ბარსელონამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ზუსტად 10 წლის წინ, 2014 წლის 22 მაისს წარადგინა. 22 წლის ასაკამდე, გერმანელი მშობლიურ გლადბახში თამაშობდა, შემდეგ კი ბარსაში გადმოვიდა და არსად წასულა, დღემდე კატალონიური გრანდის წევრია.
ტერ შტეგენს ბარსაში 412 მატჩი აქვს ჩატარებული და მეკარეებს შორის მხოლოდ ვიქტორ ვალდესს (535 ნატჩი) ჩამორჩება. საინტერესოა, რომ მარკმა ანდონი სუბისარეტას გადაასწრო, რომელიც, როცა გერმანელი შეიძინეს, ბარსელონას სპორტული დირექტორი იყო.
ტერ შტეგენმა ბარსაში 1057 სეივი განახორციელა, 412 მატჩიდან 173-ში კარი მშრალად შეინახა და 16 ტიტული მოიპოვა, მათ შორის, – ჩემპიონთა ლიგა, 5 ლა ლიგა და 5 კოპა დელ რეი.
2022/2023 წლების სეზონში გერმანელმა სამორას ჯილდო პირველად მოიგო. მან ესპანეთის ჩემპიონატის ერთ სეზონში გოლი 26 მატჩში არ გაუშვა – მსგავსი შედეგი ბოლოს 1993/94 წლების სეზონში დეპორტივოს მეკარემ, ფრანსისკო ლიანიომ დააფიქსირა. ტერ შტეგენმა, შესაძლოა, ეს პირიზი წლევანდელ სეზონშიც მოიპოვოს, მაგრამ დიდი კონკურენციაა.
ლეგენდა 💪❤️