workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ცრვენა ზვეზდა 2-5 ბარსელონა | ჰანსი ფლიკის გუნდის მორიგი ბრწყინვალე მატჩი

ცრვენა ზვეზდა 2-5 ბარსელონა | ჰანსი ფლიკის გუნდის მორიგი ბრწყინვალე მატჩი

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, რაიკო მიტიჩზე, ცრვენა ზვეზდა 5-2 გაანადგურა. 

მე-13 წუთზე ინიგო მარტინესმა ბარსა დააწინაურა [1-0]. ამის შემდეგ, მასპინძელთა კონგოელმა შემტევმა, სილასმა (27′) ანგარიში გაათანაბრა [1-1], მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს რობერტ ლევანდოვსკიმ (43′) “ბლაუგრანა” კვლავ წინ გაიყვანა [2-1]. 

53-ე წუთზე ლევანდოვსკიმ სხვაობა ორამდე გაზარდა [3-1]. მალევე, 2 წუთში რაფინიამ ანგარიში განადგურებელი გახადა [4-1], 76-ე წუთზე კი, ცვლილებაზე შემოსულმა ფერმინ ლოპესმაც გაიტანა [5-1]. 84-ე წუთზე, სერბთა ანგოლელმა ლეგიონერმა, ფელისიო მილსონმა 1 ბურთი გაქვითა და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა: 5-2.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში ჟიულ კუნდემ 3 ასისტი მიითვალა, საუკეთესო ფეხბურთელად კი ინიგო მარტინესი დასახელდა.

ამ მოგების შემდეგ კატალონიურ გრანდს 9 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. 

ბარსელონას მომდევნო მატჩი ლა ლიგაში, გასვლაზე, რეალ სოსიედადის წინააღმდეგ ელის (10 ნოემბერი, 23:55), შემდეგ კი სანაკრებო პაუზის დროა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 07 ნოე 2024, 14:36
    #11

    მე-6 ვართ და მონაკო გვიწრებს, დავიჯერო აღარ მოგვიწევს მაგათთან თამაში, ერთი სული მაქვს 4-5 ბურთის გემო გავასინჯინოთ.

  • Rick Sanchez
    schedule 07 ნოე 2024, 08:38
    #10

    2 გოლი გაუშვეს, არ შეიძლება!

  • Johan Cruyff 14
    schedule 07 ნოე 2024, 03:03
    #9

    წარმატებები ჩვენ ლომებს

  • me da barca
    schedule 07 ნოე 2024, 02:36
    #8

    ციტატა: OldMember
    სან სებასტიანში სამ ქულას თუნდაც მინიმალური ანგარიშით მე ხელს მოვაწერდი, საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდია და გასვლაზე სოსიედადი როგორიც არ უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით გასულ დეკადაში სულ უხერხული იყო და იმედია შევინარჩუნებთ მდევართან 6 ქულიან სხვაობას ❤️💙


    სოსიედადმა სახლში მხოლოდ გასაცოდავებულ ვალენსიას მოუგო და ატლეს ეთამაშა 0-0

  • araujo4
    schedule 07 ნოე 2024, 02:33
    #7

    კუბარსის ფოტო დაიდო. 10 ნაკერი ადევს ☹️

  • mascherano-larsson
    schedule 07 ნოე 2024, 02:31
    #6

    Hansi Flick, ფლიკი მეც მინდოდა, მარა ამას რაც ახლა ხდება სიზმარიშ ვერ წარმოვიდგენდი. სცენარი დაწერე და ეგრე მოხდებაო რო ეთქვათ , ვერ დავწერდი ასე კარგად. პროგრესიც არაა საჭირო, ეს დონე შევინარჩუნოთ და ეპოქალური გუნდი გახდება. მე ვფიქრობ ვარსკვლავების მოყვანა არაა საჭირო და ისევ თუ დაც უსახელო ადგილიბრივები უნდა ათამაშონ სულ, თავისი მუღამი აქვს მაგასაც

  • Hansi Flick
    schedule 07 ნოე 2024, 02:27
    #5

    ფლიკი ბაირნის შემდეგ მინდოდა და არ დაიჯერებს არავინ მაგრამ ვიცოდი რომ ასე მოხოდავდა გუნდს. ბარსას დიდი ხანია გერმანელი სჭირდებოდა და ფლიკი ხომ #1 მათში ჰაინკესთან ერთად.

  • araujo4
    schedule 07 ნოე 2024, 02:27
    #4

    ციტატა: OldMember
    სან სებასტიანში სამ ქულას თუნდაც მინიმალური ანგარიშით მე ხელს მოვაწერდი, საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდია და გასვლაზე სოსიედადი როგორიც არ უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით გასულ დეკადაში სულ უხერხული იყო და იმედია შევინარჩუნებთ მდევართან 6 ქულიან სხვაობას ❤️💙


    სხვათაშორის წელს სახლში ძაან ცუდას თამაშობენ. ყველა უგებს და იმედია ჩვენც მოვუგებთ.
    ეხლა ვნახე ლენგლეს დაუწყია ძირითადში და იქნებ მოეწონოს სიმეონეს და ბოლო ბოლო გავტენოთ ეგ თარსი

  • OldMember
    schedule 07 ნოე 2024, 02:24
    #3

    სან სებასტიანში სამ ქულას თუნდაც მინიმალური ანგარიშით მე ხელს მოვაწერდი, საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდია და გასვლაზე სოსიედადი როგორიც არ უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით გასულ დეკადაში სულ უხერხული იყო და იმედია შევინარჩუნებთ მდევართან 6 ქულიან სხვაობას ❤️💙

  • mascherano-larsson
    schedule 07 ნოე 2024, 02:20
    #2

    ძალები დავზოგეთ თორე 8-9 გავიტანდოთ უპრობლემოდ. მართლა არ მჯერა ეხლა რაც ხდება. ამის ნახევარი გუნდი რო
    ყოფილიყო მაგაზეც მივაწერდი ხელს წინა სეზონის მერე

  • Griezzy7
    schedule 07 ნოე 2024, 02:20
    #1

    ჟერარ მარტინი საშინელებააა. რამდენჯერაც ითამაშა ცუდი იყო. აღარ გააკაროს ძირითადს. ვინმე სხვა ამოწიონ ლა მასიიდან და იმას მიეცეს შანსი მაგ პოზიციაზე, როცა ბალდეს დასვენება იქნება საჭირო.

    ინიგო, კუნდე და იამალი იყვნენ ძალიან კარგები დღეს 💜 ამხელა ანგარიშით მოგებას არ ველოდი ამ საზიზღარ სტადიონზე