ცოტა ხნის წინ ლა ლიგამ სეზონის პირველი ოფიციალური “ელ კლასიკოს” დაწყების ზუსტი დრო დაადასტურა.
“რეალ მადრიდისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება, რომელსაც ესპანეთის დედაქალაქი უმასპინძლებს, დაახლოებით ერთ თვეში, 26 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მანამდე “ბარსას” ლა ლიგაში 4 თამაშის გამართვა უწევს: “ხეტაფესთან” და “სევილიასთან” სახლში, ხოლო “ოსასუნასთან” და “ალავესთან” სტუმრად. არცთუ მცირე შანსია, რომ “ბლაუგრანამ” ოთხივე ეს თამაში მოიგოს და თუ მართლაც ასე მოხდება, ჰანსი ფლიკის გუნდი “კლასიკოს” მინიმუმ ოთხქულიანი უპირატესობით შეხვდება და შესაბამისად, გათამაშებას მადრიდული თამაშის შემდეგაც გარანტირებულად ულიდერებს.
“ბარსელონას” “რეალ მადრიდთან” თამაშამდე რთული კალენდარი აქვს. კატალონიელები “ელ კლასიკომდე” “სევილიასა” და მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდებიან. კარგი ისაა, რომ ორივე ეს შეხვედრა კატალონიაში გაიმართება. “ბლანკოსს” კი “ბლაუგრანამდე” “სელტასთან” გასვლა და “დორტმუნდთან” საშინაო თამაში ელის.
კლასიკომდე "ბარსას" ლა ლიგაში 4 თამაშის გამართვა უწევს: "ხეტაფესთან" და "სევილიასთან" სახლში, ხოლო "ოსასუნასთან" და "ალავესთან" სტუმრად. არცთუ მცირე შანსია, რომ "ბლაუგრანამ" ოთხივე ეს თამაში მოიგოს და თუ მართლაც ასე მოხდება, ჰანსი ფლიკის გუნდი "კლასიკოს" მინიმუმ ოთხქულიანი უპირატესობით შეხვდება და შესაბამისად, გათამაშებას მადრიდული თამაშის შემდეგაც გარანტირებულად ულიდერებს.
მშვენიერი შესაძლებლობა იქმნება ბარსა ისე გაჩემპიონდეს, რომ რეალი ვერცერთხელ ვერ გალიდერდეს ჩემპიონატის ცხრილში. აი ეს დავწერე და 2009 წელი გამახსენდა, იმიტომ რო ისე დაემთხვა იმ დროს მე ესპანეთში ვიყავი, მაისის პირველი რიცხვები იყო განთქმული კლასიკოს წინ ბარსა 4 ქულით იგებდა ჩემპიონატს. მადრიდელები ზეიმობდნენ მოვიგებთ და სხვაობას ერთ ქულამდე დავიყვანთო. სეზონის დამთავრებამდე კი 4 თამაში იყო დარჩენილი და ეჭვიც არ ეპარებოდათ რომ ბარსა ქულებს კიდევ დაკარგავდა. თუმცა ყველას გვახსოვს 1 ქულამდე კი არ შემცირდა 7 ქულამდე გაიზარდა და რეალს ჩემპიონობაზე ხმაც აღარ გაუღია სეზონი ისე დამთავრდა. მითუმეტეს ბარსამ ესეც არ იკმარა და იმ სეზონის ბოლომდე 6 ტიტული მოიგო.
აქეთ არჩევნები, იქეთ ელ კლასიკო, მოკლედ…))
ჩვენთან მშვიდობა იყოს და ელ კლასიკოს…
დარწმუნებული ვარ რეალი კლასიკოსთვის ამ სასტავით ითამაშებს: (რათქმაუნდა ყველა ჯანმრთელი თუ იქნება)
კურტუა
კარვახალი-მილიტაო-რუდიგერი-მენდი
ვალვერდე-ჩუამენი-კამავინგა
ბელინგემი
მბაპე-ვინიციუსი
დანიოლმო მაგ დროს ფორმაში იქნება, მანამდე იქნებ არაუხოც დაბრუნდეს და რეალი უნდა დავადუღოთ, მთავარია მეკარე მოიყვანონ, შესნის ასაკი კაი აქვს მაგრამ მომენტებში ძან იცის წასლევება, მე პირადად როგორც მეკარე ნავასი მირჩევნია, უფრო გამოცდილოა, ტიტულოვანო, მენტალიტეტიც გამარჯვებულის აქვს, თუ ფორმაშია მაგრად გამოგვადგება
მეც ვუყურე პირველტაიმს და საზიზღრობა იყო ეგ კომენტატორი კი არა სექტანტია რეალის იმენა ფანი ხარ გასაგებია მარა უაზროდ აქებდა ყველაფერზე გული შემიღონდა
ჰოო და ტიპი თან იძახის პენალტის მომენტზე უკვე ხაზზე იდგაო როცა მინიმუმ ერთი ნაბიჯით იყო უკან, ამნაირი თბალებში ნაცრის შეყრა არ ვიცი რაა
GRIEZMAN✓™,
მეც ვუყურე პირველტაიმს და საზიზღრობა იყო ეგ კომენტატორი კი არა სექტანტია რეალის იმენა ფანი ხარ გასაგებია მარა უაზროდ აქებდა ყველაფერზე გული შემიღონდა
რეალის თავამაშს ვუყურებ და კომენტატორი და ჩაქნეული ფანია რეალის აზრზე ხართ? გადაახვიეთ და მესამე წუთიდან უსმინეთ
ეს თუ მოვიგეთ ჩემპიონობისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნენა
მანამდე ბალერინები უკეთესად დახვეწავენ როგორ და სად წაიქცნენ. შარშან გველმა ვასკესმა კარგად შეასრულა და პენალტი გამოსცინცლა მსაჯს. გამოსცინცლა რა, მთავარია წაიქცეს, თორემ თუ გინდა საკუთარ ფეხს წამოედოს ეგრევე პენალტს დაარჭობს. თავისით რომ წაიქცეს კარლიტოც ეგრევე დაპარჭყავს ხელებს. ყველაზე მეტად მომეწონა კრისტინამ ხელი კრა მოდრიჩს და ის რა თქმა უნდა გაიშხლართა, მსაჯმა ეგრევე პენალტი დაუდო. რა მნიშვნელობა აქვს ვინ წააქცევს, მთავარია საჯარიმოში წაიქცეს.