workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკის ცვლილება ჟირონასთან თამაშის წინ

ჰანსი ფლიკის ცვლილება ჟირონასთან თამაშის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა “ჟირონასთან” გასამართი თამაშების წინ “ბლაუგრანას” ტრადიცია შეცვალა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბარსელონასა და ჟირონას შორის მანძილი მხოლოდ 100 კილომეტრია და მგზავრობას საათზე ცოტა მეტი ჭირდება, “ბლაუგრანა” კატალონიური დერბის სათამაშოდ მატჩის დღეს მიემგზავრებოდა ხოლმე. “ბარსელონას” ფეხბურთელები ჟირონაში სადილის შემდეგ, პირდაპირ კლუბის საწვრთნელი ბაზიდან მიემგზავრებოდნენ.

ჰანსი ფლიკი ცნობილია იმით, რომ ის ყველა დეტალს დიდ ყურადღებას ანიჭებს. გერმანელმა სპეციალისტმა გადაწყვიტა, რომ კვირას გასამართი მატჩისთვის მისი გუნდი შაბათს გაემგზავრება და ღამეს ჟირონაში გაატარებს. მეორე დღეს ფეხბურთელები ერთად ისაუზმებენ და ისადილებენ. ასე გერმანელი სპეციალისტი ყველაფრის კონტროლის ქვეშ აყვანას უფრო მარტივად შეძლებს, თანაც გუნდი თამაშის დღეს მგზავრობით დაღლილი არ იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 11 სექ 2024, 17:49
    #8

    ერთი სიტყვით პროფესიონალი, რომელიც ყველაფერს ყურადღებას აქცევს და ხვეწავს.

  • me da barca
    schedule 10 სექ 2024, 21:54
    #7

    მაგ დღეს საქართველოში არ ვიქნები და სავარაუდოდ ვერ ვუყურებ, თანაც ადრეა თამაში, ხუთის თხუთმეტ წუთზე იქაური დროით.

  • Rick Sanchez
    schedule 10 სექ 2024, 17:54
    #6

    მალადეც ფლიკ!

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 10 სექ 2024, 16:00
    #5

    ხო ვითომ გამსაკუთრებული არაფერი,მარა ბევრი ასეთი მცირე დეტალი,მთლიანობაში ერთ დიდ საქმეს აკეთებს,მძივებივკთ იკინძება. ამიტო აქვს ყველა წვრილმანს საქმეში მნიშვნელობა. საღოლ ფლიკ კარგად იწყებ💙❤️

  • DesmondHume
    schedule 10 სექ 2024, 12:54
    #4

    Turme rogori yofila gamocdili mwvrtnelis xelshi gundis yola, rac 10 welia ar gveghirsa

  • C.PC5
    schedule 10 სექ 2024, 12:33
    #3

    საინტერესო დეტალებს აქცევს ყურადღებას, ვნახოთ საბოლოოდ რა შედეგს გამოიღებს, დასაწყისი კარგია ცალსახად😘

  • ერლინგ ჰოლანდი
    schedule 10 სექ 2024, 12:21
    #2

    აი რას ნიშნავს მწვრთნელი რომელიც გუნდზე ზრუნავს და ყოველ სულ მცირედ დეტალსაც კი ითვალისწინებს სააღოლ ფლიკუნია ბრავო ჯიგარი ხარ

  • Barca for life
    schedule 10 სექ 2024, 12:16
    #1

    უკვე მაგრად შემიყვარდა ეს კაცი. ისედაც ერთერთი პირველი ვიყავი ვისაც ამისი მოსვლა უნდოდა რადგან ვიცოდი რისი მაქნისიც იყო, მაგრამ ასე დეტალურად რომ ვხედავ რასაც აკეთებს ორმაგად მიხარია.
    ეს კაცი ბარსაში ისტორიას დაწერს, აგერ ნახავთ თუ არა.