ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ვიტორ როკე “ბარსელონამ”, შესაძლოა, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბიდან არ გაუშვას.
რამდენადაც ჩავი ერნანდესი ბრაზილიელს თავის შემადგენლობის მნიშვნელოვან წევრად არ განიხილავდა, აქტიურად იწერებოდა როკეს კლუბიდან წასვლის შესახებ. თუმცა “ბარსელონამ” ჩავი გაუშვა, რამაც სიტუაცია, შესაძლოა, შეცვალოს.
“ბლაუგრანას” (დიდი ალბათობით) მომავალი მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი მიზნად ისახავს, კლუბში პოზიტიური ატმოსფერო დააბრუნოს. ეს, მათ შორის, მოიაზრებს ისეთი ნაკლებად გამოყენებული ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემას, როგორიც ვიტორ როკეა. ახალგაზრდა ბრაზილიელმა, შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაშიც მოიპოვოს ადგილი, თუ დაამტკიცებს, რომ რობერტ ლევანდოვსკიზე უკეთესი თავდამსხმელია.
როკემ მიმდინარე სეზონში 15 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. იგი, როგორც წესი, შეცვლებზე შემოდიოდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება უჭირდა.
ეშველა ამ ბიჭს ❤️❤️
ვიტორ როკე, შესაძლოა, ბარსაში დარჩეს!!!
შეიძლება არ დარჩეს, მაგრამ ყველა ვარიანტში გაშვებამდე ფლიკს საკმაო დრო ექნება ამ ზაფხულს რო, თუნდაც ამხანაგურებში გამოსცადოს.
ლევანდოვსკის ფლიკი დასვავს სკამზე? არამგონია.
დრო უნდარო შეეჩვიოს და შეიძლება ლევანაზე უკეთესი ფეხბურთელი დადგეს
Ideashi im cota droshic gamochnda ro cotas waufafxurebs. Brazilieli da ase cudad igebdes burts an atarebdes me ar maxsovs. Mara gaxsna,golis algo,presingi da duxi kai aqvs. Sheidzleba is problemebi emociuri fonis gamocaa,egeba bichs magrad unda ro rame kai gaaketos da ibneva an ragaca. Vnaxot aba ufro ro sheechveva gunds,stils,presezons gaivlis,adaptaciac eqneba gavlili rogorc qalaqtan ise chventan ,ras izams. Savaraudod ragac varskvlavebs verc momaval wels mowyvets mara unda moumatos. Ert 10 golamde tu avida mshvenieri iqneba weliwadnaxevristvis…
ჯერ ჩავიც რომ არ გაეშვათ რატო არ ითხოვდნენ რო ეთამაშებინა ეს ბავშვი?! 40 მილიონადაა ნაყიდი 40 ლარად ხოარა?! ახლა ვინ გადაიხდის ამაში 40 მილიონს თორე კაი ჰა გაუშვი, მის მეტი როკეები რა არის ბრაზილიაში, ან ნახევარ სეზონში შეცვლებზე ნაწვალებ 15 თამაშში რა დაემტკიცებინა? როცა ამოხსნა როგორ უნდა ეთამაშა მაშინ მოუსპო ჩავიმ ძირითადზე ფიქრის შანსი😀 თავიდან აქვს დასაწყები ბარსაში ადაპტაცია ფაქტიურად, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა რო გუნდიც უნდა ადაპტირდეს როკეზე, არაა ეს ლევანდოვსკი, სულ სხვანაირი სტილისაა, უნდა შეუთამაშდნენ და დაამუღამონ როდის გააუკეთონ პასი და როდის არა, ეს რომ მცველების ზურგსუკან გაიქცევა მაგ ლევანას აღარ შეუძლია და არც აკეთებს, ლევანა რომ საჯარიმოში ჩაწოდებებზე აქტიურობს როკეს ეგ არ გამოუვა, ამიტოა საჭირო რო ჯერ გუნდმა ისწავლოს როგორ გამოიყენონ როკე, ამას იმედია ფლიკი მოაგვარებს და არ გვექნება კიდევ ერთი ჩავარდნილი ტრანსფერი.
ერთერთი როკე იქნება, ვისაც ჩავის წასვლა ,,ეწყინა".