ლამინ იამალი ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული სუპერვარსკვლავი და “ბარსელონას” მთავარი თილისმაა, რომელმაც 16 წლის ასაკში “ბარსას” და ესპანეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა თავი.
ახალგაზრდა ფეხბურთელის ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სხვა გუნდებს, რომლებსაც “ბარსას” ფინანსური კრიზისით სარგებლობა და იამალის ხელში ჩაგდება სურდათ. ზაფხულში “პარი სენ-ჟერმენი” მის სანაცვლოდ €250 მილიონს იხდიდა, რაზეც ცხადია კატალონიელებისგან უარი მიიღო, თუმცა პსჟ-ს იამალის შეძენა უფრო ადრეც სურდა, როცა ეს უფრო მეტად რეალური იყო.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 2023 წლის ზაფხულში “პარი სენ-ჟერმენმა” 15 წლის იამალს ასტრონომიული კონტრაქტი შესთავაზა. “ბარსელონა” კი შიშობდა, რომ ფეხბურთელს უფასოდ დაკარგავდა, ვინაიდან ლამინს 16 წლამდე პროფესიონალური კონტრაქტი გაფორმებული არ ჰქონდა. იამალის დარწმუნებაში გადამწყვეტი როლი “ბარსას” მაშინდელმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ითამაშა.
წყაროს ცნობით, ჩავიმ თინეიჯერ ფეხბურთელს უთხრა, რომ თუ მისი ოცნება “ბლაუგრანაში” თამაში იყო, პირველ გუნდში დებიუტის შესაძლებლობას პირველივე შანსის გაჩენის შემთხვევაში მისცემდა, სანაცვლოდ კი კლუბთან კონტრაქტი უნდა გაეხანგრძლივებინა. საბოლოოდ, თავისი სიტყვა ორივემ შეასრულა. 2023 წლის 29 აპრილს 15 წლისა და 9 თვის იამალმა “კამპ ნოუზე” “ბეტისის” წინააღმდეგ პირველ გუნდში სადებიუტო თამაში ჩაატარა, 2 ოქტომბერს კი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.
ამჟამად იამალს “ბარსასთან” კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა €1 მილიარდია. როდესაც ფეხბურთელი სრულწლოვანი გახდება, კლუბი მას ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებს.




ძალიან ბევრი უნდა ისწავლოს ნამდვილად, პირველ რიგში საკუთარი თავის კონტროლი. ბევრ ფეხბურთელზე მეტი ბარათები დაუგროვდა.
ძააან აგდებულად საუბრობთ ხავიზე დღეს ბარსა ხავის საძირკველიდან შენდება და შეგახსენებთ ლალიგა მოიგო! სასაცილოდ არ ყოფნიდა ხალხს ტიტულს ვერ მოიგებს ბარსა 10 წელიო.ლიგაზეც რომ არა არაუხოს ქაჯობა ფინალში ვიყავით.ბოლოს აიჭრა რასაც დრო უნდოდა და ლაპორტა ვერ მოიცდიდა
ეს კარგია, მაგრამ ჩავი მაინც ცუდი მწვრთნელია.
კობელი ფიქრობს დორტმუნდიდან წასვლას და ცადონ მაგის მოყვანა
მსოფლიოში ყველაზე პერსპექტიული გუნდია ბარსა, თუ ფლიკი დარჩა დიდხანს, ბარსას დომინაციის მორიგი დეკადა დაიწყება
ფლიკიც არავინ იცოდა ბაიერნამდე მხოლოდ ასისტენტის პონტში მაგრამ ბაიერნში რაც ქნა აიტაცეს და ნაკრებში გაუშვეს მაგრამ აშკარაა რომ ფლიკი კლუბის ტრენერია ვიდრე ნაკრების რადგან რაც ბარსაში ხდება ის ხდებოდა იმ ბაიერნშიც
როგორც ფეხბურთელი ჩავი მხეცი იყო, ნამდვილი კულე, როგორც მწვრთნელს 10 ქულიდან 4 დაუწერდი. მაშინაც ვიძახდი და დღესაც იგივეს ვამბობ, ჩავის ჯერ ბევრი აქვს დასამტკიცებელი, ჯერ არაა შემდგარი მწვრთნელი და თუ უნდა ესეთი იყოს, მაშინ ჯერ ბევრი აქვს სასწავლი. ფლიკის მერე ამას თუ ვინმე ვერ ხედავს…
ხავი ნამდვილი კულეა
არ მომწონდა ამის პრაგმატული ფეხბურთი, რო დაინიშნა სულ სხვა მოლოდინები მქონდა შედეგს ისე არ ველოდებოდი როგორც თამაშის ხარისხს, თუმცა რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა გუნდისთვის და მისთვის ერთხელაც არ მიგინებია. Მისი მწრვთნელობა ვერ გადაფარავდა იმ სიხარულს რაც ფეხბურთელობის დროს მომანიჭა. Პრაგმატული ფეხბურთი არ იყო ბარსელონას შესაფერისი და მისი წასვლა სრულუად გამართლებული იყო თუმცა ძალიან გამიხარდება სხვა გუნდში თუ მიაღწევს წარმატებას
გავი კუმანმა დააწინაურა პედრი ლასპალმასიდან მოიყვანეს და ლამასიაში დაარეგისტრირეს მაგრამ ძირითადში ჩაჯდა ეგრევე და კუბარსის მარტო 2 თამაში ჰქონდა ხავისთან ან 1 ასე რომ მარტო იამალის შენარჩუნება დარჩა ხავის
ხავის მადლობა რომ იამალი შეგვინარჩუნა.ბარსას მომავალი ლიდერი. ასევე პედრის გავის და კუბარსის დაწინაურებისთვის
ანუ ეგ იგივეა მიშაზეც რომ ამბობს უმეტესობა კაი რამეებიც გააკეთაო😅😅😅 როგორ გიყვართ ეს გაკერპება ხავი კაი როგორაა გაფიცებ რაა🙄🙄 ნერვები მეშლებოდა იმენა ნახევარი სეზონი გამოდგა ნორმალური თამაშები მერე ლალიგა მოიგო გაწურული 1:0 ები და შედარება ფლიკთან იგივე სასტავი ყავს ოლმომ 3 თამაში ითამაშა მარტო და 13 თამაში 11 მოიგო დაადუღა ბაიერნი და რეალი ლამასიით და იგივე ფეხბურთელების გამოჭედვით რაც ხავიმ ვერ ქნა არიცის და იმიტომ ფლიკმა ელემენტარული მცველებს რაუთხრა 1 მეტრითაც რომ გაცდეს ზოლს დაცვის წევრი დავსვავ სკამზეო ხავი ამას ეტყოდაა?? ტიპმა რომეუ მოითხოვა ბარაას აღზრდილიაო🤦🤦
1.ქალიშვილი პიროვნებაა როემლსაც პასუხის მგენლობსი აღება არ შეულზია საკუთარ თავზე
2.ახალაგაზრდებთან მუშაობა არ შეუძლია
3.ფეხბურთელების გახსნა არ შეუძლია
4.თუ ეგეთი ჯიგარი კაცი იყო რატო არ მიცა შანსი კასადოს და ბერნალს?😀
5.მწვრთნელობა თეორიულადაც კი არ იცის
6. არაა აუცილებელი ყველა ლეგენდარული ფეხბურთელი კარგი მწვრთნელი იყოს ზოგი ისეთი გენიოსია რომ ვერ გადაცემს იმას რასაც ფიქრობს სხვებს რადგან მარტივი გონია სხვებისთვისაც
7.ბარსელონას ლეგენდებიდან სამწვრთნელო შტაბში და სამქეში მარტო ესენი გამოდგებიან: ბუსკეცი,ფაბრეგასი,ვალდესი(ასისტენტი ან ბ გუნდის მწვრთნელი) ინი ვნახოთ როგორი იქნება ფლიკთან უნდა მოვიდეს აუცილებლად ფლიკი რომ წავა ეგ უნდა დაინიშნოს აუცილებლად
ბევრი გააკეთა ხავიმ გუნდისთვის და ბევრი ვერ ხედავს ამას! ტეხავს რო უმეტესობა ვერ ერკვევა სიღრმისეულად ბარსელონას ისტორიაში და ხავი გონიათ ვიღაც რიგითი კაცი, კაცმაცო (არამარტო ხავი)…. ბარსელონა სულ სხვანაირად ზრდის ფეხბურთელებს არამარტო ფეხბურთის თვალსაზრისით არამედ ადამიანობის მხრივაც! მაგიტომ მოვიდა ეს გუნდი დღემდე აქამდე რო! ასეთმა ადამიანებმა სული და გული ჩადეს ამ გუნდში. ფრანკო და პერესი კიარა ვინც გინდა დაუყენე ბარსელონას! როცა ასე გყავს აღზრდილი თაობები! ვერაფერი ვერ ჩამოშლის ამ სისტებას! ელემენტალური სულ რო არაფერი ამ გუნდში კაცურად ზრდიან კაცს და რა… ჩვეროვიცით ისეთებად!