ბარსელონა-ესპანიოლი – მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ესპანიოლი – მატჩისწინა მიმოხილვა

ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში “სპოტიფაი კამპ ნოუ” მორიგ პრინციპულ კატალონიურ დერბის უმასპინძლებს – “ბარსელონა”-“ესპანიოლის” წინააღმდეგ.

დღეს მოგების შემთხვევაში “ბარსელონა” უახლოეს მდევარ “რეალ მადრიდს” უკვე 9 ქულით ჩამოიტოვებს და ზედიზედ მეორე ჩემპიონობისკენ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობა და ფორმა

“ბარსელონას” ფორმა ჩემპიონატში შთამბეჭდავია. გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობს და 30 ტურის შემდეგ უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებს. ბოლო 6 თამაშიდან კატალონიელებმა ყველა მოიგეს, თუმცა ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში მადრიდის “ატლეტიკოსთან” 0-2 დამარცხდნენ. მიუხედავად ამისა, შიდა ჩემპიონატში მათი დომინაცია გრძელდება. შეტევაში გუნდი ძალიან ეფექტურად მოქმედებს.

მეორე მხრივ, “ესპანიოლს” ძალიან რთული პერიოდი უდგას. გუნდი ბოლო 13 ტურის განმავლობაში მოგების გარეშეა დარჩენილი (5 ფრე, 8 წაგება), რაც 2009 წლის შემდეგ მათ ყველაზე ცუდ სერიას წარმოადგენს. გასულ კვირას მათ “რეალ ბეტისთან” უგოლო ფრე ითამაშეს.

დანაკლისი

“ბარსელონას” რიგებში ტრავმების გამო რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე დააკლდება. დანამდვილებით ცნობილია, რომ ანდრეას კრისტენსენი, რაფინია და მარკ ბერნალი მოედანზე ვერ გამოვლენ. ასევე, ფრენკი დე იონგის თამაშიც საეჭვოა.

რაც შეეხება “ესპანიოლს”, მათ რიგებში დისკვალიფიკაციის გამო კლემენს რიდელი არ იქნება. ასევე, მძიმე ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე ხავი პუადოა გამოთიშული, რაც სტუმარი გუნდისთვის ძალიან სერიოზულ დანაკლისს წარმოადგენს.

მწვრთნელების კომენტარები

მატჩის წინ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა, მომავალ შეხვედრასა და ჩემპიონთა ლიგის პრიორიტეტებზე ისაუბრა:

“რა თქმა უნდა, ლა ლიგა არის ის, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ, მაგრამ თითოეული მწვრთნელის, მოთამაშისა და გულშემატკივრის ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და სწორედ ამიტომ ვართ აქ.”

მან გუნდის განწყობაზეც აღნიშნა:

“თქვენ ხედავთ, რომ გუნდი ოდნავ უფრო მოტივირებულია ჩემპიონთა ლიგაზე და ეს არის ტურნირი, რომლის მოგებაც ჩვენ გვსურს.”

ფლიკმა მომავალი მეტოქის მიმართ პატივისცემაც გამოხატა:

“მანოლოს მინდა მივულოცო, ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს. ეს არის გუნდი, რომელიც კარგად აპრესინგებს და შეტევაში კარგად გადადის. დერბიში ჩვენ უმაღლეს დონეზე თამაში, სიმშვიდის შენარჩუნება და საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება მოგვიწევს. გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი ხარისხი გაგვაჩნია.”


ურთიერთშეხვედრების ისტორია

ისტორიულად ამ დაპირისპირებაში “ბარსელონას” სრული უპირატესობა აქვს. ლა ლიგის ეგიდით გუნდები ერთმანეთს 179-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 105 მატჩი “ბარსელონამ” მოიგო, 34-ჯერ გამარჯვება “ესპანიოლს” დარჩა, ხოლო 40 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის პირველ წრეში, 3 იანვარს გამართულ მატჩში, “ბარსელონამ” გასვლაზე დანი ოლმოსა და რობერტ ლევანდოვსკის მიერ მატჩის მიწურულს გატანილი გოლებით 2-0 გაიმარჯვა.

მსაჯი

ხვალ გასამართ მატჩს ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი განსჯის. იგი მკაცრი სტილით გამოირჩევა და თამაშის კონტროლს ხშირად ბარათებით ცდილობს. კარიერის განმავლობაში ჩატარებულ 322 მატჩში მას საშუალოდ 5.46 ყვითელი ბარათი აქვს ნაჩვენები, რაც საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. ასევე, მან კარიერაში 129 პენალტი დანიშნა.

საინტერესო სტატისტიკა

  • “ბარსელონამ” ლა ლიგის მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე ჩატარებული 15-ივე მატჩი მოიგო;

  • უფრო მეტიც, ამ 15 საშინაო გამარჯვებიდან 10 მატჩი “ბარსელონამ” 2 ან მეტი ბურთის სხვაობით დაასრულა;

  • ლა ლიგის ფარგლებში “ბარსელონას” “ესპანიოლთან” 29-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (22 მოგება, 7 ფრე), რაც ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ნებისმიერ დერბიში დაფიქსირებულ ყველაზე გრძელ წაუგებელ სერიას წარმოადგენს;

  • დერბის ისტორიაში “ბარსელონას” სულ 347 გოლი აქვს გატანილი, ხოლო “ესპანიოლს” – 184.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (12)

  • პენდრაგონი
    13 აპრ 2026, 16:13

    ამათთან გასვლაზეა თამაში რთული

  • არისტაფანი
    11 აპრ 2026, 18:59

    თუ მოვიგებთ გაასწორებს. საერთოდ დავმშვიდდები. გარსიაც უნდა დაასვენოს აუცილებლად. ნუ პედრი, ფერმინი, იამალი, მარტინი, კუნდე, კანსელო,ოლმო, ლევანა და ერიკ გარსიან 100 % სკამზე.დანარჩენებს ჰა ბურთი და ჰა მოედანი. დაამტკიცოს რაშფორდმა რომ 30 კი არა 10 ლიმონი მაიმც ღირს. არაუხო, კუბარსი, ბალდე,ბარჯი და ვითომ ფეხბურთელი ტორესი ძირითადში. დეიონგს ტონუსისთვის ბოლო ოცი წუთი. დანარჩენები გამოცადოს ბავშვები ბ გუნდიდან, თუ ბარჯიმ დახატა და მაგრად ითამაშა აუცილებლად ატლეტიკოსთანაც უნდა მიცეს შანსი ცოტა ხნით. არ ვიცი რისი ბრალია მაგრამ დღეს უკვე ვფიქრობ, რომ თუ დაცვაში ისე ითამაშეს როგორც თასის განმეორებით შეხვედრაში ანუ უშეცდომოთ. დარწმუნებული ვარ რომ გავცდებით ვირთხების გუნდს. მთავარია პირველ ტაიმში დავწინაურდეთ და მწვრთნელიან მასაჟისტიანად ჩაიჯვავენ მეორადი მადრიდელები. ეჰ რაფინია რომ იყოს საერთოდ დარწმუნებული ვიქნებოდი გასვლაში. ლამინმა უნდა ითამაშოს ისე როგორც ინტერთან შარშან და ატლეტიკომ თუ 8-9 კაცით არ დაამთავროს თამაში აგერ ნახავთ😆 რაღაც სამართლიანობა ხომ არსებობს პლანეტაზე? როგორ შეიძლება შარშანდელი ინტერის თამაშის მერე, წლევანდელი ატლეტიკოსთან მსაჯობის და არ გამართლების მერე სამმშაბათსაც გაგვწიროს განგებამ. იქნებ მოვიდა დრო გაუმართლოს იმ
    ლამის ერთადერთ კლუბს მსოფლიოში ვისი თამაშის ყურებაც კაიფს ანიჭებს ყველას ვისაც ფეხბურთი უყვარს❤️ რა შუააშია მაგრამ თუ უმაღლესი კლასის ფორვარდი და ისეთივე მცველი არ მოიყვანეს ზაფხულში და ამასთან ერთად ძირითადის ის 6-7 კაცი არ შეინარჩუნეს ვიზეც კლუბი დგას. მაგ შემთხვევაში მე მაპატიეთ მაგრამ ჩემს 23 წლიან გულშემატკივრობას დავამთავრებ. სხვაზე კლუბზე არ გადავერთები უბრალოდ როგორც ბევრი ჩემს გარშემო მეც კონკრეტული ფეხბურთელების ბალეშიკი გავხდები და იამალის პერსო ფანი გავხდები, გავყვები ყველგან სადაც წავა და დარწმუნებულიც ვარ რომ ის ტრანსფერები თუ არ დაიდო რაც ზემოთ ვთქვი მე და იამალი ერთად გადავალთ პსჟ ს ბანაკში 2028 წელს🥹. ეს კოშმარი თუ მართლა მოხდება რაც ლაპორტა ვირთხის ხელში ძალიან რეალური ჩანს, არ მგონია ეს ბავშვი მტყუანი იყოს. უბრალოდ თქვენი თავი წარმოიდგინეთ, ბიჭი მესის მერე რომ არავინ ყოფილა ისეთია, ოთხ კაცში ძვრები ტერფის გარე ნაწილით სამ კაცს ჭრი მეტოქისას პასს აძლევ შენს თანაგუნდელს და ამ დროს ის თანაგუნდელი ან რაშფორდია, ან 40 წლის კაცი და ან მთლად უარესი აბსოლუტური რეგვენი ძალით ფეხბურთელი ტორესი. აი კაცურად რამდენნხანს გააგრძელებდით ამ წვალებას თქვენ???

    ციტატა: Barca for life

    ციტატა: Barca
    ასეთ უმნიშვნელო თამაშებში რომ ენერგიას ვხარჰავთ იმიტოა მერე ჩემპიონთა ლიგაზე 60 წუთის მერე რო ვეღარ დარბიან


    ასეთ თამაშებში რომ ენერგიას ვხარჯავთ სწორედ მაგიტომაცაა რომ ლალიგას ვიგებთ, თორე რეალი კარგად ვხედავთ თავისი ამპარტავანი ფეხბურთელებით რასაც აღწევს.
    ჩემპიონთა ლიგას კი, ენერგიაც რომ გვქონდეს, მაინც ვერ მოვიგებთ რადგან დაცვა არ გვყავს და სტრაიკერად ბებერი ლევანასა და ტორესის იმედად ვართ.
    აი წინა წელს კიდე ყველაზე კარგი შანსი გვქონდა რადგან დაცვაც ფორმაში იყო, ლევანაც და ტორესმაც დიდი როლი ითამაშა ბევრ მნიშვნელოვან თამაშში, მაგრამ წელს ესენი ყველანი და*ლევდნენ და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ენერგიით გამოვლენ ჩლზე თუ უენერგიოდ, ყველაფერი ისედაც ცხადია.. ბარსას დნმში არ დევს რომ ჩლ რეალის მსგავსად წურვითა და რემონტადებით მოიგოს. ბარსა მხოლოდ მაშინ იგებს როცა მსოფლიოს უპირობოდ საუკეთესო და სხვა დანარჩენზე 100 თავით უკეთესი გუნდია. წელს ასეა?! არა, ხოდა შევეშვათ უაზრო ილუზიებს და იმითაც დავტკბეთ რომ ლალიგა და სუპერთასი მოგვაქვს ასეთ გარდამავალ სეზონში უდაცვოდ და უსტრაიკეროდ, სწორედ იმიტომ რომ ესპანიოლის მსგავს თამაშებში დავიხარჯეთ, თორე ახლა დავრჩებოდით საერთოდ უტიტულოდ.


    ძალიან დიდ პატივს გცემ შენი კომენტარების გამო, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აზრობრივადაც და გრამატიკულადაც უფრო გამართულია, ვიდრე ამ საიტის ბევრი სტატია😃 შენი შეფასებების დიდ ნაწილშიც გეთანხმები მეგობარო, რაღაცეებში არ გეთანხმები მაგრამ ესეც ფეხბურთის და გულშემატკივრობის ნაწილია. რისი კითხვა მინდოდა. მე ლაპორტას ყველა სხვა კანდიდატი მერჩივნა პრეზიდენტად, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ორგანულად ვერ ვიტან მატყურა ხალხს და ისეთებს ვისაც გონია რომ ადამიანების მოტყუება ადვილია და ასე ცხოვრობენ. ზუსტად ასეთი თაღლითი მგონია პრეზიდენტი. მაგრამ გახდა პრეზიდენტი და ვერაფერს შევცვლით. როგორ ფიქრობ რეალურია მაღალი დონის ცხიანის და მაღალი დონის ცენტრალური მცველის მოყვანა პლუს გუნდის ბირთვის შენარჩუნება?( ყველა იმ მაღალი კლასის ფეხბურთელის რომელიც გვყავს ნუ რეალურად 7-8 კაცია შესანარჩუნებელი, მეტი არც გვყავს უმაღლესი დონის ფეხბურთელი) ანუ რეალურად ხედავ იმის შანს რომ აუცილებელი და საჭირო ტრანსფერები გაკეთდეს ამათ ხელში? იმაშიც გეთანხმები რომ გარდამავალი ეტაპია და ლიგის მოგების ამბიცია იმ კლუბს რომელმაც უფასოდ სიტყლვაზე ტა ვერ იყიდა ზაფხულში რომელიც ახლა ბაიერნის დაცვის ბურჯია და რომელსაც თავდასხმაში რაშფორდი ლევანა და ტორესი ყავს არანაირი ლოგიკით არ შეილზება ლიგის მოგების ამბიცია ქონდეს. მაგრამ სწორად გამიგე რივალდოს დროიდან ვგულშემატკივრობ ამ კლუბს, აქეთ პრტყელ ტერფა გენიოსი მიათრევდა ბარსას მარტო და იქით გალაქტიკო ყალიბდებოდა, ამ პერიოდს გავუძელი და ბედნიერ წლებსაც მოვესწარი. ახლა გზაგასაყარზე ვარ, მძულს ჩემი საყვარელი კლუბის პრეზიდენტი, მგონია რომ ხრამისკენ მიყავს კლუბი, ვგრძნობ, რომ ღმერთის და ლამასიის საჩუქარს ლამინ იამალს თუ ასე გაგრძელდა ვერ შევინარჩუნებთ, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყოს რაშფორდის და ფერან ტორესის თანაგუნდელი. იმასაც ვარაუდობ რომ არათუ იამალს ბევრ სხვასაც დავკარგავთ მათ შორის ჩემ საყვარელ მწვრთნელს რომელიც მე პირადათ ნარცის გვარდიოლასაც მირჩევნია ცუილივით რომ გაიპარა და ვითომ დაიღალა🤮 გამიგრძელდა და ცოტა ავირიე😕 უბრალოდ ხედავ გამოსავალს ამ
    მართველობის პირობებში? გონია რომ შეუძლია ვირთხა ლაპორტას და დეკოს ისეთი გუნდი შეუკრას იამალს, რომ ბიჭმა ობიექტურად შეძლოს დიდი ტიტულების მოგება, მათ შორის ოქროს ბურთის? მაინტერესებს შენი თვალით დანახული ბარსელონას პერსპექტივები სამომავლოდ. ჩემი აზრი დაახლოებით იცი მგონი. დავკარგავთ იამალს, წავა ფლიკი და ამ დონეზე ყოფნაც ძაანნგაგვიჭირდება როგორზეც ახლა ვართ🥺 რო მლიცლი დამიკომემტარე მართლა მაინტერესებს შენი თვალით დანახული ჩვენი კლუბის მომავალი?❤️

  • Barca
    11 აპრ 2026, 17:33

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: Barca

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ვიდეოები დევს დღეს ტრუსიკით ივარჯიშეს ბარსას ფეხბურთელებმა
    😂😂😂😂😂 რა გეგმა აქვს ნეკა ფლიკს? 😂


    ეგ სად ნახე? დღეს თამაში აქვთ და დღეს ხოარ ივარჯიშებენ? ალბათ გუშინდელია

    Lamine left training due to discomfort, but it’s only minor — no injury. Hansi will decide if he rests today

    🔥⚽️ | ლამინ იამალი ვერ ისვენებს…

    ❗️მიუხედავად იმისა, რომ ჰანსი ფლიკი დღეს რამდენიმე მოთამაშისთვის დასვენების მიცემას გეგმავს, ლამინს სურს, რომ სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდეს.


    ტიკტოკზე დევს. პმ ჩაგიგდებ ლინკს თუ გინდა
    გუშინდელი ყოფილა.


    Frenkie de Jong_, როგორ მოვძებნო მითხარი

  • Frenkie de Jong_
    11 აპრ 2026, 17:16

    ციტატა: Barca

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ვიდეოები დევს დღეს ტრუსიკით ივარჯიშეს ბარსას ფეხბურთელებმა
    😂😂😂😂😂 რა გეგმა აქვს ნეკა ფლიკს? 😂


    ეგ სად ნახე? დღეს თამაში აქვთ და დღეს ხოარ ივარჯიშებენ? ალბათ გუშინდელია

    Lamine left training due to discomfort, but it’s only minor — no injury. Hansi will decide if he rests today

    🔥⚽️ | ლამინ იამალი ვერ ისვენებს…

    ❗️მიუხედავად იმისა, რომ ჰანსი ფლიკი დღეს რამდენიმე მოთამაშისთვის დასვენების მიცემას გეგმავს, ლამინს სურს, რომ სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდეს.


    ტიკტოკზე დევს. პმ ჩაგიგდებ ლინკს თუ გინდა
    გუშინდელი ყოფილა.

  • Barca
    11 აპრ 2026, 15:44

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ვიდეოები დევს დღეს ტრუსიკით ივარჯიშეს ბარსას ფეხბურთელებმა
    😂😂😂😂😂 რა გეგმა აქვს ნეკა ფლიკს? 😂


    ეგ სად ნახე? დღეს თამაში აქვთ და დღეს ხოარ ივარჯიშებენ? ალბათ გუშინდელია

    Lamine left training due to discomfort, but it’s only minor — no injury. Hansi will decide if he rests today

    🔥⚽️ | ლამინ იამალი ვერ ისვენებს…

    ❗️მიუხედავად იმისა, რომ ჰანსი ფლიკი დღეს რამდენიმე მოთამაშისთვის დასვენების მიცემას გეგმავს, ლამინს სურს, რომ სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდეს.

  • Frenkie de Jong_
    11 აპრ 2026, 14:59

    ვიდეოები დევს დღეს ტრუსიკით ივარჯიშეს ბარსას ფეხბურთელებმა
    😂😂😂😂😂 რა გეგმა აქვს ნეკა ფლიკს? 😂

  • Barca for life
    11 აპრ 2026, 12:28

    ციტატა: Barca
    ასეთ უმნიშვნელო თამაშებში რომ ენერგიას ვხარჰავთ იმიტოა მერე ჩემპიონთა ლიგაზე 60 წუთის მერე რო ვეღარ დარბიან


    ასეთ თამაშებში რომ ენერგიას ვხარჯავთ სწორედ მაგიტომაცაა რომ ლალიგას ვიგებთ, თორე რეალი კარგად ვხედავთ თავისი ამპარტავანი ფეხბურთელებით რასაც აღწევს.
    ჩემპიონთა ლიგას კი, ენერგიაც რომ გვქონდეს, მაინც ვერ მოვიგებთ რადგან დაცვა არ გვყავს და სტრაიკერად ბებერი ლევანასა და ტორესის იმედად ვართ.
    აი წინა წელს კიდე ყველაზე კარგი შანსი გვქონდა რადგან დაცვაც ფორმაში იყო, ლევანაც და ტორესმაც დიდი როლი ითამაშა ბევრ მნიშვნელოვან თამაშში, მაგრამ წელს ესენი ყველანი და*ლევდნენ და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ენერგიით გამოვლენ ჩლზე თუ უენერგიოდ, ყველაფერი ისედაც ცხადია.. ბარსას დნმში არ დევს რომ ჩლ რეალის მსგავსად წურვითა და რემონტადებით მოიგოს. ბარსა მხოლოდ მაშინ იგებს როცა მსოფლიოს უპირობოდ საუკეთესო და სხვა დანარჩენზე 100 თავით უკეთესი გუნდია. წელს ასეა?! არა, ხოდა შევეშვათ უაზრო ილუზიებს და იმითაც დავტკბეთ რომ ლალიგა და სუპერთასი მოგვაქვს ასეთ გარდამავალ სეზონში უდაცვოდ და უსტრაიკეროდ, სწორედ იმიტომ რომ ესპანიოლის მსგავს თამაშებში დავიხარჯეთ, თორე ახლა დავრჩებოდით საერთოდ უტიტულოდ.

  • Rick Sanchez
    11 აპრ 2026, 11:04

    იამალი და პედრი აუცილებლად უნდა დაასვენოს ფლიკმა.

  • Barca
    11 აპრ 2026, 11:01

    ასეთ უმნიშვნელო თამაშებში რომ ენერგიას ვხარჰავთ იმიტოა მერე ჩემპიონთა ლიგაზე 60 წუთის მერე რო ვეღარ დარბიან

  • nika 54
    11 აპრ 2026, 10:54

    ძირითადი გამოიყვანოს, თუ პირველ ტაიმში მოვუმთავრებთ მერე შეცვალოს ყველა ძირითადის ხალხი. მოგება აუცილებელია, რეალი რო ჩამოვა კარგი იქნება თუ უშანსოდ იქნებიან ქამბექის ამბავში, პირველი წრის წაგების რევანში აუცილებელად ასაღებია.

  • dshvelidze
    11 აპრ 2026, 10:52

    გავხიით ამათი დედაც რა

  • Barca
    11 აპრ 2026, 09:39

    ატლეტიკოსთან თამაშამდე ბერნალი ვერ ასწრებს დაბრუნებასო