workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ვიტორ როკე ბეტისში იჯარით გადავიდა

ოფიციალურად: ვიტორ როკე ბეტისში იჯარით გადავიდა

“ბარსელონამ” გუნდის ბრაზილიელი თავდამსხმელი ვიტორ როკე “ბეტისში” გაანათხოვრა. ინფორმაცია “ბლაუგრანას” ოფიციალურმა ვებგვერდმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.

19 წლის შემტევი “ბეტისში” ერთწლიანი იჯარით გადავიდა. კლუბებს შორის გარიგება იჯარის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ანდალუსიელებს ფეხბურთელის დარეგისტრირებისა და გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

როკე “ბარსაში” იანვრიდან გამოდიოდა. მან კატალონიურ გუნდში 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. “ბარსელონას” იმედი აქვს, რომ ვიტორი “ბეტსში” მეტ სათამაშო დროს მიიღებს და ესპანურ ფეხბურთთან უფრო ადაპტირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 27 აგვ 2024, 18:01
    #5

    დიდი იმედი მაქვს რო ნამდვილ ტიგრად იქცევა.

  • Rick Sanchez
    schedule 26 აგვ 2024, 14:54
    #4

    იმედია დრო მიეცემა ბეტისში და დაამტკიცებს თუ რამე შეუძლია.

  • C.PC5
    schedule 26 აგვ 2024, 12:39
    #3

    ვნახოთ მანდ მაინც რას იზამს, ბარსაში არც დრო მიეცა და ვერც გაამართლა რაც ითამაშა. ისე ამდენი ფეხბურთელი გაუშვეს გუნდიდან და მარტო ოლმო მოიყვანეს ტრანსფერზე, ან ძაან კაი სეზონი გამოუვათ ან ძაან ჩაისვრიან.

  • araujo4
    schedule 26 აგვ 2024, 12:33
    #2

    ლენგლეც მიყვა

  • rivaldo80
    schedule 26 აგვ 2024, 12:23
    #1

    ბეტისიში თუ ვერ წარმოაჩინა თავი ესეიგი არა ეს ბიჭი ევროპული ფეხბურთისთვის დაბადებული.ბევრია ეგეთი იქ კარგად თამაშობს აქ ვერ იხსნება.ჩემი აზრით ეგრევე გრანდში არ უნდა შეაგდო ეგ ერთეულებს შეუძლია მარტო ეს უნდა გაენათხოვრებინათ როგორცვე იყიდეს სადმე პატარა გუნდში სადაც მაგხელა წნეხი არ ექნებოდა.