“ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა Jijantes-თან საუბრისას კლუბში დაბრუნების შესახებ ისაუბრა.
როგორც გაბონელი ფეხბურთელი ამბობს, მას “ბლაუგრანას” მაისურის მორგება კვლავ სურდა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
პირველ რიგში, მადლიერი ვარ ყველა იმ შეტყობინებისთვის, რომლებსაც გულშემატკივრებისგან დღემდე ვიღებ. მე მთელი გულით მსურდა “ბარსელონაში” დაბრუნება, რადგან ამ კლუბში თამაშით ძალიან ვამაყობ. იქ გატარებული 8 თვე წარმოუდგენელი იყო. ზუსტად არც კი ვიცი თუ რატომ არ შედგა ხელახალი ტრანსფერი. ვფიქრობ, ამის შესახებ ბევრი არც უსაუბრიათ, თუმცა ცხოვრება ასეთია, ასე ხდება ხოლმე.
ესპანეთში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი, რადგან ჩემი ბებია და ბაბუა ამ ქვეყნიდან იყვნენ. მათ თავის დროზე დავპირდი, რომ ამას გავაკეთებდი, ოცნება კი “ბარსელონაში”, ამ საოცარ ქალაქში ამიხდა. სამწუხაროდ, ჩემს დროს კლუბში რთული ფინანსური სიტუაცია იდგა, რის გამოც “ბარსელონადან” წასვლა მომიხდა. ასე რომ არ ყოფილიყო, აქ კიდევ რამდენიმე წლით ვითამაშებდი. მიუხედავად ამისა, არ ვწუწუნებ, უბრალოდ დრო მალე გადის, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩემთვის სამახსოვრო დღეები და მოგონებებია.
ობამეიანგმა კომენტარი “ბარსელონას” მიმდინარე სეზონზეც გააკეთა და საგულისხმოა, რომ გაბონელმა კლუბის მიმართ სიტყვა “ჩვენ” არაერთხელ გამოიყენა.
ჩვენ ამ სეზონის განმავლობაში ბევრი რთული მომენტი გადავიტანეთ, თუმცა წინ ჩემპიონთა ლიგაა და მისი მოგება კვლავ შეგვიძლია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავიღოთ იმისთვის, რათა ამ წელს რამე მოვიგოთ. ვფიქრობ, ჩავი საამისოდ კარგი მწვრთნელია და კარგი პიროვნებაცაა. თქვენ მას უნდა ენდოთ და ის ყველაფერს უკან დაგიბრუნებთ.
– თქვა კლუბის ყოფილმა თავდამსხმელმა, რომელიც ამჟამად ლიგა 1-ში, კერძოდ “მარსელის” შემადგენლობაში თამაშობს. 34 წლის ობამეიანგს მიმდინარე სეზონის საფრანგეთის ჩემპიონატში 20 მატჩი აქვს გამართული, რა დროშიც მან 6 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა.
8 თვით მოვიდა და სამუდამოდ ჩაეწერა ბარსას ლეგენდების სიაში💯💯🫶
ამის გაშვება როგორ იქნებოდა, დორტმუნდიდან დემბელეს მოყვანამდე ვფიქრობდი რო ეს უკეთესი იყო იმ ჩურჩხელაზე.
ამის დაკარგვა იყო ერთ ერთი ბოლო დროის ყველაზე დიდი სისულელე რაც გუნდში მოხდა განვლილ დროში და თამაშებში კარგად გამოჩნდა ეგ ამბავი
ეს კაცი და ლუკ დე იონგი არვიცი რა ძაან დიდხანს მემახსოვრება♥️
ამ ადამიანს ჰქვია კულე <3
ჩვენი ლეგენდა კაციხარ
ჩვენ გულებში იქნები ობა სულ
რა კაცი ❤️❤️
ეჰ, რა კაცი დავკარგეთ, პოზიტიური.