Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კეილორ ნავასი მზადაა, ბარსელონაში გადმოვიდეს. მისი აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელსაც ჟოან ლაპორტასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
კოსტა რიკელ მეკარეს კატალონიურ კლუბში გადაბარგების პერსპექტივა ხიბლავს, რადგან თამაში კვლავ სურს. ამასთან, პრობლემა არც მისი ხელფასი იქნება.
ნავასი 2014-2019 წლებში რეალ მადრიდში ასპარეზობდა, მისი ბოლო კლუბი კი პარი სენ-ჟერმენი იყო, რომელიც გასულ ზაფხულში დატოვა. ამჟამად, კეილორი თავისუფალი აგენტია და კოსტა რიკაში ვარჯიშობს.
გავრცელებული ცნობებით, კეილორის გარდა, ბარსას რადარზე ჟორდი მასიპი, ედგარ ბადია, ირჟი პავლენკა, ლორის კარიუსი და ტომაშ ვაცლიკი არიან.
1)დიოგო კოშტა(პორტუ – 25 წლის)
2)უნაი სიმონი(ბილბაო – 27 წლის)
3)ბერტ ვერბრუგენი(ბრაიტონი – 22 წლის)
4)გრეგორ კობელი(დორტმუნდი – 26 წლის)
5)მაიკ მენიო(მილანი – 29 წლის)
6)ანატოლი ტრუბინი(ბენფიკა – 23 წლის)
7)გილიერმო ვიკარიო(ტოტენჰემი – 27 წლის)
8)ემილიანო მარტინესი(ასტონ ვილა – 32 წლის)
9)დომინიკ ლივაკოვიჩი(ფენერბახჩე – 29 წლის)
10)ოდისეას ვლახოდიმოსი(ნიუკასლი – 30 წლის)
ზამთრანდე ვის იმედათ უნდა მოიცადო? ისეთი თამაშებია რომ შეიძლება ზამთრამდე ყველა ტურნირზე დავკარგოთ მოგების შანსი. ნავასი არის იდეალური ვარიანტი ახლა და სეზონის ბოლომდე უნდა მოიყვანონ, ზაფხულზე უნდა იჩალიჩონ ისეთ მეკარეზე ვინც კონკურენციას გაუწევს შტეგენს
ზამთრამდე ორი რთული თამაშია მხოლოდ, რეალთან და ბაიერნთან. ეგ ორი თამაში არ დაგვაკარგვინებს არაფრის მოგების შანსს. ზამთრამდე პენიათიც შეიძლება მივატანოთ, მაგრამ თუ ისევ ვინმეს მოყვანაზეა საუბარი, მაშინ ნახევარი სეზონით უნდა მოიყვანონ ბრავო, ან შესნი. არ მინდა ნავასი მე პირადად. მაგრამ ვერც ბრავოთი, ვერც ნავასით და ვერც შესნით, სეზონის დასკვნით ნაწილს ვერ ჩავატარებთ კარგად. ზამთარშია მოსაყვანი მეკარე აუცილებლად
1)დიოგო კოშტა(პორტუ – 25 წლის)
2)უნაი სიმონი(ბილბაო – 27 წლის)
3)ბერტ ვერბრუგენი(ბრაიტონი – 22 წლის)
4)გრეგორ კობელი(დორტმუნდი – 26 წლის)
5)მაიკ მენიო(მილანი – 29 წლის)
6)ანატოლი ტრუბინი(ბენფიკა – 23 წლის)
7)გილიერმო ვიკარიო(ტოტენჰემი – 27 წლის)
8)ემილიანო მარტინესი(ასტონ ვილა – 32 წლის)
9)დომინიკ ლივაკოვიჩი(ფენერბახჩე – 29 წლის)
10)ოდისეას ვლახოდიმოსი(ნიუკასლი – 30 წლის)
იანვრამდე სამი თვეა ძმა, თუ წავაგეთ მანამდე ყველა თამაში მერე რაღა მნიშვნელობა აქვს კარში ალისონი იდგება თუ ფერან ტორესი? შენი ჩამოთვლილი ვარიანტები კიდევ მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული, ახალგაზრდა და ნიჭიერი მეკარეები არიან (ემილიანოს გარდა), მაგათ კიდე არავინ გამოუშვებს იანვარში, დაჟე ზაფხულშიც არ ექნება ბარსას დიდად შანსები მაგათი ყიდვის. ამიტომ ჯობია ახლა ვინმე უფასოდ მოიყვანონ, თუნდაც ეს ბებერი მადრიდისტა რომ მაქსიმალურად შეძლონ ცოტა გოლის გაშვება და ნორმალურ სიტუაციაში გადააგორონ ეს 3 თვე.
იანვრამდე ორი რთული თამაში გვაქვს მხოლოდ, არაფერი კატასტროფა არ მოხდება. თუ მაინც 100 წლის მეკარეზეა საუბარი, მაშინ მაქსიმუმ ზამთრამდე, მერე პენია უნდა წავიდეს და ეგ გამოცდილი მეკარე გადაჯდეს ზამენაზე. ნავასიც, ბრავოც, შესნიც და ყველა ვინც ჩამოთვლილია, ფორმიდან ისეა ამოვარდნილი, რომ მაგათით დიდი ტურნირის მოგება და სეზონის დასკვნითი ნაწილის ჩატარება მაგათ იმედად არ მგონია კარგი აზრი
მე ვინც ჩამოვთვალე:
დიოგო კოშტას ისედაც დაუგვიანდა გრანდში გადასვლა, დიდხანს შერჩა პორტუს. ახლა აქვს მშვენიერი საქმე რომ გრანდში ძირითადის მეკარე გახდეს. პორტუმაც რატომ უნდა დაახიოს კალთები, ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდათ და კამანდას ვერ დაშლიან? თუ თვითონ კოშტას სურვილი იქნება, არ მგონია ძალით დააკავონ
სიმონზეც ანალოგიურად. უკვე 27 წლისაა, ან ახლა უნდა გადავიდეს გრანდში, ან აღარასოდეს. ნიკო კი დარჩა ბილბაოში, მაგრამ ნიკო პატარა ბიჭია, იცის რომ სხვა დროსაც ექნება გრანდში თამაშის შანსი, სიმონისგან განსხვავებით. არც ბილბაო არ მოიკლავს თავს
ვერბრუგენიც ბრაიტონის იგროკია, პრემიერლიგის ცხრილის შუაში მყოფი გუნდის. არც ბრაიტონი არ გააფიჩინებს ფეხებს
კობელსაც დაუგვიანდა ბორუსიადან წასვლა, შეიძლება ბილბაოსთან, პორტუსთან და ბრაიტონთან შედარებით მეტად გაძნელდეს მაგათთან მოლაპარაკება, მაგრამ არც ეგაა შეუძლებელი
აი მენიოს გადმოყვანა რთული იქნება
ტრუბინიც ანალოგიურად რთული იქნება, პატარაა ჯერ, ახლახანს გადავიდა ბენფიკაში და თან მაგათ უყვართ ფეხბურთელების 700 მილიონად გაყიდვა. მაგრამ მეკარეებში ზოგადად 100 მილიონებს არავინ იხდის და არც ეგ ჩანს წარმოუდგენელი, ცდა შეიძლება
ვიკარიოც არ იქნება მარტივი, ლევი ადვილად არ გამოუშვებს, თან შემცვლელიც ისეთი არავინ ყავთ ტოტეში. მაგრამ ზოგადად არეული სიტუაციაა მაგ გუნდში და შეიძლება მაინც ჩალიჩი
მარტინესი 5 წელი მაინც ითამაშებს მაღალ დონეზე. ასტონ ვილას ოლსენიც ყავს გამოცდილი მეკარე, პლუს ემი ასაკშია, დიდი ფასი არ ექნება და მაგაზეც შეიძლება ჩალიჩი. მთავარია ასტონ ვილა ჯგუფიდან ვერ გავიდეს
ლივაკოვიჩის ყიდვა საერთოდ არ იქნება პრობლემა. 29 წლის მეკარეა, ფენერბახჩეში თამაშობს და ახლა აქვს შეიძლება კარიერაში ერთადერთი შანსი რომ გრანდში ითამაშოს. სანაკრებოზე ძალიან კარგია ხოლმე, როცა შტეგენი დაბრუნდება, კარგი მეორე მეკარე დადგება მაგისგან
ვლახოდიმოსი საერთოდ ნიუკასლის მეორე მეკარეა, არანაირი სირთულე არაა მაგის ყიდვა. უმაღლესი კლასის გამოცდილი ტიპია, ვერ ვხვდები რას ერჩიან პრემიერლიგაში, სკამიდან რომ არ ააყენეს. ჩვეულებრივ შეიძლება ოდისეასით სეზონის ჩამთავრება და მერე სკამზე გადასმა შტეგენის დაბრუნების შემდეგ
სახელებით რეალი და ბაიერნია ძლიერი მეტოქე მხოლოდ, მაგრამ პენია თუ იდგება კარში შეიძლება მალიორკასთანაც ისეთი ელემენტარული დარტყმები გაუშვას რომ ჩვეულებრივად წავაგოთ ან მინიმუმ ძლივს მოვიგოთ, ამიტომ მხოლოდ ფურცელზე მარტივი მეტოქეები ნუ დაგვამშვიდებს.
მართალი ხარ 100% პენიას იმედი რეალი/ბაიერნი კი არა მალიორკასთანც არ შეიძლება კაცს ჰქონდეს !
ბადია ის ხო არ არის ლეოს რო ფეხზე დაადგა თავისი ფეხი და ბურთისკენ არ გაუშვა, მერე ლეომ რო ჯარიმა გაუტანა და მიაძახა მიიღეო?