workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლამინ იამალი: გერმანიას გავუტან

ლამინ იამალი: გერმანიას გავუტან

16 წლის ლამინ იამალი ესპანეთის ნაკრების რიგებში ევრო 2024-ზე ბრწყინვალე პერფორმანსებს გვთავაზობს.

ბარსელონას ტალანტი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ასისტი ჯგუფურ ეტაპზე და ფლეიოფშიც მიითვალა. ის საქართველოს წინააღმდეგ გამართულ მატჩში 1-2 გოლის გატანასთანაც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მეტოქეთა კარი ჯერ არ აუღია.

როგორც ჩანს, ლამინს ეს ფაქტი არ აწუხებს და თავდაჯერებულია. იამალის თქმით, მას ჰგონია, რომ მანუელ ნოიერს გაუტანს.

“ბედნიერი ვარ, რომ მეოთხედფინალში გავედით. მომდევნო მატჩს მოუთმენლად ველი. რა თქმა უნდა, საქართველოსთან გატანა მინდოდა, მაგრამ, ვფიქრობ, გერმანიას გავუტან,” – თქვა იამალმა Sport-თან ინტერვიუში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • mari
    schedule 03 ივლ 2024, 21:56
    #14

    sweat_smile ერთი ნუ გაიტან რა, დაგტოვებთ მანდ ფრიცებთან::დდდ

  • Rick Sanchez
    schedule 03 ივლ 2024, 16:14
    #13

    თავდაჯერებულობა კარგია, მაგრამ ზედმეტი საშიშია. იმედია გაუძლებს ამდენ დატვირთვას ეს ბავშვი და არ გადაწვავენ.

  • nika 54
    schedule 03 ივლ 2024, 12:59
    #12

    ციტატა: Mirza
    წარმატება იამალ მაგრამ თავში არ აგივარდეს.


    ეგ არის ყველაზე მთავარი, უკვე ბევრი კომენტატორისაგან თუ პროფესიონალისგან ისმის, რო ამ ბავშვს ბურთთან განშორება უჭირს. არადა გარემარბია ფორვარდი ხო არა, ამის საქმე სწორედ ასისტებია გოლები კი ისედაც მოვა თანდათან.

    ციტატა: jacky iakovenko
    რომ მოვა ეგ დღე და გაიტანს კიარა გერმანია დაადებს დღეგრძელს მერე რას შვება?იტყვის კუჭი მქონდა აშლილიო? 🤣🤣


    relaxed relaxed

  • Clever liar
    schedule 03 ივლ 2024, 01:09
    #11

    ციტატა: rivaldo80
    რასამბობ გავის და პედრის ერთად ჯობია აქაურ პროფესორებს რომ კითხო 😂 პსჟ რომ
    ფეხბურთელი ვერ ათამაშდება ამით ნათქვამია ყველაფერი ჩვეულებრივი საშუალო დონის გუნდის ლიდერია რა


    მაგის ლიდერობა მოვსკვანჩე მე თუნდაც იმ საშუალო გუნდის და მერე კიდე დეპაისი..აი თურმე რატო ჩქარობდა წასვლას კრუიფი :))

    ციტატა: jacky iakovenko
    მაგაზე ბავშვობიდან მგონი მისი კულულების გამო იყო აჟიოტაჟი 😂აბა სხვა რავიცი ფეხბურთში მე მისი არაფერი დამინახავს სახაიპო


    პეესში თამაშობს ალბათ ან ფიფაში თორე ბარსელონას უ14ის იქეთ მაგის თამაში და კაი, მე კიარა თვითონაც არ ახსოვს მემგონი

  • Jorkaeff
    schedule 02 ივლ 2024, 21:55
    #10

    ციტატა: რონი10
    როგორ ფიქრობთ ბიჭებო,თუ მართალია და პსჟ მართლა იხდის 250 მლ. უნდა გავყიდოთ თუ არა?

    მუსიალას და მაინუ/ონანადან რომელიმეს თუ დადებენ კიდე გარისკავდა რა კაცი…

  • rivaldo80
    schedule 02 ივლ 2024, 21:54
    #9

    ციტატა: Clever liar
    სიმონსის ნაირი ჩლუნგი გვაკლია ზუსტად და მაგარი შედეგიანი გუნდი ვიქნებით მომავალ სეზონში


    რასამბობ გავის და პედრის ერთად ჯობია აქაურ პროფესორებს რომ კითხო 😂 პსჟ რომ
    ფეხბურთელი ვერ ათამაშდება ამით ნათქვამია ყველაფერი ჩვეულებრივი საშუალო დონის გუნდის ლიდერია რა

  • Clever liar
    schedule 02 ივლ 2024, 21:32
    #8

    სიმონსის ნაირი ჩლუნგი გვაკლია ზუსტად და მაგარი შედეგიანი გუნდი ვიქნებით მომავალ სეზონში

  • Niclaus
    schedule 02 ივლ 2024, 20:52
    #7

    თუ მომავალი გვინდა რომ გვქონდეს ერთი ამ პატრა ბიჭს უნდა მივხედოთ ყველაფრის ფასად და მეორე ნიკო მოვუყვანოთ.
    აი მერე შეიძლება რაღაც ამბიცია გვქონდეს.

  • Iniesta_8
    schedule 02 ივლ 2024, 19:41
    #6

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: რონი10
    როგორ ფიქრობთ ბიჭებო,თუ მართალია და პსჟ მართლა იხდის 250 მლ. უნდა გავყიდოთ თუ არა?


    ბაზარი არაა კაი მაყუთია მარაა რა გარანტია გვაქვს რომ ვინმე წესიერებს მოიყვანენ მერე მაგ ფულით დაიწყება ვალებში წავა ნახევარიო ესაო ისაო და ჯობია დაეტიოს სადაცაა ეს ბავშვი


    რა გარანტიაა რომ 1 წელში ამასაც არ დააინვალიდებენ ან ვერ განვითარდება სათანადო დონეზე.

  • ზურაბ
    schedule 02 ივლ 2024, 19:41
    #5

    გუნდოგანს და ტეშტეგერს ბოდიში მაგრამ გერმანიასთან მე ესპანეთისკენ ვარ. მაინც რომ ვუყურებ თითქოს ბარსელონას თამაშს ვუყურებდე ისე თამაშობენ

  • CHEPE
    schedule 02 ივლ 2024, 18:47
    #4

    ციტატა: რონი10
    როგორ ფიქრობთ ბიჭებო,თუ მართალია და პსჟ მართლა იხდის 250 მლ. უნდა გავყიდოთ თუ არა?


    ბაზარი არაა კაი მაყუთია მარაა რა გარანტია გვაქვს რომ ვინმე წესიერებს მოიყვანენ მერე მაგ ფულით დაიწყება ვალებში წავა ნახევარიო ესაო ისაო და ჯობია დაეტიოს სადაცაა ეს ბავშვი

  • Mirza
    schedule 02 ივლ 2024, 18:17
    #3

    წარმატება იამალ მაგრამ თავში არ აგივარდეს.

  • რონი10
    schedule 02 ივლ 2024, 18:17
    #2

    როგორ ფიქრობთ ბიჭებო,თუ მართალია და პსჟ მართლა იხდის 250 მლ. უნდა გავყიდოთ თუ არა?

  • Jorkaeff
    schedule 02 ივლ 2024, 16:10
    #1

    შტეგოს დამარხული თავია)