workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა უილიამსისა და ოლმოს შესაძენად “ყველაფერს გააკეთებს”

ბარსა უილიამსისა და ოლმოს შესაძენად “ყველაფერს გააკეთებს”

კატალონიელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო იტყობინება, რომ ჟოან ლაპორტამ დეკუს დაავალა, რომ დანი ოლმოსა და ნიკო უილიამსის ტრანსფერებს პრიორიტეტი მიანიჭოს.

კლუბს სურს ამ ორი თავდამსხმელის დამატება, რომლებმაც ლამინ იამალთან ერთად ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულეს. დეკუ უკვე შეხვდა უილიამსის წარმომადგენლებს, ხოლო დანი ოლმოს გარემოცვას იგი უახლოეს მომავალში გაესაუბრება.

ორივე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება, კლუბის ფინანსების გათვალისწინებით, საკმაოდ დიდია – 58 მილიონი ნიკოსთვის, ხოლო 60 მილიონი ოლმოსთვის. რომეროს ცნობით, ლაპორტამ აპირებს, გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რომ ისინი გადაიბიროს. შესაძლოა, მათმა დამატებამ კლუბის შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებაც გამოიწვიოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • me da barca
    schedule 20 ივლ 2024, 11:30
    #17

    ნაგვის მოშორებაზე არავინ ფიქრობს? თუ ადრეა და აგვისტოს ბოლოს დაიწყებენ ამაზე ფიქრს. ყიდვა გვიჭირს გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ გაყიდვა არანაკლებ გვიჭირს, არადა იმდენი ნაგავია ბარსაში ერთი ტრაილერი არ ეყოფა.

  • Chico
    schedule 19 ივლ 2024, 22:36
    #16

    ერთი შეხედვით ძალიან კარგი სურვილი და იდეაა, მაგრამ რატომ არ ამბობენ იმას, რომ ოლმოს გამოსაყიდი თანხა 58 მლნ ოდენობით, მხოლოდ 20 ივლისამდეა ძალაში. დღეს 18 ივლისი დაღამდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ლაპორტას გააჩნია ეს თანხა და დროულად გამოისყიდის ოლმოს.
    და კიდევ ერთი, ბარსას 60 მლნ აქვს, რომელიც ნიკოს გამოსასყიდად არის გათვალისწინებული. ასევე იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ფულით არ აპირებენ ოლმოს ყიდვას, და ნიკოს ყიდვას სათუოს არ გახდიან, რადგან თუ დადგება საკითხი ნიკო თუ ოლმო, მე მგონია, რომ პირველ რიგში ნიკოა საყიდელი.
    და თუ ორივეს ყიდვას მოახერხებენ, ძალიან პროგრესიული ნაბიჯი იქნება ლაპორტას მხრიდან.

  • Barca_MNS
    schedule 19 ივლ 2024, 20:36
    #15

    მართალია ხავი სიმონსი მირჩევნია ოლმოს მაგრამ ოლმოს მოვლით ძლივს 1 ნახ. მცველი გვეყოლება საჯარიმოს გარედან დამრყმელი. მივდიროდი რეალში: კროსი. მდორიჩი. კაზემირო მერე ვალვერდე ყველას შეეძლო კარში დარტყმა

  • azulgerana
    schedule 19 ივლ 2024, 18:54
    #14

    ოლმოსი არ მჯერა

  • nika 54
    schedule 19 ივლ 2024, 18:28
    #13

    საყიდლების სია კარგია, მაგრამ თუ არავინ გავყიდეთ არა მგონია ვინმე ნორმალური ვიყიდოთ. ხელფასიც ხო გადასახდელია ამდენ ხალხს რა უნდა ვუყოთ.

  • rivaldo80
    schedule 19 ივლ 2024, 17:35
    #12

    ციტატა: Barca for life
    ვილიამსი-სუბიმენდი უფრო გვჭირდება და ფული თუ მორჩა ოლმო კი არა მე გადავინახავდი და მომავალ წელს მუსიალა-ვირცს შორის დავაბანდებდი.

    აშკარად არ ვიცით ამ ფულის გადანახვები და სწორი მენეჯმენტი თორე ამ დღეშიც არ ვიქნებოდით, არადა თავის დროზე რომ მოგვეცადა ლევანა-რაფინია-ტორესებში რომ ვყარეთ 150-200 მილიონები, შეგვეძლო 44 მილიონად ალვარესი-კვარა-ენცო გვეყიდა ზუსტად 1 თვის მერე..

    მოკლედ ვინმე წესიერი სკაუტი გვჭირდება რა..


    მუსიალას 100 მილიონზე ნაკლებად არავინ მოგვცემს და არც ღირს მაგდენი ან სად ითამაშებს მუსიალა ბარსაში ეგეც გაუგებარია გერმანიაშიც კრაიზე ათამაშეს უფრო ჩვენ ბურთის დამჭერი დემპის შემქნელი გვინდა და არა შემტევი.სულ სხვა ფეხბურთელია მუსიალა კარგია მაგრამ ბარსაში რავიცი აბა.პედრის რომ ადარებენ
    მაგახე სულ მეცინება😂✌️

  • Rick Sanchez
    schedule 19 ივლ 2024, 17:01
    #11

    ორივე მაგარი იქნება, მაგრამ გავი, პედრი, გიუნდოგანი სად მიდიან? დე იონგი გასაგებია და გვერდით საყრდენი არ უნდა?

  • jigliga
    schedule 19 ივლ 2024, 15:28
    #10

    rafinia toresis gayidvit orives iyidian nulovani zaralit 20-25 miliobi toresi 90-100 rafiniashi racarunda iyos cudi statistika ar qonia da moiszebneba samagiso klubebi ro gadaixadon magdeni

    jigliga, am yvelafertan ertad amjamad gundshi 8 centraliri mcvelia kunde kubarsi araujo kristentini martinesi garcia da langle aqidan 3 mainc unda wavidet

  • cruyff9
    schedule 19 ივლ 2024, 13:01
    #9

    ეეე ბიჭო რაფინია ტორესი გაუშვითბრად უნდა ამდენი ფიქრი ვაიმეეე🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️გამათეთრეს

  • რონი10
    schedule 19 ივლ 2024, 12:50
    #8

    ძალიან კარგი,თუ ორივეს მოიყვანენ.. ნაკრებშიც,კლუბშიც ერთად იქნებიან,მეტი დრო ექნებათ შეთამაშების და ვფიქრობ უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს დადებენ.. რაც შეეხება წამსვლელები,მაგის მეტი რა არის..

  • Clever liar
    schedule 19 ივლ 2024, 12:36
    #7

    ციტატა: riva
    ოლმო სად უნდა ითამაშოს? როტაცია მოუწევს საუკეთესო შემთხვევაში ჰოდა რავი გვაქვს მაგდენი ფული როტაციის ფეხბურთელში გადასახდელად?

    60 მილიონად კარგ საყრდენს ვიყიდდით


    გამოკვეთილ 9ნზე ლევანდოვსკის არასდროს უთამაშია ბარსაში, სულ სიღრმეში იყო და რა პასებსაც არიგებდა და როგორ სწრაფადაც გადაიოდა კონტრზე ყველამ ვნახეთ, ხოდა მაგის ვილიამსი ლამინთან ფართხუნს ოლმო აჯოჯებს აშკარად 4-3-3ში.. ოლმომ ზუსტად ის ფეხბურთი უნდა ითამაშოს რაც ნაკრებში. როტაციებისთვის და ექსპერიმენტებისთვის თუ მოყავთ, წყალშია გადაყრილი ყველა კაპიკი

  • riva
    schedule 19 ივლ 2024, 10:53
    #6

    ოლმო სად უნდა ითამაშოს? როტაცია მოუწევს საუკეთესო შემთხვევაში ჰოდა რავი გვაქვს მაგდენი ფული როტაციის ფეხბურთელში გადასახდელად?

    60 მილიონად კარგ საყრდენს ვიყიდდით

  • M10 S9 D11
    schedule 19 ივლ 2024, 10:48
    #5

    რაფინია და ფერანი უნდა მოიშორონ

  • F.C.B. ბარსელონა
    schedule 19 ივლ 2024, 10:29
    #4

    დანი ოლმო ნიკო უილიამსი და ლამინე იამალი საოცარი ტრიო იქნება

    ფაბიან რუისი როგორ მინდა საყედენად

  • La Pulga10
    schedule 19 ივლ 2024, 09:57
    #3

    ფერანი გააჟუამს ესეიგი. რაფინიაც შეიძკება მიჰყვეს,მაგრამ არამგონია. ფელიშს აღარ დატოვებენ. ეგ ორი და საყრდენი მშვენიერი იქნება რა.

  • Barca
    schedule 19 ივლ 2024, 09:20
    #2

    უსაქმურები გაყიდეთ ჯობია მაგას

  • Mirza
    schedule 19 ივლ 2024, 07:07
    #1

    რას ლაპარაკობ ფეხბურთელების გაშვება გამოიწვიოს? არ გაუშვა არცერთი თორე ვინერვიულებთ.