workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტას გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია

ინიესტას გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია

ფეხბურთის ესპანელმა ლეგენდამ ანდრეს ინიესტამ, რომელმაც კარიერა ოფიციალურად დაასრულა, გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გამართა.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც აქაა და იმათ, ვისაც დღეს აქ ყოფნა უნდოდათ და ვერ მოახერხეს. ნება მომეცით, დღეს ემოციური ვიყო…

ეს ემოციების, სიამაყის ცრემლებია და არა – მწუხარების. ეს არის ცრემლები ბიჭისა, რომელიც ფეხბურთელობაზე ოცნებობდა და ამას მიაღწია.

“ლა მასიამ” სამუდამოდ შემცვალა… ეს ჩემი ცხოვრების გამორჩეული პერიოდია.

ვგრძნობ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ოცნებები ამიხდა. ჩემი სპორტული კარიერა ზღაპარს ჰგავდა, პროფესიონალურ დონეზე საუკეთესო მომენტები მქონდა.

ჩემთვის “ბარსაში” მოსვლა ოცნება იყო, რომელზეც სრულად ფოკუსირებული ვიყავი. “ბარსელონა” ყველა ოცნების ასასასრულებლად საუკეთესო ადგილია.

მამაჩემი? ფეხბურთში ყველა ჩემი მიღწევა მისი დამსახურებაა.

მიუხედავად იმისა, რომ “ალბასეტეში” პროფესიონალურ დონეზე არასდროს მითამაშია, ჩემთვის ყოველთვის ორი გუნდი იყო – “ალბასეტე” და “ბარსა”.

40 წლის ვარ. ბევრჯერ მისაუბრია და იცით, ჩემთვის ოჯახი რა მნიშვნელოვანია. ოჯახი ჩემი მამოძრავებელი ძალაა.

“ბარსამ” ჩემი ცხოვრება შეცვალა. ჩემთვის “ბარსა” ყველაფერია.

2018 წელს ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება მივიღე – “ბარსელონა” დავტოვე და იაპონიაში წავედი. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს საოცარი გამოცდილება იყო.

ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და ეს ასე გაგრძელდება. სხვადასხვა პროექტზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ. უკვე ვიწყებ სამწვრთნელო კურსს და მინდა, ამ მიმართულებით განვვითარდე.

იმედი მაქვს, ფლიკი “ბარსაში” მრავალი წელი იქნება. ეს კლუბისთვის კარგი იქნებოდა. ჰანსი ფანტასტიკურად მუშაობს და ეს ასე გაგრძელდება.

ჩემი ყველაზე ბედნიერი მოგონება “ბარსაში” არის დღე, როდესაც დებიუტი მქონდა.

ჩემი ცხოვრების რაღაც მომენტში “ბარსაში” დაბრუნებას ვისურვებდი.

“ოქროს ბურთი?” ჩავის, მესისა და ჩემი სურათი ამ პრიზის პოდიუმზე არის უფრო დიდი რამ, ვიდრე ის, რომ “ოქროს ბურთი” მომეგო. “ლა მასიას” 3 ფეხბურთელი პოდიუმზე ყველაზე დიდი პრიზია და არა ის, თუ ვინ მოიგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • MESSI 2017
    schedule 09 ოქტ 2024, 16:39
    #22

    ციტატა: me da barca

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: პენდრაგონი
    ლუის ენრიკე:

    "ბარსელონამ" ხავის ხელმძღვანელობით საკუთარი დნმ-ი დაკარგა. ისინი ბურთს ვერ ფლობდნენ და ვერც დომინანტურ ფეხბურთს თამაშობდნენ.

    ასეთი რამ "ბლაუგრანაში" რომ ჩემი მუშაობის პერიოდში მომხდარიყო, კრიტიკის ქარცეცხლში გამატარებდნენ. თუ უბრალოდ ნეიტრალური გულშემატკივარი ხარ, მარტივად შეამჩნევ, რომ იგი "ბარსელონას" "ეიბარის" დონეზე ათამაშებდა.

    გასულ სეზონში კლუბიდან დამიკავშირდნენ და "ბარსას" მეორედ გაწვრთნა შემომთავაზეს, მე კითხვა
    დავსვი – "მაინც გაათავისუფლებთ ხავის თუ ლა ლიგას მოიგებს?" მათგან პასუხი ნათელი იყო. წინადადებას რომ დავთანხმებოდი, დღეს კვლავ "ბარსელონას" მწვრთნელი ვიქნებოდი"

    მძღ==8429891283უ1ი1ჯ ერთხელ ყვავდებაო ლუის ენრიკეზე ყოფილა თურმე ნათქვამი laughing


    არ მოგწონთ, თუმცა ჩავიზე რა თქვა ტყუილი. ფლიკსა და ჩავის შორის ახლაც ვერ ხედევთ სხვაობას? ჩავის დროს მართლა ეიბარიც გვიჩმახებდა.


    არა რაც ჩავსი თქვე მართლა სიმართლე იყო 😀 და ენრიკე რომ ჩავიზე უკეთესი მწვრთნელია მაგაში ვინმეს ეჭვი ეპარება?😂

  • mari
    schedule 09 ოქტ 2024, 13:12
    #21

    ციტატა: Manu14
    ხალხო სიახლეებს რატო არ დებთ ჰალამადრიდზე შევდივარ ბარსელონაზე სიახლეების წასაკითხად


    ერთი მაგ "ჰალას" საიტის ლინკი დამიწერეთ, ცოტას მეც გავერთობი ხოლმე: დდდ