workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ისტორიაში მესამე ყველაზე შედეგიანი სტარტი

ბარსელონას ისტორიაში მესამე ყველაზე შედეგიანი სტარტი

ჰანსი ფლიკის “ბარსელონა” სეზონს გამორჩეული შედეგიანობით იწყებს. “მესტალიაზე” “ვალენსიას” 5-0 დამარცხების შემდეგ კატალონიელებს ლა ლიგის საწყის ოთხ ტურში 17 გოლი დაუგროვდათ, რაც კლუბის ისტორიაში მესამე საუკეთესო მაჩვენებლის გამეორებაა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ჩემპიონატის პირველ ოთხ შეხვედრაში “ბარსას” მეტი გოლი მხოლოდ ორჯერ ჰქონდა გატანილი: 1950/51 წლების სეზონში – 21, ხოლო 1949/50 წლების სეზონში – 19. ფლიკის გუნდმა გაიმეორა 1957/58 და 2011/12 წლების სეზონების შედეგი.

სეზონიგოლები პირველ ოთხ ტურში
1950/5121
1949/5019
2026/2717
1957/5817
2011/1217

ამჟამად “ბარსელონას” გოლების რაოდენობით ევროპის ხუთ წამყვან ჩემპიონატშიც საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ფლიკის გუნდი საშუალოდ შეხვედრაში 4,25 გოლს იტანს და ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერია.

ამ სტატისტიკას საინტერესო ისტორიული დეტალიც ახლავს: ჩამოთვლილი ოთხივე წინა სეზონი “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონობის გარეშე დაასრულა. 1949/50 და 1950/51 წლებში ტიტული “ატლეტიკომ” მოიგო, ხოლო 1957/58 და 2011/12 წლებში ჩემპიონი “რეალ მადრიდი” გახდა.

ფლიკის გუნდი ახლა შეეცდება, ასეთი შედეგიანი სტარტი ჩემპიონობით დააგვირგვინოს და ლა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი