ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ “ჩელსი” “ბარსელონას” ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნის, ნიკო უილიამსის გადაბირებისთვის იბრძოლებს.
ჟურნალისტის ცნობით, “ჩელსი” “ბაიერნთან” მიკაილ ოლისესთვის ბრძოლაში დამარცხდა, რის გამოც “ლურჯები” უილიამსის ტრანსფერზე გადაერთნენ. ეს “ბარსელონასთვის” ცუდი ამბავია, ვინაიდან კატალონიელები ნიკოს ერთ-ერთ სამიზნედ მიიჩნევდნენ. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა გარემარბის გამოსასყიდი 55 მილიონი ევროა. ამ თანხის გადახდა “ჩელსის” უფრო მეტად შეუძლია, ვიდრე “ბარსელონას” (კატალონიელთა ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე).
გავრცელებული ცნობით, “ბარსელონას” სპორტული დირექტორი დეკუ ნიკო უილიამსისთვის ბრძოლას ლუის დიასის გადაბირებას ამჯობინებს. აღსანიშნავია, რომ კოლუმბიელი გარემარბი უფრო ძვირი, 70 მილიონი ევრო დაჯდება.
ჩელსის ტორმუზი არ აქვს იმენა, მესინიოც იყიდეს, ტიპები მილიარდის ზარალში არიან მარა ჩელსის კუთნილ სასტუმროებს ყიდიან თავისივე მმართველებზე, მახინაციობენ და არავინ იღებს ხმას. და ამ დროს ტებასი კიდევ უფრო ართUლებს ყველაფერს ესპანური გუნდებისთვის, რეალის გარდა რა თქმა უნდა. აი ეგ კაცი რო მოკვდება დიდი სუფრა უნდა გავშალო. მარა ეგეთები არ კვდებიან, ღმერთს ეგენი არ უნდა თავისთან, იქაც აურევენ ეგ და პერესი დალაგებულ სამოთხეს
50 მილიონი საკმაოდ იაფია ამაში. ისეთებში აქვთ გასროლილი ფული, ეს კარგი თანხაა კიდე.
ამ დეკუს ნუღა უსმენენ სანამ სულ არ დააქცია ბარსელონა. მოიყვანონ ის ბიჭი და ფლანგების პრობლემაც მოიხსნება.
21 წლის უკვე საკმაოდ გამოცდილი და უდიდესი მომავლით,50 მილიონად,,,ვინები ზიან ბარსში ბორდში ბიჭო🤦🏻♂️🤦🏻♂️თვალიც არ უნდა დაახამხამონ ისე უნდა იყიდონ რა ლუის დიასი არა კიდე კაი ჰავერცი
საინტერესოა. მაგალითად ვინ?
სხვა სიახლეს არ ველი ამ გვერდზე, გარდა ნიკოს ტრანსფერისა!
რა დიასი, გააჯმევინეთ ამ დეკუს.
პორტუგალიელების გარდა ვერავის ხედავს?