“ბარსელონას” ბრაზილიელი გარემარბი რაფინია რომ მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება, ამაზე სტატისტიკაც მოწმობს.
27 წლის შემტევი ყოველთვის შესანიშნავი თანაგუნდელი და მცველებისთვის დიდი თავისტკივილი იყო, ამ სეზონში კი ის უფრო თავდაჯერებულად თამაშობს და მეტიც, ჰანსი ფლიკის ხელში უფრო და უფრო უკეთესი ხდება.
კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, რაფინიამ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 9 მატჩში, უკვე 32 საგოლე მომენტი შექმნა, რაც ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. მასთან ყველაზე ახლოს იმყოფება ბუკაიო საკა, რომელმაც 27 საგოლე შანსი შექმნა. “არსენალის” გარემარბის შემდეგ მოდიან “მიონხენგლადბახის” ნახევარმცველი კევინ სტოგერი და “ვილიარეალის” შემტევი ალექს ბაენა, შესაბამისად, 26 და 25 (ლა ლიგაში მეორე საუკეთესო შედეგი) საგოლე მომენტით.
იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამდენად შთამბეჭდავია რაფინიას შედეგი, 2003 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ამ სტატისტიკას ითვლიან, “ბარსელონაში” ბრაზილიელზე მეტი საგოლე შანსი, 34, ესპანეთის ჩემპიონატის პირველ 9 შეხვედრაში მხოლოდ ჩავი ერნანდესმა შექმნა. ეს 2008/09 წლების სეზონში მოხდა.




რეალთან და ბაიერნთანაც მაღალი დონე თუ დადო ძეგლი აქვს დასადგამი😃
და რეალის განთქმული თავდასხმა სად არის, ოქროს ბურთის მფლობელიო, მბაპეო და რავიცი მთელი რეალი ვარსკვლავები ვართო და მომენტებს ვერ ქმნიან?
რაც წინა წელს იყო 2 ჯერ მეტი კი არა ვაფშე სხვა რაფოა😄ბავარია რეალიც თუ არ ჩააგდო პირქდათ მე ხელები ამიწევია ამ კაცზე პატარა დიმარია მგონი არ დამირქმევია ტყუილად😄
შარშან რომ არა არაუხოს სიღლევე პარიზთან მარტო გაიყვანდა ბარსას.. ასე მგონია ბაიერნი რეალიც არანაკლებს დადებს შეიძლება ჩააგდოს პაჭაპუჭა კლუბებთან ჩაკეტილს რომ ყომარობენ და ბაიერნი რეალი გრანდია და მასე არ თამაშობენ შემჭიდროვებულად
ეხლა მოდია დიდი მატჩები და მანდაც ეგრე თუ ითამაშა და ხელები ამიწევია
მიდი რა რეალთან და ბაიერნთან უნდა აიწყვიტო
ფლიკის დამსახურებაც მგონია. ჩავის დროს ყველა გამოშტერებული დარბოდა.
რაც წინა წელს იყო 2 ჯერ მეტი კი არა ვაფშე სხვა რაფოა😄ბავარია რეალიც თუ არ ჩააგდო პირქდათ მე ხელები ამიწევია ამ კაცზე პატარა დიმარია მგონი არ დამირქმევია ტყუილად😄
ძაან მაგარი ფორმაშია რაფიკა, წინა სეზონის მერე ნახევრისან დაიწყო და დღეს ბევრად პროდუქტიულია
ძაან მოტივირებულია და იმედია გააგრძელებს პროგრესირებას