workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იამალის საოცარი სტატისტიკა – 30 საგოლე მოქმედება 20 მატჩში

იამალის საოცარი სტატისტიკა – 30 საგოლე მოქმედება 20 მატჩში

bolt მოკლედ
ლამინ იამალმა ნოემბრის დასაწყისისთვის 20 მატჩში 17 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა. ეს მაჩვენებელი „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრებში ჩატარებულ შეხვედრებს აერთიანებს.

ლამინ იამალი 2026/27 წლების სეზონში შთამბეჭდავ შედეგიანობას აჩვენებს. ნოემბერი ახალი დაწყებულია, 19 წლის ფეხბურთელს კი უკვე 30 საგოლე მოქმედება აქვს დაგროვებული.

იამალმა “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრებში ჯამში 20 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა შემტევის საშუალო მაჩვენებელი ერთ შეხვედრაში 1.5 საგოლე მოქმედებაა.

საკლუბო დონეზე იამალის ანგარიშზე 16 მატჩში 13 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა. კერძოდ, ლა ლიგის 12 შეხვედრაში მან 10 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა, ჩემპიონთა ლიგის 4 მატჩში კი 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ესპანეთის ნაკრებში, ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, იამალმა 4 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

იამალმა შედეგიანი თამაში 8 ნოემბერსაც გააგრძელა. მადრიდის “ატლეტიკოსთან” შეხვედრის 67-ე წუთზე სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გაიტანა ფერმინ ლოპესმა გამარჯვების გოლი. “ბარსელონამ” მატჩი 2-1 მოიგო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი