workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი სამორას ჯილდოსთვის იბრძვის

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი სამორას ჯილდოსთვის იბრძვის

ლა ლიგის 35-ე ტურს “რეალ სოსიედადისა” და “ბარსელონას” შეხვედრა დახურავს, რომელიც ყველაფერთან ერთად მეკარეებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

გათამაშების ორი საუკეთესო მეკარე – მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ალექს რემირო სპეციალურად მეკარეებისთვის განკუთვნილი, რიკარდო სამორას ჯილდოსთვის იბრძვიან, რომელიც გადაეცემა მეკარეს, რომელსაც ჩატარებულ მატჩებში გაშვებული გოლების მხრივ ყველაზე კარგი თანაფარდობა აქვს.

“ბლაუგრანას” კარის დარაჯმა ეს ჯილდო 2022/23 წლების სეზონში მიიღო, თუმცა ამ სეზონში გამოტოვებული ბევრი მატჩის გამო, ნაკლებსავარაუდოა, 32 წლის ფეხბურთელმა მორიგ წარმატებას მიაღწიოს.

გერმანელს ამ მომენტისთვის 24 მატჩში 26 გოლი აქვს გაშვებული და მისი საშუალო კოეფიციენტი 1.08 შეადგენს. ჯერჯერობით მასზე წინ სწორედ ალექს რემირო  და ატლეტიკ “ბილბაოს” მეკარე, უნაი სიმონი არიან (0.97).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 13 მაი 2024, 18:20

    მარკ-ანდრე ტერ შტეგენი სამორას ჯილდოსთვის იბრძვის
    ოღონდ მესამეა არა ჯერჯერობით?

  • MESSI 2017
    schedule 13 მაი 2024, 14:13

    რემიროსია ეგ ჯილდო დიდი ალბათობით თუ დღეს არამოტენა ბარსამ 5 გოლით მამარდასაც კარგი შანსი აქვს შემდეგ თამაშებში თუ მაქსიმუმ წ გოლს გაუშვებს

  • Rick Sanchez
    schedule 12 მაი 2024, 22:02

    ჟირონამ 4, რეალმა 3 და მანამდე კიდე რამდენი გოლი გაუშვეს. შანსი არ აქვს შტეგენს სამწუხაროდ.