ჟოაუ ფელიშმა ბარსელონა სოციალური ქსელებიდან წაშალა

ჟოაუ ფელიშმა ბარსელონა სოციალური ქსელებიდან წაშალა

პორტუგალიელი შემტევი ჟოაუ ფელიში, დიდი ალბათობით, კარიერას “ბარსელონაში” აღარ გააგრძელებს.

ფელიშმა გასული სეზონი “ბარსაში” იჯარით გაატარა, რომლის ვადაც ივნისის ბოლოს ამოიწურა. თითქმის ერთი თვეა, რაც 24 წლის ფეხბურთელი ოფიციალურად “ბლაუგრანას” ფეხბურთელი აღარაა.

Tribuna-ს ინფორმაციით, ფელიშმა “ბარსელონა” სოციალური ქსელების, Instagram-ისა და X-ის ანგარიშების ბიოგრაფიიდან წაშალა, რაც კატალონიურ კლუბთან თანამშრომლობის დასრულებაზე მიუთითებს.

უკვე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახლა “ბარსას” მთავარი საზრუნავი ნიკო უილიამსის ტრანსფერია. ფელიშის საკითხი “ბლაუგრანას” პრიორიტეტებში არ შედის.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (11)

  • Chico
    30 ივლ 2024, 21:20

    ასე ხდება როცა ყველა ნაბ….რს თავს გაუყადრებ და პირის გახსნის საშუალებას მისცემ. საერთოდ რა უნდოდა ამ ხისთავას ბარსაში? რატომ მოიყვანეს? იმიტომ, რომ სატრანსფერო პოლიტიკა აბსოლუტურად უვარგისია და საქმის არამცოდნეები წყვიტავენ მნიშვნელოვან საკითხებს… ვინც მართლა კარგია და გამოადგება გუნდს, ის ვერ მოჰყავთ, ან უფრო არ მოდიან. მოჰყავთ ბებრები ან უსუსურები. ნიკოც იმიტომ არ მოდის, რომ ხედავს რაც ხდება. ხედავს, რომ აბსოლუტურად გაუგებარი სიტუაციაა ბარსაში და რაც ითქმება ის არ კეთდება… ჩამთავრდეს ეს სეზონი და დადგება დრო შედეგების განხილვის. ძალიან მინდა, რომ ლაპორტამ შესძლოს სიტუაციის გამოსწორება და ამის იმედიც მაქვს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერ სასიკეთოს ვერ ვხედავ…

  • Rick Sanchez
    30 ივლ 2024, 10:38

    არადა ძალიან მაგარი ნიჭის პატრონია, მეცოდება რომ ასეთი ცუდი მენტალიტეტი აქვს.

  • nika 54
    29 ივლ 2024, 15:23

    ამას მაგარი შანსი ქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ეხლა ბარსას იმის დრო არა აქვს ასეთ დედიკოს ბიჭებს ბარსელონას ტაქტიკა და სტრატეგია ავუხსნათ, ჩავიზე უკეთ ამას ფლიკი ვერ აუხსნის ისე რომ ჩვენზე ნაწყენი ვერ დარჩება.

  • azulgerana
    29 ივლ 2024, 01:33

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: iniesta73
    ნიკო არ მოდის, ოლმოზე იწერება რომ შეუთანხმდენ მარა ეგეც საეჭვოა, იტოკში დეკუ არაფრის მაქნისია ვინც რამის გამკეთებელი იყო წავიდა და ეხლა გაშვებითაც ვერ უშვებს ეს სიბანძე ფეხბურთელებს


    ხვალ მგონია ნიკოს პასუხს გავიგებთ. ჯერ არავინ არაფერი იცის.


    ეს მართალია რაა დეკუ მაგარი უარგისია ვიქტორ როკეს მეტი ვერავინ დაკერა

  • Barca
    28 ივლ 2024, 23:07

    რა ტალანტია არადა

  • nikusha
    28 ივლ 2024, 22:21

    შავები ჩავიცვათ ახლა ფელიშის გამო?

  • tbilisi
    28 ივლ 2024, 22:19

    მეგობრებო ეს არის ერთი ჩვეულებრივი პიჟონი. კაცი თუ თავის საოცნებო კლუბში გადმოვიდა, წესით უნდა ბნღვნიდეს ყველაფერს. შეიძლება ვერ შეძლოს მაგრამ არ უნდა კეკლუცობდეს. ამისთვის ბარსა არის სამარიაჟო და ახლა ჩვენ გვკითხე შვილო ყოველ წელს ლიგის თასი გვესიზმრება, იმიტომ რომ არ ვართ ჩამოსაწერი ხალხი, მითუმეტეს ასეთი ისტორიის მქონეს მაგრამ ჩვენ ხომ იცით რომ გრანდებმა დიდი ხანია ჩამოგვწერეს და ანგარიშ გასაწევ ძალადაც კი არ გვთვლიან. პსჟ-ს 4:0 დან დავუტრიალეთ და 6:1 მოვუგეთ და წელს სტუმრად მოგებული თამაში გავანიავეთ, თან პსჟ-ს გრანდობა არ გაიშვას.

  • nikusha
    28 ივლ 2024, 22:18

    თვის ბოლომდე ნიკო იტყვის სავარაუდოდ პასუხს ასე რომ უნდა გავუძლოთ ეს რამოდენიმე დღე

  • La Pulga10
    28 ივლ 2024, 22:11

    ციტატა: iniesta73
    ნიკო არ მოდის, ოლმოზე იწერება რომ შეუთანხმდენ მარა ეგეც საეჭვოა, იტოკში დეკუ არაფრის მაქნისია ვინც რამის გამკეთებელი იყო წავიდა და ეხლა გაშვებითაც ვერ უშვებს ეს სიბანძე ფეხბურთელებს


    ხვალ მგონია ნიკოს პასუხს გავიგებთ. ჯერ არავინ არაფერი იცის.

  • iniesta73
    28 ივლ 2024, 20:54

    ნიკო არ მოდის, ოლმოზე იწერება რომ შეუთანხმდენ მარა ეგეც საეჭვოა, იტოკში დეკუ არაფრის მაქნისია ვინც რამის გამკეთებელი იყო წავიდა და ეხლა გაშვებითაც ვერ უშვებს ეს სიბანძე ფეხბურთელებს

  • C.PC5
    28 ივლ 2024, 20:49

    ჩამწყდა გული, წაგვშალა რაღა გვეშველება რანაირად შემოვირიგოთ laughing ეს ღლებავშვა, ახლა ატლეტიკოში რო მოუწიოს დარჩენა ორ მატჩს ჩაატარებს იქეთ სეზონში სულ და ორივეს ჩვენთან ითამაშებს დაბოღმილი, მერე წავა ისევ მიიძინებს blush