ფერან ტორესი ბენფიკასთან შეხვედრის წინ

ფერან ტორესი ბენფიკასთან შეხვედრის წინ

“ბარსელონას” თავდამსხმელი ფერან ტორესი ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში “ბენფიკასთან” სტუმრად გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გაესაუბრა.

ჩემპიონთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. გვინდა, “ბენფიკასთან” 3 ქულა მოვიპოვოთ, რაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მნიშვენლოვანია.

“ბარსელონაში” ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი მომავალი აქაა.

ვფიქრობ, ჩვენს ნებისმიერ ფეხბურთელს სჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. მისასალმებელია, რომ “ბენფიკას” მწვრთნელიც ასე ფიქრობს.

ლა ლიგაში სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ.

მინდა, “ბარსელონაში” ბევრი ტიტული მოვიგო.

მართალია, ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაზე ის შედეგები არ გვქონდა, რაც გვინდოდა. წელს ერთ-ერთი დიდი მოტივაცია სწორედ ეს იყო.

ჩემი საყვარელი პოზიცია? თავდამსხმელად თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშებ და მაქსიმუმს გავაკეთებ.

სათადარიგოზე ყოფნა? ეს როლი არავის მოგვწონს, მაგრამ უნდა გამოვიყენო სათამაშო დრო და დავამტკიცო, რომ სასტარტოში ყოფნა შემიძლია.

ფლიკი მენდობა და როდესაც მოედანზე ვარ, ვცდილობ, ეს ასისტებით ან გოლებით დავუბრუნო.

ფატი? ანსუს ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ვხედავ, რომ ძალიან კარგად ვარჯიშობს. ის მაღალ დონეზე იმყოფება.

მაქსიმალურად ვცდილობ, ფატის შეძლებისდაგავარად დავეხმარო, რათა იყოს პოზიტიური და რთულ მომენტებს გაუმკლავდეს, რადგან ფეხბურთში აღმასვლა და დაღმასვლა ხშირადაა.

არ ვიცოდი, რომ გასვლაზე უფრო მეტი გოლი გამაქვს, ვიდრე სახლში, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი ბურთი გავიტანო.

“ბენფიკა” წელს ძალიან კარგად გამოიყურება. როდესაც ჟოაუ ფელიში “ბარსელონაში” ირიცხებოდა, მან მაიძულა, პორტუგალიურ ფეხბურთს უფრო დავახლოვებოდი.

რასიზმის გამოვლინება ბალდეს მისამართით? რასისტული შეურაცხყოფა არცერთი ფეხბურთელის ან გუნდის მიმართ გამართლებული არაა. ეს ფეხბურთსა და ცხოვრებაში დაუშვებელი უნდა იყოს. ის ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინეს, უნდა დაისაჯონ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    22 იან 2025, 15:08

    ბენფიკასთან ამის იმედი მაქვს დიდი.

  • Rick Sanchez
    21 იან 2025, 15:34

    მე ვერ ვხედავ შენს მომავალს ბარსაში სამაგიეროდ.