“ბარსელონას” ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ კატალონიელებმა ახალგაზრდა განაპირა მცველ ექტორ ფორტს კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივეს.
“ბლაუგრანას” 17 წლის მცველის ახალი კონტრაქტის გაფორმების ცერემონიას პრეზიდენტკ ჟოან ლაპორტა, ვიცეპრეზიდენტი რაფა იუსტე, ახალგაზრდული ფეხბურთის საკითხების დირექტორი ჟოან სოლერი და სპორტული დირექტორი დეკუ ესწრებოდნენ.
ფორტის დებიუტი პირველ გუნდში 2023/24 წლების სეზონში, დეკემბერში, “ანტვერპენის” წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ მან “ბარსას” მაისურით კიდევ 9 მატჩი ჩაატარა: 7 ლა ლიგაში და 2 კოპა დელ რეიზე. ექტორი მარჯვენა მცველია, თუმცა მარცხნივაც შეუძლია თამაში. კლუბში მას იდეალურ სარეზერვო მარცხენა მცველად მოიაზრებენ.
ძაან კაია ეს ბიჭი რავიცი. 10 თამაშიდან ყველაში კარგი იყო.
ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალგაზრდებიდან არავის დაკარგვა არ შეიძლება.
თუ ბალდე დარჩება წესით ამას და ბალდეს შორის კაი კონკურენცია წავა მე პირადა ეს უფრო მომწონს ვიდრე ბალდე
🇪🇺🇬🇪🙏
იმედია მიცემს ფლიკი ამ ბიჭს მეტ დროს, უკმაყოფილო არც ერთ მატჩში არ ვიყავი მე დებიუტანტის კვალობაზე.