაა, რომელიც მას უმაღლეს დონეზე დაბრუნებასა და ტოპ გუნდებთან კონკურენციის შესაძლებლობას მისცემს.
ჩავიმ ბარსა 2023/24 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და 1 წლით დასვენება გადაწყვიტა. ერნანდესმა ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორწელიწადნახევარი გაატარა და 2 ტიტული მოიგო (ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი).
მანამდე, ჩავი ალ სადში მუშაობდა და კატარში დომინანტი გუნდი ჰყავდა.
ჩააბარონ ახალგაზრდული, პეპმაც ეგრე დაიწყო. ფლიკი 10 წელი არ გაჩერდება, თვითონ თქვა მე შვილიშვილები მელოდებიან და პენსიაზე დროულად გავალო.
ამის მწვრთნელობა არ გაიშვას არსად ეს ბლურცუნა ეს…
იუნაიტედი და ჩავი რაღაც უხდებიან ერთმანეთს.
რამნიშველობა აქვს ხასიათში აქვს ამას ეს ცუციკობა და პრაგმატიზმი ბოდიში ხავისთან მაგრამ ტრენერობა მისი მაქსიმუმი ზღვარი არის საშვალო დონის კლუბები როგორიცაა აიქსი, დორტმუნდი, არსენალი, იქნებ ჩოლო შეცვალოს ატლეტიკოც და ასე შემდეგ ტოტენჰემი, ნუ სითის რა მოგახსენო ეგეც სხვა ლეველია აი იუნაიტედს მოერგება
სერია ა-ში წავიდეს დედას უტირებს ყველას თავისი დაცვითი ფეხბურთით
არ მჯერა მე ჩავის მწვრთნელობის.
გასაკვირია ადამიანმა მთელი ცხოვრება ბარსაში გაატარა, მშვენივრად იცნობს ბარსას სტილს და ამ დროს ძალიან ხშირად დაცვით ფეხბურთს ათამაშებდა გუნდს. ჯერ სხვაგან დააამტკიცოს რა შეუძლია და მერე ვილაპარაკოთ.
ისე ჩავიმ რაც ცუდი გაუკეთა გუნდს (ნუ ჩავის არაფერი გაუკეთებია დაქცეული გუნდში მოვიდა) იმდენივე კარგი გაუკეთებია და ამას ვხედავთ მიმდინარე სეზონის განმავლობაში ზუსტად მისი დამსახურებაა რო ბარსელონა დღეს ამ შემადგენლობითაა და დიახ უნაკლო შემადგენლობაა ერთი ცენტრ-ფორვარდი და ერთიც მარჯვენა შემტევი სჭირდება გუნდს რო.4-3-3 სისტემა სრულიად გამართული იყოს აი დანარჩენი საღოლ ამ კაცს თავისი მცირე ცოდნით და გამოცდილებით ტიტულები ვერა მარა ისეთ გუნდს ჩაუყარა საფუძველი რომელიც აუცილებლად დიდ შედეგს დადებს აი ყველაფერს რო თავი დაანებო სადღაც ზემოთ კოსმოსიდან რაღაც ენერგია არ დაუშვებს რო ეს გუნდი ისეთი უშედეგო იყოს როგორიც განვლილი რამოდენიმე წლის განმავლობაში :დდდდდდდ უბრალოდ ფიზიკის მცოდნე კარგი ტაქტიკოსი სჭირდებოდათ და ყავთ კიდეც. სამომავლოდ გამოცდილი და ამ სფეროში დაღვინებული ჩავის მოსვლაზე ვდებ ფსონს
პრემიერ ლიგაში კაი იქნება
ეჰ ვამბობდი მე როკეზე ვერ გაამართლებს თქო. არ მომწონდა ეგ ბიჭი არასდროს
ასისტენტად მაინც მოიყვანონ ბარსაში.დახვეწავს ფლიკი
Მანჩესტერი ჩაიბაროს მაინც ვერავინ შველის მაგათ და იქნებ ამას გამოუვიდეს
ბარსა ბ დან რო დაიწყოს ძაან კაია და მერე შეიძლება რომელიმე კლუბში ან იუვენტუსში ან აიაქსში ან სადმე ნორმალურ კლუბში
იუვენტუსი
თავის დროზე რომ წასულიყო წესიერ ადგილას დღეს ბარსას მწვრთნელი იქნებოდა.
აიაქსში წასვლა იდეალური იყო შარშან ზაფხულში, ახლაც თუ შესთავაზებენ მაგ პოზიციას უნდა დათანხმდეს, ჩემი აზრით ზედ გაკმოჭრილია ჩავისთვის აიაქსი და ამოიყვანს კიდევაც გაჭირვებიდან მაგ გუნდს
მინიმუმ მომდევნო 15 წელი ჩავის ბარსას მწვრთნელის რანგში განხილვა არ მინდა იმედია სწორად გამიგებთ😂😂