ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ბრესტი 3-0 დაამარცხა.
მე-10 წუთზე, რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტით ანგარიში გახსნა. 66-ე წუთზე დანი ოლმომ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, მატჩის მიწურულს კი ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ამ მოგებით ბარსას 12 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს. ჰანსი ფლიკის გუნდი ლიდერ ინტერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
“ბლაუგრანას” ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგი მატჩი 12 დეკემბერს, დორტმუნდის წინააღმდეგ ელის, მანამდე კი გუნდი ლა ლიგაში 3 შეხვედრას (ლას პალმასის, მალიორკასა და ბეტისის წინააღმდეგ) გამართავს.
ამ მოგებით ბარსას 12 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს. ჰანსი ფლიკის გუნდი ლიდერ ინტერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
ხო მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ინტერსაც სათამაშო აქვს, მონაკოსაც.
ლევანდოვსკი ორივე ტურნრიზე ბომბარდირია, მხეცია ეგ კაცი.
მეორეზე კი ვართ დღეს, მაგრამ ხვალ ვნახოთ რომელზე ვიქნებით.
ლიაგზე მშვენივრად გვაქ საქმე ჯერჯერობით, ლევანაც გადავიდა ბომბარდირებში პირველზე, აი ლალიგაში უნდა ამოვქოქოთ ისევ, იამალიც იქნება შემდეგი მატჩიდან უკვე და გუნდიც კარგ განწყობაზე იქნება, დომინაცია უნდა დაიბრუნონ მოედანზე ისევ და გავიმყარებთ ლიდერობასაც მარტივად. ვისკა ბარსა