გუშინდელ მატჩი ჩავისთვის 391-ე გამოდგა ლა ლიგაში, რითაც გაუთანაბრდა მიგელს. “ბარსელონას” ექვსიანისთვის, რომელიც კაპიტნის სამკლავურით ასპარეზობდა წინა შეხვედრაში, ნამდვილად დაუვიწყარი დღე იყო იმ კლუბის მაისურით, რომელშიც 18 ტიტული მოიგო. იგი გაუთანაბდა ლეგენდარულ “ტარზანს”, მიგელს.
დებიუტი “ვალენსიასთან”
მას შემდეგ 13 წელი გავიდა, რაც “მაესტრომ” პირველად მოირგო “ბარსელონას” ფორმა. ეს მოხდა 1998 წლის 3 ოქტომბერს. კატალონიელებმა ის შეხვედრა 1-3 მოიგეს გასვლაზე, “ვალენსიასთან”. ახლა ჩავი 32 წლისაა და ლა ლიგაში ჩატარებული მატჩების მხრივ გაუტოლდა მიგელს, ფეხბურთელს, რომელმაც 36 წლამდე ითამაშა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში.
ჩავისა და მიგელის შემდეგ ჩატარებული მატჩების რაოდენობით მოდიან: კარლეს პუიოლი (351), კარლეს რექსაჩი (328) და გილერმო ამორი (311). ამორის გარდა ყველა ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია.
ახლოს 600 მატჩთან
ჩავიმ წინა სეზონში გადაასწრო მიგელს ოფიციალურად ჩატარებული მატჩების მხრივ. ერნანდესი გახდა “ბარსას” ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული ამ კლუბის მაისურით. მისი რეკორდი 549 მატჩზე დამყარდა. ეს შეხვედრა ჩავიმ 2 იანვარს ჩაატარა “ლევანტეს” წინააღმდეგ. ჩავის დაახლოებით 590 მატჩი აქვს გამართული, რაც იმის მანიშნებელია, რომ კატალონიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში მოახერხებს და გადასცდება 600 მატჩიან ზღვარს.