“ბარსელონას” თავდამსხმელი ანსუ ფატი ტრავმირებულია. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
“ბლაუგრანას” ვებგვერდის ცნობით, ფატიმ დღევანდელ ვარჯიშზე მარჯვენა ტერფი დაიზიანა.
21 წლის შემტევი კონსერვატიული მეთოდით იმკურნალებს. მისი დაბრუნება დამოკიდებული იქნება გამოჯანმრთელების პროცესზე.
ესპანელი ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, ფატის დაახლოებით 3-6 კვირა გაუცდება.
ასევე ხავი მიგელი იტყობინება, რომ ანსუს მსგავსი ტრავმა გასულ სეზონში ინიგო მარტინესს ჰქონდა. ინიგომ ამ დაზიანების გამო 2 თვე გამოტოვა.
ძალიან მეცოდება რა, ვეღარც გავუშვებთ და ისღა დაგვრჩენია ჩვენ გამოვიყენოთ მაქსიმალურად.
ამის კიდევ ვინმეს გეიმედებათ? რით ვერ მოაშორეს, გადაუხადონ ხელფასი და გააგდონ რა
ჰექტორ ფორტზე რას შვებიან ძაან კაი ბიჭია ნეტა არ ამოწევენ?
ალვარესს უნდა წასვლა სიტიდან და რავიცი იქნებ გაანძრიონ ტვინი აქ და დაიმატონ ეს ლევანდოვსკი საიმედო არ მგონია და ვერც როკეა ხოდზე არადა მართლა დახატავს ალვარესი ბარსას
დღე დამთავრდა და ერთი სიახლე არ დევს.
Barca for life, თუ მართლა ნიკოს და ოლმოს მოვიყვანთ რა პრობლემაა. ამ ფინანსური პრობლემების ფონზე იქნებ ლა მასიიდან ამოვწიოტ მართლა კიდე ერთი 3 ფეხბურთელი როგორც შარშან ფერმინი და კუბასი
პლუს დღეს ვისმენდი რაღაც ნიუსებს და სუბიმენდიზე იმიტო არ ისმის არაფერი რომ თავად არ უნდა ბარსაშიო და ეგ ბევრჯერ აღნიშნაო, ამიტო გამორიცხულია ეგ ბიჭი, ასევე კიმიხზე დაიწერა რო ბარსაში უნდა მაგრამ ბარსა მხოლოდ მომავალ წელს შეეცდება მოყვანასო (რადგან ბაიერნი 50+ს ითხოვს)
დაიწერა რომ ოლმოს პირობები გაუგზავნეს და პასუხს ელოდებიანო.
მოკლედ მემგონი წელს მხოლოდ უილიამსი და ოლმო მოგვყავს და დანარჩენი პოზიციები ლამასიით დაკომპლექტდება.
ცუდი გუნდი ნაღდად არ დგება, რადგან კასადომ და ბერნალმა აშკარად მოხიბლეს ხოლო ტონი ფერნანდესი ისე ახსენა რო ესე იგი მართლა დიდი ტალანტია ეგ ბავშვი, ახლა გახდა 16ის, ხოლო გილე, მისი ბიძაშვილი, კიდევ უფრო დიდი ტალანტია..
ასე რომ რეალურად არაფერი გვიჭირს გარდა მარცხენა ვინგისა და უილიამსის მოსვლით ეგეც დალაგდება.
ძალიან კარგი მივესალმები +1
აბა ვირის ხორცი იაფად, მსურველებს გელოდებით.
რამე დაწერეთ მოკვდა საიტი!!
ამ ბიჭს კარიერა დაუნგრია კუმანმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა. პირველად როცა ტრამვა მიიღო და იშუშებდა, ექიმებმა გასცეს რეკომენდაცია დღეში ერთხელ ვარჯიშის. როგორც კი შეხედა შტაბმა რომ არ აწუხებდა არაფერი, ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად დაიწყეს მისი დღეში 2 ჯერ სრული დატვირთვით ვარჯიში და კი მოუწია მერე 4 ოპერაციის გაკეთება მიყოლებით. მერე ფსიქოლოგიურად მაგარი შეშინებული დაბრუნდა, ერიდებოდა ორთაბრძოლებში შესვლას, კაცის მოტყუებას. ოჯახმა მილიონები ითვალა და ამ ბიჭის კარიერაც დაინგრა.
ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი: ლეო მესი უდიდესია მათ შორის, ვისაც ფეხბურთი უთამაშია
ლივერპულის ფეხბურთელმა, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა ლიონელ მესიზე ისაუბრა.
"ლეო მესი უდიდესია მათ შორის, ვისაც ფეხბურთი უთამაშია. მის წინააღმდეგ მოედანზე გასვლისას ისეთი გრძნობა დამეუფლა, როგორიც არასდროს მქონია. როცა ბურთი მესის სიახლოვესაა, ყოველთვის წითელ ხაზზე ხარ. ვფიქრობ, ძალიან ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტოქეს მსგავსს გრძნობას უჩენს.
ჩემთვის, ბევრ, ბევრ ასპექტში ლეო უკონკურენტოა. მას შეუძლია, მოედანზე თითქმის ყველაფერი გააკეთოს, რაც სურს. ამიტომაც, ის საუკეთესოა," – ციტირებს ინგლისელის სიტყვებს Mirror Football.
აი ეს დაიწერა დღეს გოალ.ჯე ზე. ინტერვიუს ამბავი რა თქმა უნდა გასაკვირი არაა, ლეოს ყველა შეგნებული ფეხბურთელი აქებს, რა თქმა უნდა რეალის ფეხბურთელების გარდა. ყველას გახსოვთ ისკოს რო მესის ფანობა წამოსცდა, იმ დღიდან რეალში ადგილიც დაკარგა. ხოდა ახლა როგორც ჰალაზე იწერებოდა ნაჩოს წასვლის შემდეგ რეალს ამის გაფორმება უნდოდა და როგორ ფიქრობთ, პერესი მაინც წაიყვანს ტრენტს რეალში?
აგერ მე დავდე პატარა ნიუსი, სულ რო არ დაგვავიწყდეს რა ხდება ფეხბურთში.
მწერლები პასიურობენ და ამიტომ ჩვენ თვითონ მივხედოთ ჩვენ საქმეს, აი კიდევ რა ნიუსი დაიდო გოალ.ჯე ზე.
XXI საუკუნის ტოპ 25 ფეხბურთელი ESPN-ის ვერსიით: ინიესტა და ჩავი მბაპეზე უკან
თარიღი: 24 ივლ 2024, 16:09
ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, ESPN-მა თავისი ვერსიით XXI საუკუნის 25 საუკეთესო ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.
როგორც მოსალოდნელია, ჩამონათვალის სათავეში ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან, თუმცა ბევრი საკამათო გადაწყვეტილებაცაა – მაგალითად: ანდრეს ინიესტასა და ჩავის კილიან მბაპეზე უკან ყოფნა. ამასთან, უცნაურია, რომ ქარიმ ბენზემა ლუის სუარესს საგრძნობლად უსწრებს.
ESPN-ის ტოპ 25 ასეთია:
1. ლიონელ მესი
2. კრიშტიანუ რონალდუ
3. ტიერი ანრი
4. ზინედინ ზიდანი
5. ლუკა მოდრიჩი
6. კილიან მბაპე
7. ანდრეს ინიესტა
8. ჩავი
9. რონალდო
10. რონალდინიო
11. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
12. კევინ დე ბრუინი
13. ტონი კროოსი
14. სერხიო რამოსი
15. კარლეს პუიოლი
16. ქარიმ ბენზემა
17. სერხიო ბუსკეტსი
18. რობერტ ლევანდოვსკი
19. კაკა
20. ნეიმარი
21. ანდრეა პირლო
22. უეინ რუნი
23. პატრიკ ვიეირა
24. ლუის სუარესი
25. ჯანლუიჯი ბუფონი
თქვენი არვიცი მაგრამ მე ავტორის აზრს სრულად ვიზიარებ, ჩავი ინიესტაზე და ბენზემა სუარესის საკითხზე.
დადეთ ბიჭო ახალი ამბები რა გჭირთ. რისთვის გაჭმევთ პურსა? 😂
თითქოს სევილია ცდილობდა რო წაეყვანა, ეცოდინებათ უკვე? მივცეთ რასაც მოგვცემენ, მაგრამ ვინ წაიყვანს სანამ მთლად არ გამოჯანმრთელდება. ალბათ ჩვენ დავთარსეთ, ჩვენი მოლოდინებით, რომ წელს ლევანდოვსკის ამოაგდებდა ძირითადიდან.
უი ვინ მიაფურთხა? თუ ორპირი იყო ვარჯიშზე? გაუწყვიტონ კონტრაქტი და ეგაა რა. არაუხო კიდე იანვარში გაიყიდოს თუ ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს. თორე დემბელესავით წავა