რეალ მადრიდი ელ კლასიკოს დანაკლისით ხვდება

დიდი ალბათობით “რეალ მადრიდი” რამდენიმე დღეში გასამართ “ელ კლასიკოს” სერიოზული დანაკლისით შეხვდება.

გუშინ მადრიდულ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე რთული მატჩი ჰქონდა “დორტმუნდთან”, რაც “ბლანკოსს” ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დაკარგვად დაუჯდა.

კარლო ანჩელოტის გუნდის ლაზარეთს შემტევი როდრიგო და მეკარე ტიბო კურტუა შეუერთდნენ.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით გადაწყვეტილია, რომ როდრიგო 26 ოქტომბერს გასამართ “ელ კლასიკოში” ვერ ითამაშებს. რაც შეეხება კურტუას, ავტორიტეტული ჟურნალისტის ცნობით მოსალოდნელია, რომ “ბარსელონასთან” დაპირისპირებას ბელგიელი მეკარეც გამოტოვებს.

ტიბო კურტუა “რეალ მადრიდის” პირველი მეკარეა, როდრიგო კი გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრი. მათი არყოფნა ჩვენი მეტოქისთვის ნამდვილად დიდი დანაკლისია.

დედაქალაქელთა ლაზარეთში ასევე არიან დავიდ ალაბა, დანი კარვახალი და როდრიგოს ერთ-ერთი შემცვლელი ბრაჰიმ დიასი.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • არისტაფანი
    23 ოქტ 2024, 22:55

    ციტატა: Jorkaeff

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Jorkaeff

    ციტატა: არისტაფანი
    კურტუას არყოფნა ასწორებს😀 იმედია ხვალინდელ ვარჯიშზე ვინიც გადაიბრუნებს ორივე კოჭს❤️

    რატო, რა აჯობებს ვინი, მბაპე, ლამინეს ერთად მოედანზე ყურდბას? ნეტა ორივეს ყველა ფეხბურთელი ხოდზე ყავდეს)

    აი ვინიზე არ ვიტყოდი მაგას დალშე ყველაზე, ნაგავია და იმსახურებს ერთ კაი ტრავმას თორე ზოგადად არც მე მიხარია არავის ტრავმა მათ შორის რეალის ფეხბურთელებისაც. ჯერ სანახაობაა და მერე ფანატიზმიი ჩემთვის. ზიდანის ყურებას არაფერი მერჩივნა (არა კი მერჩივნა ინიესტას მესის და რონალდინიოს ყურება) და მაგრა მიტყდებოდა ზიზუს რონალდოს ან ბექემის ტარვმები მარა ვინი სხვა გალაქტიკიდანაა, იმენა ბოროტი პერსონაჟია ფეხბურთის. ანტაგონისტია

    ხო ნაწ"ლი ფეხბურთელია მაგარი.

    ერთი ვინის ინტრიგანი დედას არ დავეცი😀 ზიდანი რა სახსენებელია ამ მასხარასთან. პს. ოქროს ბურთი რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ფეხბურთისთვის დაიმსახურა შარშან. წერკსაც ხოდზეა. ხოდა გასტყვნია პატრონი თუ არ დაიტრავმება👹

  • Johan Cruyff 14
    23 ოქტ 2024, 21:56

    რაც არ უნდა იყოს ეს ფეხბურთია სპორტია ტრამვაა და არავის ვუსურვებ რეალი დიდი კლუბია და მასთან დაპირისპირება დიდი სანახაობაა თუ ფეხბურთელები არ გვეყოლა ან ჩვენ ან იმათ რა გამოვა სანახაობა? ასე რომ ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ 🙌

  • Jorkaeff
    23 ოქტ 2024, 21:27

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Jorkaeff

    ციტატა: არისტაფანი
    კურტუას არყოფნა ასწორებს😀 იმედია ხვალინდელ ვარჯიშზე ვინიც გადაიბრუნებს ორივე კოჭს❤️

    რატო, რა აჯობებს ვინი, მბაპე, ლამინეს ერთად მოედანზე ყურდბას? ნეტა ორივეს ყველა ფეხბურთელი ხოდზე ყავდეს)

    აი ვინიზე არ ვიტყოდი მაგას დალშე ყველაზე, ნაგავია და იმსახურებს ერთ კაი ტრავმას თორე ზოგადად არც მე მიხარია არავის ტრავმა მათ შორის რეალის ფეხბურთელებისაც. ჯერ სანახაობაა და მერე ფანატიზმიი ჩემთვის. ზიდანის ყურებას არაფერი მერჩივნა (არა კი მერჩივნა ინიესტას მესის და რონალდინიოს ყურება) და მაგრა მიტყდებოდა ზიზუს რონალდოს ან ბექემის ტარვმები მარა ვინი სხვა გალაქტიკიდანაა, იმენა ბოროტი პერსონაჟია ფეხბურთის. ანტაგონისტია

    ხო ნაწ"ლი ფეხბურთელია მაგარი.

  • Don_Andresito
    23 ოქტ 2024, 21:07

    23 ოქტ 2024, 21:02

  • nika 54
    23 ოქტ 2024, 20:32

    არც ჩვენ ვართ უკეთეს დღეში, მაგრამ რეალის გუშინდელი თამაშის შემდეგ მათი უზარმაზარი პოტენცია გამოჩნდა და კლასიკო არ იქნება მარტივი გასეირნება. ტრავმირებულებს კი დროულად გამოჯანმრთელება ვუსურვოთ.

  • არისტაფანი
    23 ოქტ 2024, 18:38