ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა 1/8-ფინალისტისა და “ბარსელონას” ორი სავარაუდო მეტოქის ვინაობა ცნობილია.
“ბარსა” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “პარი სენ-ჟერმენს” ან “ბენფიკას” დაუპირისპირდება. წილისყრა ხვალ გაიმართება.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა ფლეი ოფის ეტაპი იოლად გადალახა. პარიზულმა გუნდმა “ბრესტი” პირველ მატჩში 3-0 გაანადგურა, განმეორებით შეხვედრაში კი – 7-0.
“ბენფიკამ” მერვედფინალის საგზური ყველაზე დრამატულ ვითარებაში მოიპოვა. “არწივებმა” პირველ შეხვედრაში “მონაკო” 1-0 დაამარცხეს, განმეორებითი თამაში, რომელიც 3-3 დასრულდა, ძალიან სანახაობრივი გამოდგა.
“ბლაუგრანა” 1/8-ფინალის პირველ მატჩს 4 ან 5 მარტს სტუმრად გამართავს, განმეორებითს კი 11 ან 12 მარტს – სახლში.
საუკეთესო ბადე დაგვიჯდა.
რეალს ბარსა ან ლივერპული თუ გამოაგდებს თუარა.სხვა მისი გამჩერებელი არავინაა ლიგაზე
ვინმეს ეხლა გჯერათ რომ ბენფიკა შეგვხვდება ?!
პსჟ იქნება ალბათ