The Athletic – პედრი რისკის ზღვარზე

The Athletic – პედრი რისკის ზღვარზე

       The Athletic-მა პედრის სტატია მიუძღვნა. მის ტრავმასა და დაბრუნებას. წინ მნიშვნელოვანი მატჩებია, გარდამტეხი მთელი სეზონისთვის, ამიტომ, პედრის მონაწილეობა მთავარი ფაქტორი იქნება. ვნახოთ აბა რას წერს The Athletic-ი. 

„ბარსელონა“ ჰანსი ფლიკის მოსვლის შემდეგ ყველაზე რთულ პერიოდს გადის. საბედნიეროდ, მათი საუკეთესო ფეხბურთელი დაბრუნებასთან ახლოს არის. მოსალოდნელია, რომ პედრი „ლევანტეს“ წინააღმდეგ ითამაშებს. 21 იანვრის შემდეგ არ უთამაშია, როცა ჩემპიონთა ლიგაზე “სლავიასთან” მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო. 

მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. ლა ლიგაში ბარსას “რეალ მადრიდმა” გადაასწრო, ხოლო ესპანეთის თასზე “ატლეტიკოსთან” განადგურდნენ და მხოლოდ სასწაული თუ გაიყვანთ ფინალში. ამ მარცხების შემდეგ ჰანსი ფლიკს დიდი კრიტიკა დაატყდა თავს, მის არჩეულ სტრატეგიასა და ტაქტიკას. თითქოს უკვე ყველა მზად არის, რომ ბარსას ცენტრამდე ამოწეული დაცვის ბარიერი დაძლიოს, მაგრამ ფლიკი ჯიუტად არაფერს ცვლის. 

საპასუხოდ, „ჟირონასთან“ მატჩის შემდეგ ფლიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა ნახევარდაცვაშია.

გარდამავალ ეპიზოდებში ძალიან ცუდად ვიცავდით თავს, ზედმეტად გახსნილები ვიყავით,“ – განაცხადა 60 წლის გერმანელმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, – „ჩვენი ნახევარდაცვა სწორ პოზიციაზე არ იდგა და დაცვის ხაზს ამის გამო ძალიან გაუჭირდა.“

ამიტომაც პედრის დაბრუნება მაქსიმალურად დროულია. ის და რაფინია მიიჩნევიან იმ ორ უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად, რომლებიც ფლიკის სარისკო სისტემის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენ – განსაკუთრებით მოწინააღმდეგის ნახევარზე აგრესიული პრესინგისა და მაღალი დაცვის ხაზის პირობებში. პედრის ყველაზე ღირებული თვისება მის უნარებშია – ზეწოლის ქვეშ მშვიდად თამაში. მას პრაქტიკულად ნებისმიერი სახის პრესინგის დაძლევა შეუძლია, რაც „ბარსელონას“ მცველებს დამატებითი სამუშაოსგან ათავისუფლებს.  კლუბში ასევე აფასებენ მის შრომას ბურთის დაბრუნებისას, ტაქტიკურ ხედვასა და პოზიციურ ინტუიციას.

ჩვენი თამაშის დიდი ნაწილი ეფუძნება ბურთის კონტროლს და მის იმ ზონებში გადატანას, საიდანაც შეტევა გვინდა, მაგრამ ამავე დროს მყისიერ თავდაცვას, თუ ბურთს დავკარგავთ,“ – ამბობს კლუბის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ანონიმურობას ინარჩუნებს, რადგან კომენტარის გაკეთება არ შეუძლია, – „სწორედ აქ არის პედრის გავლენა წარმოუდგენელი. მას შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქვს და დიდ მანძილს ფარავს, როგორც ბურთით, ისე მის გარეშე.“

კლუბში ყველამ იცის, რომ მისი დაბრუნება არ უნდა დაჩქარდეს. პედრის ტრავმების ისტორია მიანიშნებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. გავიხსენოთ მისი სადებიუტო სეზონი, 2020-21 წლების სეზონში პედრიმ კლუბსა და ეროვნულ გუნდში ჯამში 73 მატჩი ჩაატარა. ეს იყო მისი პირველი სეზონი „ბარსელონაში“, რომელიც ევროპის ჩემპიონატით და შემდეგ ოლიმპიური თამაშებით დასრულდა. სწორედ ამიტომ, შემდეგი სამი სეზონის განმავლობაში მუდმივად აწუხებდა კუნთის ტრავმა. რის გამოც 84 მატჩი გამოტოვა.  

ამ ჩავარდნებმა ფეხბურთელზე ფსიქოლოგიური ზეწოლაც მოახდინა და კლუბში დაიწყეს ინდივიდუალური პროგრამის შემუშავება. როგორც ჩანს იმუშავა. გასულ სეზონში პედრი ჯანმრთელი იყო. მოსამზადებელ ეტაპზე ინდივიდუალური პროგრამა დაიგეგმა და მშვენიერი სეზონიც ჩაატარა. 59 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ექვსი გოლი და შეასრულა რვა საგოლე გადაცემა. თუმცა, პედრის სარგებელი სტატისტიკით არ იზომება. ის გუნდის ტვინია, რომლის გარშემოც ეწყობა თამაში. მოიგო სამი ტიტული, და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდეც მივიდა, რაც სეზონის წინ პროგრამა მაქსიმუმი იყო. ტრავმის გამო კი მხოლოდ სამი მატჩი გამოტოვა. 

ამ სეზონშიც შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ კუნთის ტრავმის გამო უკვე ორი პაუზა ჰქონდა. ფლიკი როგორც წესი ძალიან ფრთხილია, როცა ფეხბურთელის დაბრუნებას ეხება საქმე. რაფინია “ჟირონასთან” საუკეთესო იყო, მაგრამ მალევე შეცვალა, რადგან ასეთი იყო ექიმების რეკომენდაცია. პედრის ასე ნელ-ნელა უნდა შევიდეს ფორმაში. არ აქვს მნიშვნელობა მატჩის მნიშვნელობას, ფლიკი პედრის ჯანმრთელობით არ გარისკავს. 

ხუთშაბათის ვარჯიშის დიდი ნაწილის გუნდთან ერთად ჩატარების შემდეგ, „ბარსელონა“ ელოდება, რომ პედრი კვირას განაცხადში იქნება. თუმცა ძირითად შემადგენლობაში არ დაიწყებს და სავარაუდოდ მეორე ტაიმში მხოლოდ მოკლე დროით ითამაშებს. დატვირთვა ეტაპობრივად გაიზრდება, სრულად თამაში კი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის უნდა შეძლოს. ასეთია გათვლა. ბარსას შესაძლო მეტოქეები არიან – “მონაკო”, პსჟ, “ნიუკასლი” და “ყარაბაღი”. თავად განსაჯეთ ვისთან ჯობია თამაში. პირველ მატჩს ბარსა ნებისმიერ შემთხვევაში გასვლაზე ჩაატარებს, 10 ან 11 მარტს. თუმცა, ქომაგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პედრი 3 მარტს “ატლეტიკოსთან” უკვე ძირითადში უნდა იყოს. 

კვირას ძირითადში მარკ ბერნალს ელიან. ვერა და ვერ შევიდა სასურველ ფორმაში. თითქოს დრო არ ყოფნის. სექტემბერში დაბრუნდა ჯვარედინი იოგების ტრავმის შემდეგ. ყველაზე მეტი მიმდინარე სეზონში 66 წუთი ითამაშა. აღმოჩნდა, რომ ესეც ექიმების რეკომენდაცია ყოფილა. ბერნალს თამაში სჭირდება, მაგრამ ფიზიკურად ბოლომდე მზად არ არის. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის მდგომარეობასაც ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი, გავია. აგვისტოში მენისკის დაზიანების შემდეგ 21 წლის ნახევარმცველი ამ კვირაში ვარჯიშს დაუბრუნდა. მის შემთხვევას კიდევ უფრო დიდი სიფრთხილით მიუდგებიან, რადგან 2023 წლის ნოემბერში მან ასევე გადაიტანა იოგების ტრავმა. 

ერიკ გარსია, რომელიც ფლიკის ყველაზე ხშირად გამოყენებული ფეხბურთელია ამ სეზონში (ყველა ტურნირზე 2,938 წუთი) 73-ე წუთზე კუნთის დაჭიმულობის გამო გაიყვანეს მოედნიდან. სამშაბათის გამოკვლევებმა სერიოზული დაზიანება არ დაადასტურა, მხოლოდ მცირე გადატვირთვა. საბედნიეროდ, 24 წლის ფეხბურთელს დასვენების დრო ექნება.

„ჟირონასთან“ მარცხის შემდეგ ფლიკმა აღნიშნა, რომ მისი ფეხბურთელები გადაღლილები ჩანდნენ, 45 დღეში 13 მატჩი ჩაატარეს. ფლიკმა გუნდი ორი დღით დაასვენა და ვარჯიში ხუთშაბათს განაახლა. ასეთია თანამედროვე ფეხბურთი, ასეთია კალენდარი. იგებს ის, ვინც უკეთ მართავს პროცესებს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (45)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    25 თებ 2026, 22:21

    პედრი სულ სხვა სიმაღლეზე დგას

  • rivaldo80
    22 თებ 2026, 15:16

    აუ ასენსიოზე იმდენი მემია ჩაჯმაა 😂😂😂ახალი რამოსიო ბიჭო და კუბარს ადარებდნენ😂😂😂

  • CHEPE
    22 თებ 2026, 14:44

    ისე გუშინ რა მსაჯი შეხვდა რეალს მაინც რა უნამოსო გამოდგა🤭🤭 სადმე 1 2 პენალი როგორ ვერ დაუდო მაგრამ აქეთ დაუდო სამაგიეროდ ჩემო ბატონო🤭🤭 მერე ბოლოსკენ 5 წუთი რომ დამატა და ცოტა გადააცილა 15 უნდა დაემატებინა და მოიგებდა აი ვალეკანოსთან რომ ქნეს ისე🤭🤭🤭

  • nika 54
    22 თებ 2026, 13:59

    ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, პირველ ტაიმში თუ დაიბევებენ მოგებას, რო პედრი აღარ დაგვჭირდეს და ცოტა კიდევ დაისვენოს.

  • SHOTEX_ERADZE1992
    22 თებ 2026, 12:58

    გილოცავთ რეალის წაგებად ოსასუნასთან