workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვოიცეხ შესნის ტრანსფერი გადაწყდა – პოლონელი ბარსელონაში ითამაშებს

ვოიცეხ შესნის ტრანსფერი გადაწყდა – პოლონელი ბარსელონაში ითამაშებს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერი უკვე გადაწყდა – შესნი კარიერას განაახლებს და ბარსელონასთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რათა ტერ შტეგენი შეცვალოს.

34 წლის ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება მომდევნო დღეებში, ესპანეთში ჩატარდება.

შესნი ბარსას ისტორიაში მე-2 პოლონელი მოთამაშე იქნება. ამ ქვეყნის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც “ბლაუგრანაში” ითამაშა, რობერტ ლევანდოვსკია.

Relevo-ს ცნობით, ვოიცეხ შესნიმ ბარსელონასგან შეთავაზება გუშინ მიიღო და მზადაა, ბარსას სეზონის ბოლომდე დაეხმაროს.

კატალონიურ გრანდს პოლონელის ჩემპიონთა ლიგაზე დარეგისტრირება დაუყოვლებლივ შეეძლება. წესების მიხედვით, თუ კლუბს ტრავმის გამო მინიმუმ 2 მეკარე არ ჰყავს, მისი შემცვლელის დარეგისტრირების უფლება აქვს. “ბლაუგრანას” პირველ გუნდში ამჟამად 2 კიპერია დარეგისტრირებული: ტერ შტეგენი და ინიაკი პენია – ვინაიდან გერმანელი ტრავმირებულია, ბარსას მისი შეცვლა შეუძლია.

ბარსელონა კეილორ ნავასის ვარიანტსაც განიხილავდა, რომელიც მზადაა, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” შეუერთდეს, მაგრამ ჰანსი ფლიკმა არჩევანი შესნიზე შეაჩერა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (25)

  • jimi1993
    schedule 26 სექ 2024, 00:01
    #20

    [quote=C.PC5][quote=ზურაბ]რა არის ცხოვრება. ტიპს კარიერა დამთავრებული ჰქონდა და უცებ დასრულების მერე სუპერ კლუბში ამოყო თავი smiley[/quote]
    ამას ახლა ფლიკმა ლიგა მოაგებინოს რამდენ ხანს იტრიალებს ეს ისტორია სოც.ქსელებში წარმოიდგინე და არც იქნება უსაფძვლო. ნავასსა და შენსის შორის თითქმის სულ ერთი იყო, ლალიგაში თუ არეგისტირრებენ ახლავე ეგაა საინტერესო, მთავარი ტურნირი ეგაა ჩვენთვის და არ გვჭირდება ქულების ტყუილად კარგვა ახლა.
    ლა ლიგაში ჩვეულებრივად დავარეგისტრირებთო ტებასმა, მთავარია ვინმე გაიფორმოს ბარსამო, ასე რომ ლა ლიგაშიც ითამაშებს უპრობლემოდ პოლონელი.

  • me da barca
    schedule 25 სექ 2024, 21:57
    #19

    დილიდანვე დაიწყე ვარჯიში სადაც ხარ.

  • Frenkie de Jong_
    schedule 25 სექ 2024, 21:43
    #18

    ციტატა: L.M.10
    ლალიგაშიც შეძლებს თამაშ პირდაპირ თუ დარეგისტრირების პრობლემა ხომ არაა რამე ?


    როგორც ვიცი ფრი აგენტს როცა ყიდულობს არანაირი პრობლემა არ აქვს, ნუ ტებასმა თუ არ მოიგონა რამე ახალი

  • L.M.10
    schedule 25 სექ 2024, 21:38
    #17

    ლალიგაშიც შეძლებს თამაშ პირდაპირ თუ დარეგისტრირების პრობლემა ხომ არაა რამე ?

  • C.PC5
    schedule 25 სექ 2024, 21:35
    #16

    ციტატა: ზურაბ
    რა არის ცხოვრება. ტიპს კარიერა დამთავრებული ჰქონდა და უცებ დასრულების მერე სუპერ კლუბში ამოყო თავი smiley


    ამას ახლა ფლიკმა ლიგა მოაგებინოს რამდენ ხანს იტრიალებს ეს ისტორია სოც.ქსელებში წარმოიდგინე და არც იქნება უსაფძვლო. ნავასსა და შენსის შორის თითქმის სულ ერთი იყო, ლალიგაში თუ არეგისტირრებენ ახლავე ეგაა საინტერესო, მთავარი ტურნირი ეგაა ჩვენთვის და არ გვჭირდება ქულების ტყუილად კარგვა ახლა.

  • afro2
    schedule 25 სექ 2024, 21:34
    #15

    ბრავო შესნი კაცური საქციელია❤️

  • F.C.B. ბარსელონა
    schedule 25 სექ 2024, 21:16
    #14

    მივესალმები.მომწონს ეს მეკარე.თან პენლების მასტერია

  • Barca_MNS
    schedule 25 სექ 2024, 20:52
    #13

    ვნახოთ. უიმედოდ არ ვარ ნამდვილად განწყობილი.

  • Barca1980
    schedule 25 სექ 2024, 20:50
    #12

    ერთი ესეთი ისტორია ბარსელონას ჰქონდა უკვე ლარსონის სახით და როგორც დამთავრდა ყველას გვახსოვს. იქნება შესნის ვარიანტიც მასეთი იღბლიანი აღმოჩნდეს და სეზონის ბოლოს თასები ავწიოთ. ყველა შემთხვევაში არსებული კანდიდატურებიდან სწორი არჩევანი გააკეთა ფლიკმა.

  • R-10
    schedule 25 სექ 2024, 20:27
    #11

    ყველაფერი მწვრთნელის სრულყოფილებაზე მიუთითებს. ფლიკი დარწმუნებულივარ არავის მოიყვანს ისეთს ვისაც ნამდვილად არუყურებს მის გუნდში. დარწმუნებულივარ ხავი ბრავოზე გაიწევდა აქ თამაშის გამოცდილება აქო…..

  • GRIEZMAN✓™
    schedule 25 სექ 2024, 20:21
    #10

    1+1 კონტრაქტი უნდა ჩაიდოს კაცმა არ იცის შტეგენი რა დაბრუნდება

  • Nikolay
    schedule 25 სექ 2024, 20:11
    #9

    Აბა bober მთლად კურვა არ გამოდგე😘😘😘😘😘

  • nikusha
    schedule 25 სექ 2024, 20:06
    #8

    ეჭვი არც მეპარებოდა რადგან ევროპაში უნდოდა დარჩენა ტიპს

  • MESSI 2017
    schedule 25 სექ 2024, 20:04
    #7

    ციტატა: ზურაბ
    რა არის ცხოვრება. ტიპს კარიერა დამთავრებული ჰქონდა და უცებ დასრულების მერე სუპერ კლუბში ამოყო თავი smiley


    იუვე 3ხვეწებოდა დარჩენას და არ დარჩა

  • La Pulga10
    schedule 25 სექ 2024, 20:00
    #6

    ეს ეხლა კარიერის სეზონს დადებს აგერ ნახავთ

  • cruyff9
    schedule 25 სექ 2024, 19:59
    #5

    ციტატა: ზურაბ
    რა არის ცხოვრება. ტიპს კარიერა დამთავრებული ჰქონდა და უცებ დასრულების მერე სუპერ კლუბში ამოყო თავი smiley


    მთელი ცხოვრება შტეგენის სიყვარულში იქნება ტიპი😅😅

  • ზურაბ
    schedule 25 სექ 2024, 19:57
    #4

    რა არის ცხოვრება. ტიპს კარიერა დამთავრებული ჰქონდა და უცებ დასრულების მერე სუპერ კლუბში ამოყო თავი smiley

  • KarlRonia
    schedule 25 სექ 2024, 19:51
    #3

    ეს უყვე გამოსულია ამის ვიკიპედიაში ბარსა წერია უყვე

  • CHEPE
    schedule 25 სექ 2024, 19:49
    #2

    შტეგენზე უკეთესი იუვეშიც იყო ეს და აქაც არანაკლები იქნება კარგი მეკარეა და ვისუევებდი 38 წლამდე ითამაშოს ბარსაში… წელს ისეთი ფეხით მოსულიყოს და ისეთი სეზონი ჩაეტარებინოს მინიმუმ დუბლი და თუ ბედმა გვიმართლა ტრებლსაც გამოკრას ხელი მადლი გადმოესხას 2015 წლის ტრებლისმსგავსი

  • rivaldo80
    schedule 25 სექ 2024, 19:32
    #1

    მშვენიერი მეკარეა ერთი წლით დაგვხატავს