მიმდინარე სეზონში სერჟინიო დესტმა “პსვ ეინდჰოვენთან” ერთად მონაწილეობა 37 თამაშში მიიღო, საიდანაც ამერიკელმა მცველმა ძირითად შემადგენლობაში თამაში 36 შემთხვევაში დაიწყო. ეჭვი არაა, რომ ტრავმის მიღებამდე ნიდერლანდული კლუბი დესტის გამოსყიდვას შეეცდებოდა, თუმცა ახლა სიტუაცია სხვა გეზითაა წარმართული.
ეინდჰოვენური კლუბის დამრიგებელმა, პეტერ ბოსმა ღიად ისაუბრა იმის შესახებ, რომ კლუბი დესტის გამოსასყიდი თანხის გადახდას ამ ეტაპზე არ აპირებს, თუმცა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ისიც დაამატა, რომ სამომავლოდ გამორიცხული არაფერი იქნება.
– თქვა ბოსმა, ნიდერლანდური მედია კი იმასაც წერს, რომ “პსვ ეინდჰოვენის” წარმომადგენლები “ბარსელონასთან” ხელახალ გასაუბრებას 2025 წლის იანვრისთვის გეგმავენ.
რაც შეეხება თავად ფეხბურთელის სურვილს, მან რამდენიმე კვირის წინ თავად თქვა, რომ “ბარსელონაში” დაბრუნებას არ გეგმავს და კარიერის სხვა მიმართულებით განვითარებას აპირებს, აქედან გამომდინარე კი კლუბს ორი რეალური ვარიანტი რჩება.
6-თვიანი იჯარა
წესით, საკმაოდ უნდა გაჭირდეს ისეთი კლუბის მოძებნა, რომელიც ტრავმირებულ ფეხბურთელს იჯარით აიყვანს, თუმცა ცდად ნამდვილად ღირს (თუნდაც “პსვ ეინდჰოვენში” საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება, ანუ ის, რაც პეტერ ბოსმა ისურვა). ჟოან ლაპორტას შეუძლია, რომ მომდევნო წლის დაწყებამდე დესტი სხვაგან გაანათხოვროს, გარკვეული კაპიტალი მიიღოს, შემდეგ კი ნიდერლანდელებთან მოსალაპარაკებლად მაგიდასთან კიდევ ერთხელ დაჯდეს.
2025 წლის იანვრამდე შენარჩუნება
თუ “ბარსელონა” მეორე გზას აირჩევს, მაშინ მათ დესტი 6 თვით უნდა დაიტოვონ და ხელი შეუწყონ, რომ ფეხბურთელი სრულფასოვნად გამოჯანმრთელდეს. ასე და ამ გზით კლუბს ის მაინც ეცოდინება, რომ 2025 წლის დასაწყისისთვის ამერიკელი მცველი მწყობრში იქნება და ეინდჰოვენურ კლუბთან მოლაპარაკებები დანამდვილებით ჩაინიშნება, თუმცა ცუდი და რთული ისაა, რომ დესტის ხელფასის გადახდა უკვე “ბარსელონას” კისერზე გადმოვა და გარდა ამისა, კლუბს თავად მოთამაშის თანხმობის მიღებაც დასჭირდება.
ტრაკშია კლუბი მოკლედ
რეალი მბაპეს,დევისს და ვირცს ყიდულობს და ჩვენ დესტი ვერ მოვიშორეთ.
პსვს საკმაოდ კარგი სეოზნი ქონდა და დესტიც არ იყო ცუდი და როცა ასეთი დაცვა ყავს უკან კი ღირს შანსის მიცემა
თუ "ბარსელონა" მეორე გზას აირჩევს, მაშინ მათ დესტი 6 თვით უნდა დაიტოვონ და ხელი შეუწყონ, რომ ფეხბურთელი სრულფასოვნად გამოჯანმრთელდეს.
თუმცა ცუდი და რთული ისაა, რომ დესტის ხელფასის გადახდა უკვე "ბარსელონას" კისერზე გადმოვა და გარდა ამისა, კლუბს თავად მოთამაშის თანხმობის მიღებაც დასჭირდება.
ესე იგი, რო მოვიყვანოთ სამკურნალოდ და ხელფასი დავუნიშნოთ, კიდევ მისი თანხმობის მიღებაც დაგვჭირდება?
შეიძლება უარი თქვას და გვახვეწნინოს თუ რა ხდება? ეს რა ჭირი შევიტენეთ.
იქეთ რეალმა მბაპე ვერ არადგინოს სადაცაა, დაუმატოს დეივისიც, აქეთ პესეჟე კვარას იმატებს და ჩვენ ისევ დესტი😭 რით ვეღარ მოვიშორეთ🙂
გაჯმეინებაა ერთადერთი ვარიანტი