workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონას სატრანსფერო სამიზნეები საყრდენის პოზიციაზე

ბარსელონას სატრანსფერო სამიზნეები საყრდენის პოზიციაზე

როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მაღალი დონის საყრდენის დამატებას გეგმავს.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo აღნიშნულ პოზიციაზე “ბლაუგრანას” სავარაუდო სამიზნეებს გვთავაზობს.

იოზუა კიმიხი-გერმანელი კლუბისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ვარიანტია, ამასთან იოზუა ჩავი ერნანდესსაც ძალიან მოსწონს. კიმიხის ამჟამინდელი ხელშეკრულება “ბაიერნთან” 2025 წელს იწურება.

ამადუ ონანა-ონანას შეძენა კვლავ დღისწრეგში დგას. ამადუს დიდი გულშემატკივარი დეკუ გახლავთ, რომელიც თვლის, რომ ბელგიელი “ბარსელონას” იდეალურად მოერგება. საქმეს ართულებს ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება, რომლის გადახდაც კატალონიურ გრანდს ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია.

გვიდო როდრიგესი-არგენტილს “ბარსა” დიდი ხანია აკვირდება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გვიდოს მოქმედი ხელშეკრულება “ბეტისთან” მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება, შესაბამისად, “ბლაუგრანას” ფეხბურთელის უფასოდ დამატების შესაძლებლობა ექნება.

გარდა ამისა, “ბარსას” საყრდენის პოზიციაზე ანდრეას კრისტენსენის გამოყენებაც შეუძლია, რომელიც ჩავიმ რამდენიმე მატჩში უკვე გამოცადა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (41)

  • geobcn33
    schedule 29 აპრ 2024, 13:08
    #41

    ციტატა: M10 S9 D11
    კიმიხი მხოლოდ და მხოლოდ კიმიხი

    დე იონგი კიმიხი მუსიალა/ვირცი
    ეს ტრიო მინდა მომავალი სეზონიდან ცენტრში


    შენ კი გინდა მაგრამ აბა კატალანებს კითხე? ლქმასიელი გავი და ესპანელი პედრი გაუშვან და ყველა ესტრანხერო მოიყვანონ?😀😀😀 ეგ ნელა ჩაჩურჩულე კატალან ლაპოს😀😀😀