მატჩს წინ უძღოდა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა. “ბარსას” გაუმართლა, შედარებით სუსტი გუნდი შეხვდა, შედარებით იოლად გასავლელი ბადე. “ბენფიკასთან” ამჯერად ორი მატჩი იქნება სათამაშო, ჯგუფური ეტაპის თრილერი ყველას კარგად ახსოვს. ამბიციური გუნდის მწვრთნელი და ფეხბურთელები წინაც გაიხედავდნენ, დაინახავდნენ თავიანთ თავს ნახევარფინალში და ვინ იცის.. იქნებ ფინალშიც ნახეს კარგი თამაში. თუმცა, ფლიკს დიდი გამოცდილება აქვს და ფეხბურთელების მიწაზე დაბრუნება არ უნდა გაუჭირდეს, რაც უფრო ახალგაზრდაა კაცი, მით უფრო მჩატეა, მით უფრო მარტივად იწყებს ფრენას, მარტივად იზიდავს ღრუბლები, გამოცდილება ამძიმებს და მყარად დგომის საშუალებას აძლევს.
“ბარსას” “ბენფიკა”, მადრიდელებს კი ერთმანეთი ერგოთ, ლა ლიგაში რბოლაა გამოცხადებული, ჩემპიონთა ლიგაზე კი მძიმე მატჩები ელით, “ბარსამ” ამით უნდა ისარგებლოს წესით, აბა ნახეთ კალენდარი – სიმეონეს “ატლეტიკო” ჯერ “ბარსას” შეხვდება კოპას ნახევარფინალში, მერე “რეალს” გაეჯიბრება ჩემპიონთა ლიგაზე, მერე ლა ლიგაში ისევ “ბარსასთან”, მერე ისევ კოპას ნახევარფინალი.
კარგი სანახავი იქნება.
მანამდე კი ფლიკმა თავისი შეხვედრა მოიგო “ლას პალმასთან”. ისევ პირველზეა.
10%-ით მეტი
მატჩის მერე ასე პროცენტებში გვითხრა, მეტი მჭირდებოდა, მეტი იყო საჭირო კარგი თამაშისთვისო. მართლა ვერ გამოდგა ხარისხიანი შეხვედრა, მოიწყენდა კაცი, მაგრამ მაინც ულაპარაკოდ მოიგეს. ანგარიში იყო მატყუარა, “ლას პალმასი” ერთი წამითაც არ ყოფილა ახლოს ანგარიშის გათანაბრებასთან. ერთადერთხელ დაიძაბა თამაში, როცა VAR-ი არკვევდა უნდა დანიშნულიყო თუ არა პენალტი “ბარსას” კარში. ბევრი რამ იყო გასარკვევი – იყო თუ არა თამაშგარე, ხელით ითამაშა თუ არა “ლას პალმასის” ფეხბურთელმა, უნდა დანიშნულიყო თუ არა პენალტი გარსიას ხელით თამაშზე, ის ხომ ზურგით იყო, როცა ხელზე მოხვდა, არადა, კარში მიდიოდა, ხელი კიდევ გაშლილი ჰქონდა, საერთოდ, ხელზე მოხვდა თუ მხარზე? დიდი დრო წაიღო ამის გარკვევამ, ან, რას არკვევდნენ? თურმე, თამაშგარე ყოფილა.
ეგ იყო და ეგ, “ლას პალმასს” მეტი არც არაფერი ჰქონია, მსაჯს ჩამოეკიდნენ, მწვრთნელმაც ამაზე იბუზღუნა, აბა, სხვა არაფერი ჰქონდა სალაპარაკო და ბოლოს “ბარსას” ნახევარზეც გადავიდნენ, მატჩის მიწურულს რა აზრი ჰქონდა 0:1 – ს წააგებდნენ თუ 0:2-ს? მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ მოვალეობის მოხდის მიზნით, ვერ ვიტყვი რომ შეუტიეს, იმიტომ, რომ ამ გუნდმა შეტევა არ იცის. სივრცე გაიხსნა და ნათელი გახდა რომ მეორე გოლსაც მიიღებდნენ, დროის ამბავი იყო, საბოლოოდ, რაფინიამ ძალიან დროული და ზუსტი პასი გააკეთა, ფერან ტორესმა კი ახლო მანძილიდან გახვრიტა სილესენის კარი – 2:0, მორჩა.
ოლმოს ფაქტორი
რაღაც აკლდა “ბარსას” პირველ ტაიმში, ოლმო აკლდა, ფერმინმა დაიწყო პედრის გვერდით და მოგეხსენებათ ფერმინი არასტაბილური ფეხბურთელია, ერთ მატჩში შეიძლება იფრინოს, მეორეში კი საერთოდ ჩაიკარგება, ჯერჯერობით ასეთი ბიჭია და ამჯერად ჩაიკარგა. ისიც სათქმელია, რომ რაც უფრო ძლიერ გუნდთან ათამაშებ, მით უფრო კარგად თამაშობს – “ბაიერნთან”, “მადრიდთან”, მშვენიერია, მაგრამ “ლას პალმასთან” არა. თვითმოტივირებას ვერ ახერხებს, დროა ვინმემ აუხსნას რომ თუ ძირითად შემადგენლობაში სურს თამაში, ყველა მატჩში მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს, თუ “ლას პალმასთან” ვერ გამოიჩენ თავს, ვერც “ატლეტიკოსთან” ითამაშებ. აი, ოლმომ გამოიჩინა და მე პირადად მას ველი მომდევნო შეხვედრაში.
დანი ოლმო მეორე ტაიმში გამოვიდა მოედანზე და გადამწყვეტი როლიც ითამაშა მატჩის მოგებაში, მხოლოდ კარგ გოლში არ არის საქმე, საერთოდ, კარგი მატჩი ჩაატარა, როგორც იქნა დაიბრუნა სასურველი ფორმა, წინა შეხვედრაც კარგი ჰქონდა, მგონი დროა ისევ ანდონ ადგილი თერთმეტ კაცში. იამალისგან კარგი პასი მიიღო, სწრაფად დაამუშავა ბურთი საჯარიმოში და შორეულ ცხრიანში გაგზავნა. სილესენს შანსი არ ჰქონია.
აი კასადო ვერ იყო ჯანზე, ამ მომენტისთვის დე იონგი ჯობია, ბუნებრივია რომ ამ ასაკში მთელ სეზონს ასე სტაბილურად ვერ ითამაშებდა, კიდევ გახდება საჭირო, იქნება მატჩები სადაც ფლიკს აუცილებლად დასჭირდება. დე იონგის საკითხი ისევ ჰაერშია, ჯერ ვერ გადაწყვიტეს სურთ თუ არა მისი დატოვება, პრობლემა მისი კონტრაქტია, “ბარსას” კიდევ მის პოზიციაზე ორი კარგი ახალგაზრდა ჰყავს, მოკლედ,ტრადიციულად, ზაფხულში ისევ აქტუალური იქნება.
მზადება ატლეტიკოსთვის
ამ თვის კალენდარზე ვთქვით ორი სიტყვა და ისიც უნდა ითქვას რომ სანაკრებო პაუზა უწევს, პაუზამდე “ბარსას” ორივე მერვედფინალი ექნება ნათამაშები, პლუს ერთი ნახევარფინალი “ატლეტიკოსთან” და ლა ლიგის მატჩიც ამავე გუნდთან. აი მერე პაუზაა, მერე კიდევ განმეორებითი ნახევარფინალი კოპა დელ რეიზე.
გაიგე ახლა ეს პაუზა რას მოიტანს..
დიოკერესს რატო ეძახი? გიოკერესი, იოკერესი გამიგია მარა დიოკერესი რა უბედურებაა?))
იმიტომ რომ წარმოშობით უნგრელია და უნგრულად ეგ გვარი მასე წარმოითქმება
სიტი ლივერპულიდან დოკუ ერთადერთია რომელიც ამწვავებს თამაშს რასაც ქვია არნოლდი აწამა დაღალა ამ @როჭმა ფატიმ არ გაასხა ამ ზამთარში თორე კაიიქნებოდა დოკუს დათრევა თან მაგაზე ჩალიჩობდნენ
დიოკერესს რატო ეძახი? გიოკერესი, იოკერესი გამიგია მარა დიოკერესი რა უბედურებაა?))
მეორე წრის დაწყების დავწერე სეზონის მთავარი იმედგაცრუება იქნება ლევანდოვსკი ! ამიტომ გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოლმოს სრულად გამოჯანმრთელების ამბავი ! იმედია ბოლომდე მიხედავს სტაფი ! და ფერმინ ლოპესის სტაბილურად ფორმაში ყოფნა ძალიან არ მომეწონა ეს დაბოღმილი სიფათით სიარული
ძალიან საჭიროა ორივე ძალიან ! …..ტორესი მშვენიერია სკამიდან და მადლობა ფლიკს ნამდვილად არ მეგონა თუ ამას როდისმე ტორესზე ვიტყოდი
….მიუხედავად იმისა რომ ისაკი უფრო მრავალმხრივი ფეხბურთელია და ბარსას სათამაშო სტილში იდეალურად მოერგება მე მაინც დიოკერესი მირჩევნია ! რატომ ? ჩემთვის რაც არ უნდა ზე ტალანტი იყო 9 -ისთვის მთავარი მკვლელი გამტანის ინსტიქტია რაც მგონია რომ დიოკერესს აქვს (სუბიექტური ვარ! ისე ვოცნებობ თითქოს ან ერთის მოყვანის ერთი ადგილი ჰქონდეთ ან მეორის
)
როგორი იმედი მქონდა ვერ გაიტანს რეალი თქო მარა ჰა,თან ამ თევზისახიანმა მოდრიჩმა,რით ვეღარ დაბერდა და წავიდა ფეხბურთიდან.
ფლიკს დიდი გამოცდილება აქვს და ფეხბურთელების მიწაზე დაბრუნება არ უნდა გაუჭირდეს, რაც უფრო ახალგაზრდაა კაცი, მით უფრო მჩატეა, მით უფრო მარტივად იწყებს ფრენას, მარტივად იზიდავს ღრუბლები, გამოცდილება ამძიმებს და მყარად დგომის საშუალებას აძლევს.
ხოდა დააბრუნოს იამალი, ჯერ ბავშვია და ალბათ არ უსმენს თანაგუნდელებს თამაშის დროს, გუშინ ერთ მომენტში ლევანდოვსკიმ ანიშნა წინ უნდა გამიგდო უკან კი არა ბურთიო. რო არ მისდიოდა თამაში არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ნაჯახა მცველები წყვილ-წყვილად ყარაულობდნენ და ხანდახან სამიც ერთდროულად. ამიტომ ახალი ფინტები კი არ უნდა მოიგონოს ბურთი უნდა სწრაფად მოიცილოს რა თქმა უნდა ზუსტი პასის ხარჯზე. ხო ხედავდა რო ვერ გადიოდა ამ მცველების ტყეში და უფრო მარტივი გზა უნდა მოენახა. სხვათაშორის იგივე იყო რაიოსთანაც.
წაიკითხეთ და იხალისეთ!!!
===============
ტებასი: “მადრიდის რეალი მტირალა კლუბია“
÷÷÷÷÷÷÷÷÷÷
მგონი "დიდმა პერეს-ბაბუამ" ტებასს "დახმარება" შეუწყვიტა!:::DDD
ან კასადოს აღნიშვნა რა საჭირო იყო როცა თუ მართლა გინდა ვინმეს ამ თამაშის გამო დააჯვა დაჟე ფერმინზე მეტად რაფინია და ლევანაა, ეს რა პასებს და დარტყემს აკეთებდნენ ლამის მოწეულში გეგონებოდა ორივე, არც იამალს ჰქონდა კარგი პირველი ტაიმი, კარგი კი არა ამაზე ცუდი ალბათ არც ჰქონია, განუწყვეტლივ ბუზღუნა ბავშვივით გუნდელებს ეჩხუბებოდა და ხელი ქონდა ჩაქნეული..
და ამ ბობოლა ხალხში პატარა ღობედ კასადო მოძებნე დასაჯმელად?
ისევ 2იანი სტატიაში..
პედრის ნამდვილად არ უთამაშია ცუდად. ფერმინსაც კარგი პასი გაუკეთა. რამდენიმე არაზუსტი პასი კი ჰქონდა. საშუალო თამაში ჩაატარა
თუ ვერცერთი გამოვა შეშკო
ზაფხულში აუცილებლად დასათრევია ისაკი თუ არ გამოვა მაშინ გიოკერესი
არაუხო გასაყიდია ზაფხულში ტა მოდის
ბილბაოში რომაა ოსკარ სანსეტი ძაან მაგარი ბიჭია ეგეც 13 გოლი აქ უკვე ლა ლიგაში დიდი სიამოვნებით ვიყიდდი ჩენზე რო იყოს დამოკიდებული მაგრამ ვინ გინდა რო გაუშვა😁
ფაქტია გავლენას ახდენს თამაშზე ოლმო.პედრია დასასვენებელი კასადო ფრენკი ოლმო პედრიმ რო დაისვენოს თორე გადაიწვა
ოლმო ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს
ეს სანაკრებო რა ცუდად დაემთხვა რა წაიღეს ტვინი ისედაც ესე გადატვირთული კალენდარი კიდე ეს უაზრო სანაკრებო თამაშები იმენა გაწურავენ ბოლომდე ჩვენ ფეხბურთელებს
ვინც რაც გინდათ ის მითხარით მარა ჩემი ამდროინდელი გადმოსახედიდან
ფერან ტორესი>ლევანდოვსკი
გარსია>არაუხო
აი მეორეზე შეიძლება დაფიქრება თითქოს მარა რო დააკვირდეთ არაუხო არის სრული კატასტროფა რადგან ვერ ერგება ფლიკის სქემას და მოკალი თუ გინდა
ოდესმე გახსოვთ არაუხო სკამზე ყოფილიყოს და ჩვენ მაინც ისეთი დამშვიდებულები ვყოფილიყავით თითქოს დაცვაში მალდინი და ნესტა გვყავდნენ ეს რომ იყოს 2 წლის წინანდელი არაუხო კი ყველა გაგიჟდებოდა ამას სკამზე რა უნდადო თუნდაც ვერ ეგუებოდეს სქემას რადგან სახელიც დიდი ჰქონდა მაგ დროს ახლა კი სრულიად გაიფუჭა ის მისი სახელი და ფეხბურთსაც ვეღარ თამაშობს ისეთს ხოდა ჩემი აზრით ზაფხულამდე თუ ასე გაგრძელდა მაშინ არაუხო უნდა მიასუხარონ გარსია კი უნდა დარჩეს რადგან იმას კრიტიკულ მომენტებში გოლის გატანაც შეუძლია და ასევე ჩამშლელადაც დგება როგორც ყველამ იცის თან თამაშიც ძაან მაგრად დაასტაბილურა
ნაკრებმა რა უნდა მოგვიტანოს, წაასხამს მელოტი სლე კაცა იამალს პედრის გავის ოლმოს კუბარსის ბალდეს… გამოწურავს და მოგვიყრის ტრავმიანებს. სანაკრებო მეზიზღება როცა ტრავმიანი ხალხი გვყავს თან. ისე კი ნორმალური თამაში იყო, იამალმა ამჯერად კარგად ითამაშა, ბევრი იბრძოლა, ტექნიკური წუნი ისევ ქონდა მარა წინა 2 თამაშზე ბევრად კარგი იყო.
სალამი საზოგადოებას მე ახალი ვარ, დაახლოებით 15 წელია თქვენს საიტს თვალს ვადევნებ რატომღაც ახლა გადავწყვიტე დარეგისტრირება საოცარი სეზონი გვაქვს და გული მიგრძნობს კარგი დასასრულისკენ, წარმატებები თქვენ და წარმატებები მსოფლიოში საუკეთესო კლუბს! ვისკა ბარსა, ვისკა კატალონია, სემპრე!
ისე სილესენი იყოს ეხლა 27 წლის მაინც:დ:დ დიდი სიამოვნებით დავაბრუნებდი ბარსელონაში ძაან მაგარი მეკარეა არანაკლები შესნიზე როცა შესნი მაგარ ფორმაში იყო.. 8 სეივი ჰქონდა კატალონიაში და ყველა რთული ბურთი აიღო გვახსოვს ალბაათ რა დაგვაგლიჯა ნერვები მაშინ არაფრით გაუშვა გოლი
მგონი გადატვირთული პერიოდის შემდეგ დასვენება კარგად იმოქმედებს ფეხბურთელებზე თუ ნაკრებში ტრავმებს გადაურჩნენ.