ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერი უკვე გადაწყდა – შესნი კარიერას განაახლებს და ბარსელონასთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რათა ტერ შტეგენი შეცვალოს.
34 წლის ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება მომდევნო დღეებში, ესპანეთში ჩატარდება.
შესნი ბარსას ისტორიაში მე-2 პოლონელი მოთამაშე იქნება. ამ ქვეყნის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც “ბლაუგრანაში” ითამაშა, რობერტ ლევანდოვსკია.
Relevo-ს ცნობით, ვოიცეხ შესნიმ ბარსელონასგან შეთავაზება გუშინ მიიღო და მზადაა, ბარსას სეზონის ბოლომდე დაეხმაროს.
კატალონიურ გრანდს პოლონელის ჩემპიონთა ლიგაზე დარეგისტრირება დაუყოვლებლივ შეეძლება. წესების მიხედვით, თუ კლუბს ტრავმის გამო მინიმუმ 2 მეკარე არ ჰყავს, მისი შემცვლელის დარეგისტრირების უფლება აქვს. “ბლაუგრანას” პირველ გუნდში ამჟამად 2 კიპერია დარეგისტრირებული: ტერ შტეგენი და ინიაკი პენია – ვინაიდან გერმანელი ტრავმირებულია, ბარსას მისი შეცვლა შეუძლია.
ბარსელონა კეილორ ნავასის ვარიანტსაც განიხილავდა, რომელიც მზადაა, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” შეუერთდეს, მაგრამ ჰანსი ფლიკმა არჩევანი შესნიზე შეაჩერა.
აუცილებლად თავისუფალი აგენტი უნდა ყოფილიყო რო შუა სეზონში დაემატებინათ და აბა შესნის ვინ გირჩევნია
მე მგონი ფლიკმა ლევანდოვსკის აზრი გაიზიარა ამის მოყვანაზე რო დაბრო მისცა.
შესნის მოყვანას ბარემ ოლივერ კანი დაებრუნებინათ,ვაი ამათ პატრონს….
მოდის კიდე ერთი პენსია🤦🤦 🥴 უტვინო ამდენი ახალგაზრდა კარგი მეკარე გყავს მარა ტვინი გაქ ჩოგანი
იმედია მალევე ჩადგება კარში