ვიტორ როკეს შეძენით 4 კლუბი ინტერესდება

ვიტორ როკეს შეძენით 4 კლუბი ინტერესდება

ვიტორ როკეს “ბარსელონაში” სათამაშო დროის მიღება უჭირს. მისი აგენტის განცხადებით, თუ გამოსავალი ამ სიტუაციიდან ვერ მოიძებნება, ბრაზილიელმა, შესაძლოა, კლუბი დატოვოს.

Diario Sport იტყობინება, რომ ვიტორ როკეს შეძენით “ნაპოლი”, “ტოტენჰემი”, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდება. ისინი ფეხბურთელის იჯარით აყვანას არ აპირებენ, არამედ მათ პერმანენტული ტრანსფერი სურთ. იმავდროულად, ახალგაზრდა თავდამსხმელის აგენტის განცხადებით, როკეს წასვლის შემთხვევაში, ფეხბურთელის მხარეც მხოლოდ პერმანენტულ ტრანსფერს განიხილავს.

ვიტორ როკემ “ბარსაში” გამართულ 11 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. იგი კლუბს ბრაზილიიდან 61 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • M10 S9 D11
    09 მაი 2024, 21:28

    11 შეხვედრაში ორი თამაში თუ ითამაშა ჯამში 90 წუთი დალშე 5-10 წუთით შემოყავდა ვინანებთ ამის დაკარგვას მარა რათ გინდა ვირზეა შემჯდარი ხავი და დროს არ აძლევს

    ციტატა: Barca_MNS
    2 რამე მაკვირვებს როკეს შემთხვევაში თორე ზოგადად კითხვები და გაურკვევლობა ბარსას არ აკლია:

    1. 18 წლისაა ეს ჩემი ცოდვით სავსე სკამი რატო უვკრის ბარსაზე როცა მის პოზიციაზე ლევანდოვსკია.
    2. განა რა მიქარა ამან ეგეთი ვარჯიშზე, რომ ასე უშანსოდაა ?

    ამის გაყიდვა არაა სწორი გამოსავალი ჩემი აზრით, საერთოდ არაა გამოსავალი. 1) ნიჭიერი აშკარადაა 2) ჩვენია უკვე და ბოლო პერიოდში ბარსას ნიჭიერი ახალგაზრდები იშვიათად ირჩევენ. 3) ამის გაშვება ჩავიმ რო გადაწყვიტოს რომელიც მისივე სიტყვებით ახლა უკვე წასული უნდა იყოს უხერხულია. გაიყოლოს ის ხალხი ვინც მოიყვანა 200 წლის გუნდოგანი და ლევანა. – ორივე მევასება მარა მომავალს თუ გეგმავ დალოცვილო 18 წლის ტალანტის გაშვების დროა?


    სკამი კი არ უკვირს ლევანდოვსკი რო ორი ტონა ფუნაა და მაინც ძირითადში დგას და თვითონ დრო არ ეძლევა აი ეგ უკვირს

  • nika 54
    09 მაი 2024, 17:54

    100 მილიონი და წაიყვანონ. ეს რო სხვაგან ყოფილიყო და ჩვენ მოგვეთხოვა ამაზე ნაკლებს ხო არ გვეტყოდნენ

  • Barca
    09 მაი 2024, 11:26

    გუნდი გადასაწყობია თავიდან ბოლომდე ნახევარი კამანდა გასაყიდია და მწვრთნელიც უნდა მიყვეს ზედ

  • shu1987
    09 მაი 2024, 11:08

    ჩავის დარჩენა ნიშნავს კიდე რამოდენიმე უაზრო ტრანსფერს ასაკიანების ან ესპანელების მოყვანას , გუნდს ფული არ აქვს ვინმე წესიერი მოიყვანოს ან უნდა გაუშვან ნახევარი გუნდი და ახალი სასტავი შეკრან რაც ურთულესია, ზოგადად მდინარე სათავიდან იმღვრევაო ნათქვამია და მარტო ფეხბურთელებზე გადატანა არასწორია ამ უუნარობის, როკე მითქვია და ვამბობ მაგარ ფეხბურთს ითამაშებს თუ სტაბილური დრო ექნება.

  • Rick Sanchez
    09 მაი 2024, 03:49

    61 მილიონიდან 30 შეუსრულებელი ბონუსებია, დამშვიდდით ხალხო.

  • Barca_MNS
    09 მაი 2024, 02:01

    2 რამე მაკვირვებს როკეს შემთხვევაში თორე ზოგადად კითხვები და გაურკვევლობა ბარსას არ აკლია:

    1. 18 წლისაა ეს ჩემი ცოდვით სავსე სკამი რატო უვკრის ბარსაზე როცა მის პოზიციაზე ლევანდოვსკია.
    2. განა რა მიქარა ამან ეგეთი ვარჯიშზე, რომ ასე უშანსოდაა ?

    ამის გაყიდვა არაა სწორი გამოსავალი ჩემი აზრით, საერთოდ არაა გამოსავალი. 1) ნიჭიერი აშკარადაა 2) ჩვენია უკვე და ბოლო პერიოდში ბარსას ნიჭიერი ახალგაზრდები იშვიათად ირჩევენ. 3) ამის გაშვება ჩავიმ რო გადაწყვიტოს რომელიც მისივე სიტყვებით ახლა უკვე წასული უნდა იყოს უხერხულია. გაიყოლოს ის ხალხი ვინც მოიყვანა 200 წლის გუნდოგანი და ლევანა. – ორივე მევასება მარა მომავალს თუ გეგმავ დალოცვილო 18 წლის ტალანტის გაშვების დროა?

  • me da barca
    09 მაი 2024, 01:44

    ციტატა: Barca for life
    ნაპოლის შეგვიძლია როკეს პლუს 50 მილიონი შევთავაზოთ კვარას სანაცვლოდ.
    იდეაში ორივე მხარე მოგებული დარჩებოდა..


    ხო მარა როკეში 61 მილიონია გადასახდელი თუ გადახდილი, პლუს 50 და 111 მილიონი დაგვიჯდება კვარა და ღირს კი კვარა ამდენი?

  • PUIOL5
    09 მაი 2024, 00:17

    ლაპორტას მოუხან სუყველაფერი ამ შიბლაში 61 მლ რომ გადაიხადა,არადა მაგ ფულს დამატებული სლევანდოვსკის ფული და ტოპ ფორვარდს მოვიყვანდით