workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი ხეტაფესთან მატჩის წინ

ჰანსი ფლიკი ხეტაფესთან მატჩის წინ

ხვალ თბილისის დროით 23:55 საათზე “ბარსელონა” ლა ლიგის მეოცე ტურში სტუმრად “ხეტაფეს” დაუპირისპირდება.

ჰანსი ფლიკმა აღნიშნული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

გუნდში განვიხილეთ, თუ რამდენად რთულია “ხეტაფეს” წინააღმდეგ გოლის გატანა, თუმცა მჯერა, რომ ჩვენი გეგმა იმუშავებს.

არაუხოსთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ვიმედოვნებ, ის კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

ტრანსფერები იანვარში? ეს დეკუს საქმეა.

ხვალ გადავწყვეტთ, კარში პენია იდგება თუ შენსი.

პედრის დასვენება? თქვენ ეტყვით, რომ დაისვენოს? რადგან მე ეს არ შემიძლია (იცინის)… ბოლო სეზონებში მან ბევრი ითამაშა. მისი მოედანზე ყოლა შესანიშნავია, პედრი არაჩვეულებრივია. 

ანსუს წასვლა არ მოუთხოვია და არ მიფიქრია, რა მოხდება, გაშვება რომ მოეთხოვა. მან რაც არ უნდა მითხრას, გულწრფელად ვუპასუხებ. თუ ფატის დარჩენა სურს, კარგია. ანსუ “ლა მასიას” აღზრდილია და მას განვითარებაში დავეხმარები. 

იამალი დიდ მატჩებში საოცრად თამაშობს. მან საკუთარი შესაძლებლობები უკვე აჩვენა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (21)

  • nika 54
    schedule 19 იან 2025, 17:01

    ციტატა: Vamsdreini.1
    პირველ ტაიმში უნდა გაუტანონ გოლი თორე მერე ფეხების მოტეხვა დაიწყება. დაკონამი მოსიარულე ცელი არის.


    არც ამან გვიშველა, საქმე უფრო რთულადაა. ცხვარია დასაკლავი კოლიზეუმ ალფონსო პერესზე, ზუსტად მოედნის ცენტრში.