workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სრულფასოვანი ტრანსფერი გამოირიცხა – როკე ბარსას იჯარით დატოვებს

სრულფასოვანი ტრანსფერი გამოირიცხა – როკე ბარსას იჯარით დატოვებს

“ბარსელონამ” გუნდის ბრაზილიელი თავდამსხმელის, ვიტორ როკეს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსა” როკეს განათხოვრებას გეგმავს. ამ ეტაპზე სრულფასოვანი ტრანსფერი გამორიცხულია, რადგან “ბლაუგრანა” სამომავლოდ მასზე იმედებს ჯერ კიდევ ამყარებს. ფეხბურთელის გარემოცვა ამაზე თანახმაა.

წყაროს ცნობებით, კატალონიურ კლუბს სურს, რომ 19 წლის შემტევს ევროპულ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის მეტი დრო მიეცეს, შემდეგ კი გადაწყვეტს, დაიბრუნებს თუ სრულფასოვნად გაუშვებს.

იგივე წყარო იტყობინება, რომ როკეთი დაინტერესებული კლუბები “პორტუ”, “ლაციო” და “ნაპოლი” არიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Rick Sanchez
    schedule 12 აგვ 2024, 06:16
    #5

    ციტატა: nika 54
    ნაპოლიში, კვარა დატვირთავს ასისტებით.


    ეს გაუფუჭებს ასისტებს

  • nika 54
    schedule 11 აგვ 2024, 21:04
    #4

    ნაპოლიში, კვარა დატვირთავს ასისტებით.

  • Don_Andresito
    schedule 11 აგვ 2024, 14:24
    #3

    ახლა ნახე, ადგებიან და ისეთ გუნდს მიაიჯარებენ 3 უკეთესი ფორვარდი რო ყავთ. როგორც ლენგლე ფატი და სხვა არაერთი გააიჯარეს დიდ კონკურენციაში და უკან მოგვიყარეს მერე. ესპანეთშივე გაუშვან, სევილია ან ბეტისი. ერთიდან ელ ნესირი წავიდა მეორედან ხოსე და შანსი ექნება

  • nikusha
    schedule 11 აგვ 2024, 10:11
    #2

    გილოცავთ ყველას ლაშა ტალახაძის ოქროს

  • araujo4
    schedule 11 აგვ 2024, 07:39
    #1

    უაზრო გადაწყვეტილება მგონია. თუ ფიქრობ რომ აქვს ნიჭი და გაიხსნება, დატოვე და მიეცი ხოლმე შანსი. ანუ არ ენდობიან. სადღაც წავა იფაფხურებს და ფასი უფრო დაუვარდება…