workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შჩესნი თუ ნავასი – ჰანსი ფლიკის არჩევანი

შჩესნი თუ ნავასი – ჰანსი ფლიკის არჩევანი

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ვოიჩეხ შჩესნისა და კეილორ ნავასს შორის არჩევანი გააკეთა.

როგორც იცით, “ბარსას” მთავარმა მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მძიმე ტრავმა მიიღო და მას მინიმუმ 8 თვე გაუცდება. ცნობილია, რომ “ბლაუგრანა” მისი შემცვლელის დამატებას აპირებს და კლუბი ამაზე უკვე მუშაობს. დღეისათვის არსებულ ვარიანტებს შორის “ბარსელონა” აქცენტს ორ მეკარეზე აკეთებს. ესენი არიან: 34 წლის პოლონელი ვოიჩეხ შჩესნი და 37 წლის კოსტა რიკელი კეილორ ნავასი.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა შჩესნისა და ნავასს შორის პირველი მათგანი აირჩია. ფლიკი უპირატესობას შჩესნის ანიჭებს, რომელიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე პოლონეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობის წევრი იყო. ვოიჩეხს ასევე კარგი მეგობრობა აკავშირებს რობერტ ლევანდოვსკისთან, რომელიც მას სწრაფ ადაპტაციაში დაეხმარება.

Relevo-ს ცნობებით, შჩესნი თანახმაა, ფეხბურთს დაუბრუნდეს და “ბარსაში” ითამაშოს. ის კატალონიურ კლუბს მომდევნო კვირაში შეუერთდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • Fc Barca Batumi
    schedule 27 სექ 2024, 14:29
    #16

    ორივენიცა smile

  • nika 54
    schedule 26 სექ 2024, 17:54
    #15

    ციტატა: jimi1993

    ციტატა: Tato19
    ანუ ამის დამატება ზამთრის სატრანაფერო ფანჯარამდე შეგვიძლია ?

    სიტყვაზე ერთ კვირაში ან რავი


    კი როგორ არა, შეგვიძლია დღესვე დავიმატოთ, ეგ თავისუფალი აგენტია და სატრანსფერო ფანჯრის გახსნა არაა საჭირო, ნებისმიერ დროს დაიმატებ უფასოდ თავისუფალ აგენტს.


    და ლიგაზეც უპრობლემოდ დაამატებენ განაცხადში.

  • me da barca
    schedule 25 სექ 2024, 21:31
    #14

    დაახლოებით ასეთ სიტუაციაში დაეცა თავზე ჯოკერი ბრეითვეითს. ბართომ კიდე 1 ან 2 წლის ნაცვლად 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა თუ არ ვცდები და ძლივს მოვიშორეთ წლების მერე. არც ხელფასს დაუნიშნავდა პატარას, ის ხომ კეთილი ძია იყო, რამაც დედა უტირა საბოლოოდ გუნდს.

  • PUIOL5
    schedule 25 სექ 2024, 18:55
    #13

    ციტატა: jimi1993

    ციტატა: Tato19
    ანუ ამის დამატება ზამთრის სატრანაფერო ფანჯარამდე შეგვიძლია ?

    სიტყვაზე ერთ კვირაში ან რავი


    კი როგორ არა, შეგვიძლია დღესვე დავიმატოთ, ეგ თავისუფალი აგენტია და სატრანსფერო ფანჯრის გახსნა არაა საჭირო, ნებისმიერ დროს დაიმატებ უფასოდ თავისუფალ აგენტს.


    ნებისმიერ დროს ვერ დაიმატებ, ანუ ვერ დაარეგისტრირებ და ვერ ათამაშებ, თუარა ისე გუნდში გეყოლება. დარეგისტრირება არასატრანსფერო პერიოდში შეიძლება მხოლოდ მაშინ თუ ძირითადის ფეხბურთელი დიდი ხნით გამოაკლდება გუნდს. ლალიგას აქვს ეს წესი.

  • ბასკი
    schedule 25 სექ 2024, 18:34
    #12

    ისე ლას პალმასის მეკარე alvaro valles დაფიქრდნენ იქნებ ჯიგრებმა ესპანელი ნოიერია ტიპი დაფრინავს

  • ChuxrELia
    schedule 25 სექ 2024, 18:01
    #11

    კი მადრიდისტაა და არ მევასება დიდად ნავასი, მაგრამ მგონია რომ შესნიზე უკეთესი მეკარეა, თან ჯამრთელობის პრობლემები არ აქვს, ტრამვიანიც არაა, ესპანური ხო იცის და იცის, ლალიგაში ნათამაშებია და თან რეალზეც ნაწყენი, რისი მოტივაციაშიც გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ იმედია რომ ჩემზე უკეთესად იციან ფეხბურთი ჯიგრებმა და თუ შესნი აირჩიეს, ესეიგი ამის მიზეზიც აქვთ ლეგიტიმური

  • M10 S9 D11
    schedule 25 სექ 2024, 17:44
    #10

    მე შესნი ბევრად უფროსი მეგონა ამ ორში შესნი უფრო კაი ვარიანტია ასაკის გამო მარა აი ეს გულის პრობლემები რო აქვს მაგას რა ვუყოთ

  • Tato19
    schedule 25 სექ 2024, 17:36
    #9

    jimi1993, მადლობა ძმა 🤝

  • jimi1993
    schedule 25 სექ 2024, 17:30
    #8

    ციტატა: Tato19
    ანუ ამის დამატება ზამთრის სატრანაფერო ფანჯარამდე შეგვიძლია ?

    სიტყვაზე ერთ კვირაში ან რავი


    კი როგორ არა, შეგვიძლია დღესვე დავიმატოთ, ეგ თავისუფალი აგენტია და სატრანსფერო ფანჯრის გახსნა არაა საჭირო, ნებისმიერ დროს დაიმატებ უფასოდ თავისუფალ აგენტს.

  • Tato19
    schedule 25 სექ 2024, 16:09
    #7

    ანუ ამის დამატება ზამთრის სატრანაფერო ფანჯარამდე შეგვიძლია ?

    სიტყვაზე ერთ კვირაში ან რავი

  • F.C.B. ბარსელონა
    schedule 25 სექ 2024, 15:55
    #6

    ჩესნი არიყო რომ გააწამა მესი და არგენტინის ნაკრები?მეც ჩესნის ვირჩევ

  • PUIOL5
    schedule 25 სექ 2024, 15:54
    #5

    ნავასი უფრო მაღალი კლასისაა

  • nikusha
    schedule 25 სექ 2024, 15:45
    #4

    მეც შესნიზე გავაკეთებდი არჩევანს

  • JustBarcaLover
    schedule 25 სექ 2024, 15:32
    #3

    ციტატა: ზურაბ
    იმედია ისეთ ხელფასს არ დაუნიშნავენ რომ მერე ზამთრის ფანჯრის დროს ფეხბურთელების დამატება გაგვიჭირდეს.. გავიხსენოტ არაუხო და კრისტენსენი გვყავს დასარეგისტრირებელი


    მაგის პრობლემა აღარ გვექნება გაიზარდა სახელფასო ჭერი

  • ზურაბ
    schedule 25 სექ 2024, 15:04
    #2

    იმედია ისეთ ხელფასს არ დაუნიშნავენ რომ მერე ზამთრის ფანჯრის დროს ფეხბურთელების დამატება გაგვიჭირდეს.. გავიხსენოტ არაუხო და კრისტენსენი გვყავს დასარეგისტრირებელი

  • alwaysculerr
    schedule 25 სექ 2024, 15:01
    #1

    შჩესნი კაია, მეკარისთვის 34 წელი კატასტროფა არ არის, პირიქით, უფრო გამოცდილია.