ბარსელონა 3-1 ესპანიოლი | კატალონიური დერბი ბარსას გამარჯვებით დასრულდა

ბარსელონა 3-1 ესპანიოლი | კატალონიური დერბი ბარსას გამარჯვებით დასრულდა

ბარსელონამ ლა ლიგის მე-12 ტურში ესპანიოლს უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა.

ბარსას მხრიდან დანი ოლმომ (2) და რაფინიამ გაიტანეს, სტუმართა ერთადერთი გოლი კი ხავი პუადომ შეაგდო. 

ჰანსი ფლიკის შეგირდებმა ლა ლიგაში 33 ქულა მოაგროვეს და პირველ ადგილზე არიან. აღსანიშნავია, რომ ბარსელონას ამჟამად იმაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (40), ვიდრე რეალ მადრიდსა და ატლეტიკოს ერთად (39).

“ბლაუგრანა” ლა ლიგის მომდევნო ტურში რეალ სოსიედადს დაუპირისპირდება (10 ნოემბერს), მანამდე კი ჩემპიონთა ლიგაზე ცრვენა ზვეზდას შეხვდება (6 ნოემბერს).

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • nika 54
    04 ნოე 2024, 14:36

    ციტატა: jacky iakovenko
    მეორე ტაიმის გამო იმედია ცეცხლს შეუნთებს ფლიკი


    აბაა, გაამწარეს კაცი ლამის მინდორზე შეუვარდა ერთ ძალიან ცუდად გაკეთებულ პასზე რომელს არ მახსოვს.

  • mari
    04 ნოე 2024, 11:54

    ციტატა: me da barca
    ბარსა ბ -ს ცხრილს გადავხედე და საპატიო მე-15 ადგილზე ვყოფილვართ. შემდეგი თამაში დიდებივით ამათაც სოსიედადთან აქვთ.


    რა გასაკვირია, ვინც კარგია ეგრევე პირველ გუნდში აწინაურებენ და იქ ვინღა რჩება?
    არ არის პრობლემა, მათი დანიშნულება ტალანტების აღმოჩენა და პირველი გუნდის შევსებაა, თუნდაც კიდევ უფრო ქვედა დივიზიონში დაქვეითდნენ, მაინც ტალანტების სამჭედლო იქნება, ეს ბევშვები ყველა გუნდში რომ რჩებოდნენ, ალბათ პრიმერაში ამოიწევდნენ, მაგრამ როგორც მე ვიცი ამის უფლება არა აქვთ ((ეს სიმართლეა თუ არა არ ვიცი) და სხვა რაღა ქნან, გვიზრდიან ტალანტებს!!!

  • me da barca
    03 ნოე 2024, 23:23

    ბარსა ბ -ს ცხრილს გადავხედე და საპატიო მე-15 ადგილზე ვყოფილვართ. შემდეგი თამაში დიდებივით ამათაც სოსიედადთან აქვთ.

  • Rick Sanchez
    03 ნოე 2024, 22:20

    ძალების დაზოგვით მოიგეს რაც კარგია

  • Johan Cruyff 14
    03 ნოე 2024, 21:51

    ბ არსა მაგარია 🫶 გჯეროდეთ

  • jacky iakovenko
    03 ნოე 2024, 21:45

    მეორე ტაიმის გამო იმედია ცეცხლს შეუნთებს ფლიკი