სპოტიფაი კამპ ნოუს დასრულების კალენდარი

სპოტიფაი კამპ ნოუს დასრულების კალენდარი

“სპოტიფაი კამპ ნოუ” ისედაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი იყო, განახლების შემდეგ კი “ბარსელონას” საშინაო არენა კიდევ უფრო უკეთესი იქნება. თუმცა ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებას გარდა დიდი ფულისა, დროც ჭირდება.

“ბლაუგრანას” სტადიონი ამჟამად დაახლოებით 60 ათას ადამიანს იტევს, მიზანი კი 100 ათასზე მეტი გულშემატკივრის მასპინძლობაა. ამ მიზანს კატალონიური კლუბი ნელ-ნელა მიაღწევს.

პირველი და მეორე იარუსის სრული დატვირთვის აღდგენის შემდეგ, ახალი მესამე იარუსიც ეტაპობრივად შეივსება მომდევნო სეზონში (26-27), მათ შორის VIP ლოჟებით. ყველაზე რთული სამუშაოები შიდა სივრცეებს უკავშირდება: კვების სერვისები, დარბაზები, დაკაბელება, VIP ლოჟების ინტერიერი…

მესამე იარუსის გახსნა მოსალოდნელია 2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის, ამ ზონის VIP ლოჟების ჩათვლით. იმ მომენტისთვის ტევადობა უკვე დაახლოებით 70,000 ადამიანი იქნება.

ახლა მიმდინარეობს მესამე იარუსის ტრიბუნების ჰიდროიზოლაცია და სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება სავარძლების მონტაჟი.

მესამე იარუსის სავარძლები და ტრიბუნის VIP ლოჟები გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის ბოლოსთვის. საშობაო პაუზის შემდეგ, გეგმა არის, რომ ტრიბუნის მთელი ზონა კომერციულად სრულად გამოიყენებოდეს: პირველი და მეორე იარუსი (რომლებიც უკვე მოქმედია), პლუს მესამე და VIP ლოჟები, ყველა სერვისის სრულად ფუნქციონირებით. დასწრება იქნება დაახლოებით 80,000 მაყურებელი.

სტადიონის სრულად გამოყენებას “ბარსა” 2027 წლის გაზაფხულიდან შეძლებს. მესამე იარუსის დასრულების შემდეგ, რიგი მივა კარებს უკან სექტორებზე; აპრილის ბოლოს ისინი დასრულებული იქნება. ეს არის ეკონომიკურად საკვანძო მომენტი, როდესაც სტადიონს მხოლოდ სახურავი დარჩება დასამატებელი.

სახურავის დამონტაჟება 2027 წლის მაისში ან ზაფხულში დაიწყება და დაახლოებით ოთთ ხვეს გასტანს. ამ დროის განმავლობაში არენაზე სხვა აქტივობები აკრძალული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2027/28 წლების სეზონის პირველ რამდენიმე შეხვედრას “ბლაუგრანა” სხვა სტადიონზე გამართავს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (12)

  • nika 54
    03 აპრ 2026, 21:54

    ასე ზუსტად გაწერა მშენებლობის მიმდინარეობაზე ძალიან ძნელია სულ რო გრაფიკით ევლოთ აქამდეც უნდა მორჩენილიყო, მაგრამ იქ ხალხს ხმაური უშლიდა, და რავიცი რაღა არ მოხდა. ეს ბოლო ვარაუდი მაინც გამართლდეს და აღარ დავეძებთ. ოღონდ კიდევ არაფერი გამოხტეს.

  • Rick Sanchez
    03 აპრ 2026, 00:51

    აუ აუ ძაან იწელება

  • Frenkie de Jong_
    02 აპრ 2026, 22:33

    იმენა ქალთა გუნდმააა გრიშა ონიანიიი უქნაა რეალის ქაცთა გუნდს

    25 მარტს

    2-6 მოუგეს ლიგაზე

    29 ში ლლაიგაში 0-3 ამოტენეს

    და ეხა ლიგის გამეორებითიააა და 6-0 

    ხო არ გიხმაარრრ შეე შობელძაღლოოოოო 

  • დიმიტრი არაყელი
    02 აპრ 2026, 21:59

    პროფილი როგორ უნდა გავაუქმოთ აქ?

  • Frenkie de Jong_
    02 აპრ 2026, 17:29

    ისე იამალმა ძან დახვეწა ლაპარაკიიც იმდენი აგინეს მიხვდა რო ვინიციუსი 2 არ უნდა იყოს

    ძაან კარგად ილაპარაკა გუშინ მის მუსლიმანობაზე.

    ბაბუა ფლიკი ხოდზეაა.

  • Visca-barca
    02 აპრ 2026, 16:52

    ბარსელონას მესამე ფორმა ნახეთ? ძაან კლასნია

  • MESSI 2017
    02 აპრ 2026, 16:33
    9 წუთის წინ, Just_Barca_Lover თქვა:

    საქართველო არ მქონია მხედველობაში, ზოგადად ვთქვი თორე ჩვენთან უარესი ამბავია… 

    ქართველები აშენებენ და აპა რა იქნება 

    გერორო არ ახანგრძლივებს კონტრაქტს და უფასოდ მარცხნივ არ იქნება ცუდი  

  • Just_Barca_Lover
    02 აპრ 2026, 16:22
    41 წუთის წინ, Frenkie de Jong_ თქვა:

    ქართველი იძახი მაგას? 😂😂😂😂 

    ვიღაც სკანდინავიელმა რო თქვას მესმის

    დაგავიწყდა დიდუბე რამდენი ხანი იყო გადათხრილი? 😂😂😂

    საქართველო არ მქონია მხედველობაში, ზოგადად ვთქვი თორე ჩვენთან უარესი ამბავია… 

  • Frenkie de Jong_
    02 აპრ 2026, 15:40
    2 საათის წინ, Just_Barca_Lover თქვა:

    სირცხვილია ამდენი ხანი რო სჭირდება სტადიონის რემონტს. ამდენიხანი კორპუსებს დადგამდა კაცი და კარგ უბანს გააშენებდა. 

    ქართველი იძახი მაგას? 😂😂😂😂 

    ვიღაც სკანდინავიელმა რო თქვას მესმის

    დაგავიწყდა დიდუბე რამდენი ხანი იყო გადათხრილი? 😂😂😂

  • Just_Barca_Lover
    02 აპრ 2026, 13:27

    სირცხვილია ამდენი ხანი რო სჭირდება სტადიონის რემონტს. ამდენიხანი კორპუსებს დადგამდა კაცი და კარგ უბანს გააშენებდა. 

  • ChuxrELia
    02 აპრ 2026, 13:00

    უკვე არსებული ისტორიით, რაც ამ მშენებლობას უკავშირდება, ესეიგი 2028 წლის პირველ ნახევრამდე ვერ მორჩებიან ბოლომდე. შანსი არაა მაგ თარიღებში ჩაეტიონ რაც ამ სტატიაშია მითითებული