უკვე გადაწყვეტილია, რომ ვოიცეხ შესნი საფეხბურთო კარიერიას განაახლებს და ბარსელონას შეუერთდება, რათა ტრავმირებული მარკ-ანდრე ტერ შტეგენი შეცვალოს.
Sport-ის ინფორმაციით, პოლონელი მეკარე ამჟამად მარბელიაში გულმოდგინედ ვარჯიშობს და ფიზიკურ აქტივობას ზრდის. ფეხბურთელს სურს, რომ სამედიცინო შემოწმებას, რომელიც კატალონიაში, ორშაბათსაა ჩანიშნული, მაქსიმალურად მზად და, შეძლებისდაგვარად, საუკეთესო ფორმაში შეხვდეს.
წყაროს ცნობით, შესნი, სავარაუდოდ, სანაკრებო პაუზის შემდეგ, სევილიას წინააღმდეგ 20 ოქტომბერს გასამართი მატჩისთვის მზად იქნება და თამაში შეეძლება.
ვოიცეხი ბარსელონასთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ბარსას ისტორიაში მე-2 პოლონელი გახდება. ამ ქვეყნის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც “ბლაუგრანაში” ითამაშა, რობერტ ლევანდოვსკია.
კატალონიურ გრანდს პოლონელის ჩემპიონთა ლიგაზე დარეგისტრირება დაუყოვლებლივ შეეძლება. წესების მიხედვით, თუ კლუბს ტრავმის გამო მინიმუმ 2 მეკარე არ ჰყავს, მისი შემცვლელის დარეგისტრირების უფლება აქვს. “ბლაუგრანას” პირველ გუნდში ამჟამად 2 კიპერია დარეგისტრირებული: ტერ შტეგენი და ინიაკი პენია – ვინაიდან გერმანელი ტრავმირებულია, ბარსას მისი შეცვლა შეუძლია.
იდეალურზე იდეალური ვარიანტი იყო უფასოდ
ზოგს რა ბედი აქვს…
თბილი კლიმატის ადგილი შეურჩევია სავარჯიშოდ.
იმედია ფორმას აკრეფს და კარგად იდგება
მეკარეები ისედაც მარტო ვარჯიშობენ ეგ დიდი პრობლრმა არაა, მაგრამ ერთი ევრ გავიგე ლა ლიგაშიც არი ეგ წესი თუ იანვრამდე ვერ ითამაშებს?
ტებასმა თქვა დაშვებულიაო ოღონდ თავისუფალი აგენტებიო და არა ნაყიდი
ანუ შუა სეხონიდან დამატება თურმე მარტო თავისუფალო აგენტის შეგიძლია,
რო აპროტესტებთ რაღა დროს ესააო სხვა ვინ უნდა დაეთრიათ? თავისუფალი აგენტი და კაი მეკარე მხოლოდ ესაა.
რეალ მადრიდის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნება' – საინტერესო გაფრთხილება ვალენსიას მაღაზიაში
თარიღი: 26 სექ 2024, 19:09
ვალენსიაში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, შესასვლელთან საინტერესო ნიშანია დადგმული, რომელზეც წერია: "ფრთხილად. იატაკი სველია. თუ წაიქცევით, რეალ მადრიდის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნება."
https://goal.ge/news/real-madridis-sasargeblod-penalti-dainishneba-saintereso-gafrtkhileba-valensias-maghaziashi-211197
მეკარეები ისედაც მარტო ვარჯიშობენ ეგ დიდი პრობლრმა არაა, მაგრამ ერთი ევრ გავიგე ლა ლიგაშიც არი ეგ წესი თუ იანვრამდე ვერ ითამაშებს?
არ გახსოვთ სუარესის ტრავმის გამო შუა სეზონში რო ბრეიტვეიტი დავიმატეთ, იმიტომ რო საკვანძო თავდამსხმელი იყო.
და ლიგის განაცხადშიც შეიყვანეს. ასევე იქნება ამ შემთხვევაში მით უმეტეს შჩესნი თავისუფალი აგენტია, ბრეიტვეიტს კი ამისათვის ჯერ კონტრაქტი გააწყვეტინეს. შჩესნი თუ ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის 20 ოქტომბერს სანაკრებო პაუზის შემდეგ ბარსაში უკვე მოედანზე გამოვა.
მეკარეები ისედაც მარტო ვარჯიშობენ ეგ დიდი პრობლრმა არაა, მაგრამ ერთი ევრ გავიგე ლა ლიგაშიც არი ეგ წესი თუ იანვრამდე ვერ ითამაშებს?
ტებასმა თქვა დაშვებულიაო ოღონდ თავისუფალი აგენტებიო და არა ნაყიდი
მეკარეები ისედაც მარტო ვარჯიშობენ ეგ დიდი პრობლრმა არაა, მაგრამ ერთი ევრ გავიგე ლა ლიგაშიც არი ეგ წესი თუ იანვრამდე ვერ ითამაშებს?
ბარსაში ვერ ივარჯიშებდა ვითომ? რამე აზრი აქვს მარტო ვარჯიშს.