“ბარსელონა” გუნდის ამჟამინდელ პირველ მეკარესთან, იანიკი პენიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი გაბრიელ სანსი ავრცელებს.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მძიმე ტრავმის შემდეგ “ბარსამ” ახალი მეკარის ძებნა სასწრაფოდ დაიწყო, დროებით პირველ ნომრად კი კლუბის 25 წლის აღზრდილი იქცა. თუმცა ბოლო შეხვედრებში, განსაკუთრებით კი “რეალ მადრიდთან” ნაჩვენებმა შედეგმა ჰანსი ფლიკი დაარწმუნა, რომ ესპანელი კარის დარაჯის ნდობა შეიძლება, პოლონელი ვოიცეხ შჩესნი კი თავის შანსს კვლავ ელოდება.
კატალონიური მედიის ცნობით ფლიკი პენიათი კმაყოფილია, განსაკუთრებით მის მიერ გამოვლენილი ხასიათით ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ. შედეგად კი მივიღეთ რეალობა, რომელშიც “ბარსელონა” აპირებს, იანიკის ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს. თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
მხარეებს შორის ამჟამად მოქმედ კონტრაქტს ვადა 2026 წელს გასდის.
ცოტა ფსიქოფიურად აქ მოსამატებელი 😄
ფლიკის ხელში ყველა ათამაშდა და შეიძლება ესეც უკეთესი გახდეს. შანსი აქვს და უნდა გამოიყენოს.
ბაიერნთან და რეალთან დიდად საქმე არ ქონია, რაც დაურტყეს უმეტესობა ოფსაიდი იყო. დიდად თავი არ გამოUჩენია. ცუდი მეკარე არაა მაგრამ ამის იმედად საშიშია ყოფნა
მაგის ბედზე ყველა გატანილი ოფსაიდი აღმოჩნდა და მადლობა უთხრას დაცვას რო ოფსაიდის ხაზს კარგად იჭერენ.
დაცვა რო ამოწეული თამაშობდა მაგიტომაც შეიქმნა სახიფათო მომენტები, ეგ პენიას წინააღმდეგ არგუმენტი ნაკლებადაა
არ ვიცი რატომ თვლის ხალხი ამდენარ ცუდ მეკარედ. შეიძლება არც ნოიერია, არც ტერ შტეგენი და არც თუნდაც საშუალოზე მაღალი დონის მეკარე, მაგრამ გალათასარაიში ვისაც ახლოვს ამის თამაშები, მშვენივრად იდგა. მუსლერაც სკამზე დასვა მაშინ. მეორე მეკარედ მშვენიერი არჩევანია.
მაგის ბედზე ყველა გატანილი ოფსაიდი აღმოჩნდა და მადლობა უთხრას დაცვას რო ოფსაიდის ხაზს კარგად იჭერენ.
სუსტია,მარა ნდობას,რომ უცხადებს ფლიკი აშკარად უმატებს. მეკარეების მწვრთნელი გვყავს ვიღაცა ცხოველი მგონი ფლკის მოყვანილია და იქნება დააყენოს ამისგან რამე. შესნი და პენია უნდა ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, კარგია მაინც კონკურენცია. შენსი ძალიან მაგარი ტიპაჟია, ცხოვრების საუკეთესო პერიოდი აქვს ტიპს, კლიპებს რომ ვუყურე ყველგან გახარებულია, ფლიკს ესაუბრება, ახალგაზრდებს რჩევებს აძლევს,არავისზე ნაკლებად არ უხარია გოლები და წარმატება,მოკლედ კარგი მასტი დავიმატეთ. გასახდელში და სავარჯიშო მოედანზე აშკარად გვადგება და მოედანზეც იმედია ვიხილავთ.
კარგი იყო რეალთან მაგრამ საშიში კაცია მაინც