სერჟი რობერტო კარიერას “ბარსელონაში” აღარ გააგრძელებს. ინფორმაცია ახლახან კატალონიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
32 წლის ფეხბურთელი სამშაბათს, 13 აგვისტოს, გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციას გამართავს.
რობერტო “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. ის “ლა მასიაში” 2006 წელს 14 წლის ასაკში ჩაირიცხა, 2010 წლიდან კი პირველ გუნდში გამოდიოდა. სერჟიმ “ბლაუგრანას” მაისურით 373 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 43 ასისტი გააკეთა. მან 25 ტიტული მოიგო: 7 ლა ლიგა, 2 ჩემპიონთა ლიგა, 6 ესპანეთის თასი, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერ თასი და 6 ესპანეთის სუპერ თასი.
ალბათ, რობერტოს კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი “პარი სენ-ჟერმენთან” ისტორიულ ქამბექს უკავშირდება. სერჟის მიერ დამატებით წუთებზე გატანილი გოლით “ბარსამ” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში პსჟ 6-1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
ცნობილია, რომ რობერტოს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტის ვადა ივნისის ბოლოს ამოიწურა.
კარგად ძმაო.
ეკუთვნის ძმაო როგორ არა მაგრამ პრეზიდენტი ხო ღლეპორტაა? ტიპმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გააგდო გუნდიდან, მესის არ გაუკეთეს გაცილება და რობერტო რა მოსატანია. დიდი ხანია ლეგენდებს პატივს აღარ ცემენ, სამაგიეროდ დემბელეს და ნიკოსბაირ ზანგებს დრაკში უძვრებიან
კაპიტანი იყო, ვითომ არ ეკუთვნის გაცილება? თუ ჩვენც რეალი ვართ? როგორ წავიდნენ რაული, კასილასი და თუნდაც რონალდუ?
უმეტესად ნერვებს მიშლიდა და მაღიზიანებდა მაგრამ მაინც ჩვენი ლეგენდაა ზამენაზე ჯდომაზე ხმას არიღებდა ხან სად ათამაშებდნენ ხან სად მაგაზეც კაცი ხმას არიღებდა და ხელფასი ხო ისედაც სულ კაპეკები ქონდა ფაქტია უყვარს ამ კაცს გუნდი მთელი სულით და გულით
ერთ ერთი ყველაზე ქლაჩ ფეხბურთელია ისტორიაში
წარმატებები და დიდი მადლობა თუნდაც მხოლოდ იმ ერთი გოლისთვის პსჟ ს რომ შეუგდო