workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიერ-ემერიკ ობამეიანგი: დეპრესიაში ვიყავი და ბევრს ვსვამდი, ბარსამ კი შანსი მომცა

პიერ-ემერიკ ობამეიანგი: დეპრესიაში ვიყავი და ბევრს ვსვამდი, ბარსამ კი შანსი მომცა

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ბარსელონაში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

“ბარსაში გადასვლამდე, ჩემი მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დეპრესიაში ვიყავი და ბევრს ვსვამდი. ბარსელონამ შანსი მომცა და ამის გამო ყოველთვის მადლიერი ვიქნები.

ფეხბურთის თამაშითა და ვარჯიშებზე მისვლით ასე არასდროს მისიამოვნია. სესიაზე დასვენების დღეებშიც კი დავდიოდი, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს შესანიშნავი იყო. ვისურვებდი, რომ იქ უფრო დიდი ხანი გამეტარებინა,” – განაცხადა გაბონელმა ფეხბურთელმა.

“ბლაუგრანამ” ობამეიანგი 2022 წლის იანვარში, არსენალიდან, უფასოდ დაიმატა და ზაფხულში, ფინანსური პრობლემების გამო გაყიდა. მიუხედავად იმისა, რომ პიერ-ემერიკმა კლუბში მხოლოდ 6 თვე გაატარა, მან ქომაგების გული მოიგო და დიდი კვალი დატოვა. გაბონელმა არაერთი დასამახსოვრებელი გოლი გაიტანა და გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაში დაეხმარა.

ობამ ბარსადან წასვლის შემდეგ ჩელსისა და მარსელში ითამაშა, ახლა კი არაბულ ალ ქადსიაში ასპარეზობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 03 სექ 2024, 18:39
    #8

    მე ისიც ვერ გამიგია დღემდე, დემბელე რამ მოაყვანინათ ეს ხო მთელი თავით მაღლა იდგა ბორუსიაში ერთად თამაშის დროს.

  • jacky iakovenko
    schedule 02 სექ 2024, 22:58
    #7

    ამის გაშვება როგორ შეილებოდა 🥴

  • Gaucho24
    schedule 02 სექ 2024, 18:13
    #6

    ოქროს კაცია , ეს არ უნდა გაგვეშვა , არაფერზე არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა და ახლაც ლევანდოვსკის თუ არ აჯობებდა ღირსეულ კონკურენციას აუცილებლად გაუწევდა..

  • Don_Andresito
    schedule 02 სექ 2024, 17:39
    #5

    ციტატა: იკა
    რა ჭირს ადმინებს? რატო არ იწერება არაფერი დეკუს შესახებ, მაშინ როდესაც მთელი ტელეგრამ ჯგუფები აფეთქებულია სხვადასხვა ინფორმაციებით. რატო არ იწერება არაფერი ბერნალის ოპერაციის შესახებ, რომელიც 4 რიცხვში ჩაინიშნა??? რატო არ იწერება არაფერი ანსუ ფატიზე, რომელიც ვარჯიშებს დაუბრუნდა??? რა ობამეიანგი ამდენი რაღაც ხდება რეალურ დროში


    ჩამკვდარია საიტი, სულ ესეა რამდენი ხანია. იმედია ამათაც ფლიკი გამოაცოცხლებს თორე ფერან ტორესს გავს ეს საიტი უკვე წლებია. ღამე მოიცლის მერე ერთი რომელიმე ავტორი და მიაყრის 4-5 სტატიას და ეგაა.

  • Rick Sanchez
    schedule 02 სექ 2024, 17:36
    #4

    ამის გაშვება შეცდომა იყო, სხვა უამრავი ნაგავი იყო მოსაშორებელი.

  • Barca
    schedule 02 სექ 2024, 17:23
    #3

    ციტატა: იკა
    რა ჭირს ადმინებს? რატო არ იწერება არაფერი დეკუს შესახებ, მაშინ როდესაც მთელი ტელეგრამ ჯგუფები აფეთქებულია სხვადასხვა ინფორმაციებით. რატო არ იწერება არაფერი ბერნალის ოპერაციის შესახებ, რომელიც 4 რიცხვში ჩაინიშნა??? რატო არ იწერება არაფერი ანსუ ფატიზე, რომელიც ვარჯიშებს დაუბრუნდა??? რა ობამეიანგი ამდენი რაღაც ხდება რეალურ დროში


    დეკუზე რა იწერება არ ვიცი

  • იკა
    schedule 02 სექ 2024, 16:48
    #2

    რა ჭირს ადმინებს? რატო არ იწერება არაფერი დეკუს შესახებ, მაშინ როდესაც მთელი ტელეგრამ ჯგუფები აფეთქებულია სხვადასხვა ინფორმაციებით. რატო არ იწერება არაფერი ბერნალის ოპერაციის შესახებ, რომელიც 4 რიცხვში ჩაინიშნა??? რატო არ იწერება არაფერი ანსუ ფატიზე, რომელიც ვარჯიშებს დაუბრუნდა??? რა ობამეიანგი ამდენი რაღაც ხდება რეალურ დროში

  • PAIN
    schedule 02 სექ 2024, 16:46
    #1

    სუას მერე ეს უნდა მოგვეყვანა თავიდანვე… მესისაც მაგრად დაეხმარებოდა და მთლიანად გუნდსაც… სამწუხაროდ ბართომეუმ + ლა ლიგამ იმდენი ქნეს მესიც გაუშვეს და გუნდიც დააქციეს