workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ გუნდიდან 14 თანამშრომელი დაითხოვა

ბარსელონამ გუნდიდან 14 თანამშრომელი დაითხოვა

AS-ის ინფორმაციით, ბარსელონამ წმენდა თითქმის დაასრულა და გუნდიდან უკვე 14 თანამშრომელი დაითხოვა.

ბარსამ ყველაფერი ჩავი ერნანდესისა და მისი ასისტენტების – სერხიო ალეგრესა და ოსკარ ერნანდესის გათავისუფლებით დაიწყო. ამის შემდეგ კლუბმა 3 სკაუტი გაუშვა – დავიდ პრატსი, ტონი ლობო და სერხიო გარსია.

კატალონიური გრანდის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ასევე ამბობდა, რომ ჩავის ხელში გუნდს ფიზიკური მომზადება აკლდა. შესაბამისად, გუნდიდან ფიზმომზადების სპეციალისტები – ივან ტორესი და კარლოს ნოგეირა დაითხოვა, ისევე, როგორც კომუნიკაციების დირექტორი ედუ პოლო.

ჩამოთვლილთა გარდა, გუნდიდან წასვლა ასევე მოუწიათ ფიზიოთერაპევტებს – ხაუმე მუნილს, ისააკ სერანოსა და ედუ მარტინესს. ბარსელონა დატოვა ექიმმა ჩავი ვალიემაც.

ამასთან, “ბლაუგრანადან” მონაცემთა ანალიზზე მომუშავე ედუ პონსი წავიდა. როგორც ითქვა, ეს უკანასკნელი გუნდიდან პერსონალური მიზეზების გამო წამოვიდა, მაგრამ, სავარაუდოდ, ისიც დაითხოვეს.

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, დიდი ალბათობით, “ლურჯ-ბროწეულისფერები” ფეხბურთელთა სელექციასაც დაიწყებენ – რამდენიმე წავა, რამდენიმე კი მოვა.

აღსანიშნავია, რომ ბარსელონას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა თავისი შტაბი დააკომპლექტა. გარდა ამისა, კლუბმა ახალი ფიზიოთერაპევტი დაიქირავა.

გერმანელი მწვრთნელი ახალ გუნდში პირველ ვარჯიშს 10 ივლისს ჩაატარებს, სადებიუტო მატჩი კი 30 ივლისს მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ელის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Rick Sanchez
    schedule 30 ივნ 2024, 01:05
    #9

    დეკუს რატო არ იშორებენ?

  • KING_BARCA
    schedule 28 ივნ 2024, 06:39
    #8

    ეს მძორი ლაპორტა როდის უნდა დაითხოვონ…

  • MESSI 2017
    schedule 28 ივნ 2024, 01:05
    #7

    ფლიკის შტაბი ოფიციალურად ვიცით უკვე?

  • Barca
    schedule 27 ივნ 2024, 23:13
    #6

    დეკუც მიაყოლე

  • M10 S9 D11
    schedule 27 ივნ 2024, 20:17
    #5

    ეგ კაია ფიზ მომზადების კამანდა რო დაიქნია

  • Magician
    schedule 27 ივნ 2024, 19:38
    #4

    ისიც დაწერეთ, ფლიკმა თავის სამწვრთნელო შტაბში ვინ მოიყვანა, საინტერესოა.

  • JustBarcaLover
    schedule 27 ივნ 2024, 16:15
    #3

    დეკუც მიაყოლეთ და მერე გამოვა ალბათ რამე

  • nika 54
    schedule 27 ივნ 2024, 15:53
    #2

    რამდენი მუქთამჭამელი ყავდათ, კიდევ როგორ უხდიდნენ ხელფასს საკვირველია. იმედია ფეხბურთელებშიც ასეთ სუფთა წმენდას ჩაატარებენ.

  • mari
    schedule 27 ივნ 2024, 14:29
    #1

    wink თავ-ფეხ-ღიპიანად გასიებულო გასკდი "ჭამით", გეყოფა!!!
    ეგ ყველაფერი წინა ზაფხულს უნდა გაგეკეთებინა და მუქთამჭამელები მოგეცილებინა გუნდიდან!
    მიაყოლე ეხლა მაგათ ფეხბურთელებიც – ზოგს სიარულიც რომ ეზარება მინდორზე..