workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ ფეიენოორდთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

ბარსელონამ ფეიენოორდთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

calendar_month მატჩის დრო: 9 სექტემბერი, 20:45
bolt მოკლედ
"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე სეზონის პირველი შეხვედრისთვის ემზადება. ერიკ გარსიამ დამცავი ნიღბით ივარჯიშა, თუმცა "ფეიენოორდთან" დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

“ვალენსიასთან” გამარჯვების შემდეგ “ბარსელონამ” ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანა. კატალონიელები ოთხშაბათს, 9 სექტემბერს, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ფეიენოორდს” უმასპინძლებენ.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ორშაბათის ვარჯიშზე გუნდი ორ ჯგუფად გაიყო. “ვალენსიასთან” ძირითად შემადგენლობაში მყოფმა ფეხბურთელებმა და ჟიულ კუნდემ აღდგენითი სამუშაო შეასრულეს, დანარჩენებმა კი უფრო მაღალი ინტენსივობით ივარჯიშეს. საწვრთნელ პროცესში ჰამზა აბდელკარიმი და ჯესი ბისივუც მონაწილეობდნენ.

ერიკ გარსიამ დამცავი ნიღბით ივარჯიშა. ესპანელი მცველი ჩემპიონთა ლიგაზე პირველ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს: მან წითელი ბარათი ამ ტურნირის გასული სეზონის ბოლო მატჩში მიიღო.

“ფეიენოორდს” “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი წვრთნის. ჰანსი ფლიკის გუნდი ნიდერლანდელებთან დაპირისპირებისთვის მზადებას სამშაბათს გააგრძელებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი