workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლევანდოვსკი ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძვის

ლევანდოვსკი ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძვის

“ბარსელონას” ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი ლა ლიგის 2023/24 წლების გათამაშების “პიჩიჩის” ჯილდოსთვის ბრძოლას განაგრძობს.

ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 20 გოლით “ჟირონას” უკრაინელი თავდამსხმელი არტემ დოვბიკი ლიდერობს, რომელსაც 18 ბურთით “რეალ მადრიდის” შემტევი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი მოსდევს. შემდეგ მოდის ლევანდოვსკი, რომლის ანგარიშზეც 17 გოლია და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირობის შანსიც აქვს.

ლევანდოვსკი სათანადო ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება, მაგრამ ბოლო 2 თამაშში რობერტი უკეთ ათამაშდა. პოლონელმა თავდამსხმელმა “ვალენსიასთან” ჰეთ თრიქი შეასრულა, “ჟირონასთან” კი თავი გოლით გამოიჩინა.

ლა ლიგაში 4 ტური დარჩა. “სოსიედადთან” და “რაიოსთან” სახლში გვაქვს სათამაშო, “ალმერიასთან” და “სევილიასთან” კი – სტუმრად. საინტერესოა, რომ ლევანდოვსკიმ სეზონის პირველ წრეში გოლი ვერცერთ მათგანს გაუტანა. იმედი ვიქონიოთ, 35 წლის შემტევი მეორე წრეში ამას გამოასწორებს, ხსენებული გუნდების კარს აიღებს და “პიჩიჩისაც” მოიგებს, რაც ლა ლიგაში მისთვის პირველ სეზონში უკვე გაუკეთებია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    schedule 08 მაი 2024, 21:16
    #4

    სხვა რას ვუგულშემატკივროთ ამ სეზონში აბა?

  • F.C.B. ბარსელონა
    schedule 08 მაი 2024, 00:03
    #3

    ამ კაცს შეუძლია ბომბარდირი გახდეს.მეტი სხვა დატვირთვა არ აქვს და მოინდომებს.

  • Hooded Islander
    schedule 07 მაი 2024, 22:39
    #2

    nika 54,

    მე გეთანხმებით, ავტორებს პუნქტუაციასთან, სტილისტურ შეცდომებთან, ორთოგრაფიასთან და მორფოლოგიასთან უფრო მეტი სიფრთხილე და სიახლოვე არ აწყენდათ, თუმცა მაგალითი, რომელიც თქვენ მოიყვანეთ, თქვენსავე წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს, რამდენადაც “ვერცერთ მათგანს გაუტანა” აბსოლუტურად გამართული წინადადებაა და ვერ ვიგებ, რას უწუნებთ. აქ რომ ეწეროს “ვერცერთ მათგანს ვერ გაუტანა” კი ბატონო, ორი უარყოფა დადებითს მოგვცემდა, ამ შემთხვევაში კი, მომიტევეთ…

  • nika 54
    schedule 07 მაი 2024, 22:25
    #1

    ლა ლიგაში 4 ტური დარჩა. "სოსიედადთან" და "რაიოსთან" სახლში გვაქვს სათამაშო, "ალმერიასთან" და "სევილიასთან" კი – სტუმრად.
    საინტერესოა, რომ ლევანდოვსკიმ სეზონის პირველ წრეში გოლი ვერცერთ მათგანს გაუტანა.

    ამას რო ნიუსი არ ქვია, ყველამ ვიცით. აქ არაფერი ახალი არ არის. მაგრამ ქართულად წერა რო სავალდებულოა ეს ხომ ფაქტია.
    ამიხსენით ვინმემ რას ნიშნავს გოლი ვერცერთ მათგანს გაუტანა? არ შეიძლება ასე ახალი გრამატიკის მოგონება: თუ ვერ გაუტანა უნდა დაწეროთ ვერ გაუტანა და არა ვერცერთს გაუტანა.